პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულ ოცნებას“ 44 პერსონალური მანქანა ემსახურება - პარლამენტის დაფინანსებით პერსონალური ავტომობილი უმრავლესობის ყოველ მესამე დეპუტატს ჰყავს" - რომან გოცირიძე
"ქართულ ოცნებას“ 44 პერსონალური მანქანა ემსახურება - პარლამენტის დაფინანსებით პერსონალური ავტომობილი უმრავლესობის ყოველ მესამე დეპუტატს ჰყავს" - რომან გოცირიძე

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ 44 პერ­სო­ნა­ლუ­რი მან­ქა­ნა ემ­სა­ხუ­რე­ბა - პარ­ლა­მენ­ტის და­ფი­ნან­სე­ბით პერ­სო­ნა­ლუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის ყო­ველ მე­სა­მე დე­პუ­ტატს ჰყავს, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა რო­მან გო­ცი­რი­ძემ სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც პარ­ლა­მენ­ტის 2025 წლის ბი­უ­ჯე­ტი გან­სა­ზღვრეს.

გარ­და ამი­სა, რო­გორც გო­ცი­რი­ძემ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ბი­უ­ჯე­ტის მი­ხედ­ვით, პარ­ლა­მენ­ტში მო­მუ­შა­ვე­თა რი­ცხოვ­ნო­ბა 708 თა­ნამ­შრომ­ლით არის გან­სა­ზღვრუ­ლი, რაც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის თქმით, არა­რე­ა­ლუ­რი ციფ­რია, რად­გან 708 თა­ნამ­შრო­მელ­ში პარ­ლა­მენ­ტის “შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი“ არ შე­დი­ან.

გო­ცი­რი­ძის მო­ნა­ცე­მე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატ­ში, ისე­ვე რო­გორც სხვა სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში უამ­რა­ვი შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მე­ლია გა­ფორ­მე­ბუ­ლი. მისი თქმით, მათი ზუს­ტი რი­ცხოვ­ნო­ბა ბი­უ­ჯე­ტი­დან არ ჩანს, რად­გან “შტატ­გა­რე­შე­ებ­ში ძი­რი­თა­დად გა­და­მა­ლუ­ლია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვი“.

2024 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტის და­ფი­ნან­სე­ბა "სა­კა­ნონ­მდებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის" ნა­წილ­ში 71.801.8 ლა­რით არის გან­სა­ზღვრუ­ლი, 2025 წლი­დან 87.262.00 ლარი იქ­ნე­ბა - შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­ჯე­ტი 15.5 მი­ლი­ო­ნი ლა­რით მეტი იქ­ნე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტის ასიგ­ნე­ბე­ბის ზრდა დიდ­წი­ლად დე­პუ­ტატ­თა ხელ­ფა­სე­ბის ზრდამ გა­ნა­პი­რო­ბა, რის თა­ო­ბა­ზეც მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ 2025 წლი­დან შე­დის ძა­ლა­ში.

სა­ბი­უ­ჯე­ტო ასიგ­ნე­ბე­ბის ზრდა­სა და პარ­ლა­მენ­ტის 2025 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტზე სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე იმ­სჯე­ლეს და მას მხა­რი და­უ­ჭი­რეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ქართულ ოცნებას“ 44 პერსონალური მანქანა ემსახურება - პარლამენტის დაფინანსებით პერსონალური ავტომობილი უმრავლესობის ყოველ მესამე დეპუტატს ჰყავს" - რომან გოცირიძე

"ქართულ ოცნებას“ 44 პერსონალური მანქანა ემსახურება - პარლამენტის დაფინანსებით პერსონალური ავტომობილი უმრავლესობის ყოველ მესამე დეპუტატს ჰყავს" - რომან გოცირიძე

"ქართულ ოცნებას“ 44 პერსონალური მანქანა ემსახურება - პარლამენტის დაფინანსებით პერსონალური ავტომობილი უმრავლესობის ყოველ მესამე დეპუტატს ჰყავს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტი განსაზღვრეს.

გარდა ამისა, როგორც გოცირიძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბიუჯეტის მიხედვით, პარლამენტში მომუშავეთა რიცხოვნობა 708 თანამშრომლით არის განსაზღვრული, რაც ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, არარეალური ციფრია, რადგან 708 თანამშრომელში პარლამენტის “შტატგარეშე თანამშრომლები“ არ შედიან.

გოცირიძის მონაცემებით, პარლამენტის აპარატში, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში უამრავი შტატგარეშე თანამშრომელია გაფორმებული. მისი თქმით, მათი ზუსტი რიცხოვნობა ბიუჯეტიდან არ ჩანს, რადგან “შტატგარეშეებში ძირითადად გადამალულია “ქართული ოცნების“ პოლიტიკური აქტივი“.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, პარლამენტის დაფინანსება "საკანონმდებლო საქმიანობის" ნაწილში 71.801.8 ლარით არის განსაზღვრული, 2025 წლიდან 87.262.00 ლარი იქნება - შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება.

პარლამენტის ასიგნებების ზრდა დიდწილად დეპუტატთა ხელფასების ზრდამ განაპირობა, რის თაობაზეც მიღებული გადაწყვეტილება სწორედ 2025 წლიდან შედის ძალაში.

საბიუჯეტო ასიგნებების ზრდასა და პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და მას მხარი დაუჭირეს.