პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანელი ტელეწამყვანი, რომელიც საბერძნეთში მოგზაურობისას გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს მედია?
ბრიტანელი ტელეწამყვანი, რომელიც საბერძნეთში მოგზაურობისას გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს მედია?

სა­ბერ­ძნე­თის ერთ-ერთ კუნ­ძულ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბრი­ტა­ნე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მე­დი­კო­სი მა­იკლ მოს­ლი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მის­მა მე­უღ­ლემ, ექიმ­მა კლერ ბე­ი­ლიმ და­ა­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი კვი­რას სა­ნა­პი­რო კუ­რორტთან, კუნ­ძულ სი­მი­ზე იპო­ვეს.

"იმა­ზე ფიქ­რიც გვა­ნუ­გე­შებს, რომ ის თით­ქმის გა­და­ვარ­ჩი­ნეთ. მას არას­წო­რი მარ­შრუ­ტი აუ­ღია და ისეთ ად­გი­ლას და­ე­ცა, სა­დაც სა­მაშ­ვე­ლო გუნ­დი ად­ვი­ლად ვერ მი­აგ­ნებ­და",- ხსნი­და კლე­რი მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

  • 67 წლის მოს­ლი ოთხშა­ბათს კუნ­ძულ სი­მი­ზე სა­სე­ირ­ნოდ წას­ვლის შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და. მა­მა­კაცს 5 დღე ინ­ტენ­სი­უ­რად ეძებ­დნენ.
სი­მის კუნ­ძუ­ლი

გარ­დაც­ვლი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის მე­უღ­ლემ დას­ძი­ნა, რომ მოს­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, რაც მას გან­სა­კუთ­რე­ბულს ხდი­და: "ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის მად­ლო­ბე­ლი ვართ, ვინც მის პოვ­ნას და­უ­ღა­ლა­ვად ცდი­ლობ­და. ზო­გი­ერ­თი ამ კუნ­ძულ­ზე მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლებ­საც მა­იკ­ლის შე­სა­ხებ არც კი სმე­ნო­დათ, ჩვენ­გან უთ­ქმე­ლად დი­ლი­დან და­ღა­მე­ბამ­დე და­უ­ღა­ლა­ვად ეძებ­დნენ მას.

მა­იკლ მოს­ლი ბრი­ტა­ნე­ლი მე­დი­კო­სი და ჟურ­ნა­ლის­ტია. მის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი "მე­ო­რე დღის დი­ე­ტა“ სა­ხელ­წო­დე­ბით 5/2, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნი ნორ­მა­ლუ­რად იკ­ვე­ბე­ბა კვი­რა­ში 5 დღე და იღებს მხო­ლოდ 500 კა­ლო­რი­ას დარ­ჩე­ნილ 2 დღე­ში. BBC-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 1985 წელს და­ი­წო და მალე პო­პუ­ლა­რუ­ლი წამ­ყვა­ნი გახ­და. მას ოთხი შვი­ლი დარ­ჩა.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებს გა­ე­ცა­ნით ბმულ­ზე

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ბრიტანელი ტელეწამყვანი, რომელიც საბერძნეთში მოგზაურობისას გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს მედია?

ბრიტანელი ტელეწამყვანი, რომელიც საბერძნეთში მოგზაურობისას გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს მედია?

საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე მოგზაურობისას გაუჩინარებული ბრიტანელი ტელეწამყვანი და მედიკოსი მაიკლ მოსლი გარდაცვლილი იპოვეს. მისმა მეუღლემ, ექიმმა კლერ ბეილიმ დაადასტურა ინფორმაცია ქმრის გარდაცვალების შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი კვირას სანაპირო კურორტთან, კუნძულ სიმიზე იპოვეს.

"იმაზე ფიქრიც გვანუგეშებს, რომ ის თითქმის გადავარჩინეთ. მას არასწორი მარშრუტი აუღია და ისეთ ადგილას დაეცა, სადაც სამაშველო გუნდი ადვილად ვერ მიაგნებდა",- ხსნიდა კლერი მედიასთან ინტერვიუში.

  • 67 წლის მოსლი ოთხშაბათს კუნძულ სიმიზე სასეირნოდ წასვლის შემდეგ გაუჩინარდა. მამაკაცს 5 დღე ინტენსიურად ეძებდნენ.
სიმის კუნძული

გარდაცვლილი ჟურნალისტის მეუღლემ დასძინა, რომ მოსლი თავგადასავლების მოყვარული ადამიანი იყო, რაც მას განსაკუთრებულს ხდიდა: "ყველა იმ ადამიანის მადლობელი ვართ, ვინც მის პოვნას დაუღალავად ცდილობდა. ზოგიერთი ამ კუნძულზე მცხოვრები ადამიანი, რომლებსაც მაიკლის შესახებ არც კი სმენოდათ, ჩვენგან უთქმელად დილიდან დაღამებამდე დაუღალავად ეძებდნენ მას.

მაიკლ მოსლი ბრიტანელი მედიკოსი და ჟურნალისტია. მის სახელთანაა დაკავშირებული "მეორე დღის დიეტა“ სახელწოდებით 5/2, რომლის დროსაც ადამიანი ნორმალურად იკვებება კვირაში 5 დღე და იღებს მხოლოდ 500 კალორიას დარჩენილ 2 დღეში. BBC-სთან თანამშრომლობა 1985 წელს დაიწო და მალე პოპულარული წამყვანი გახდა. მას ოთხი შვილი დარჩა.

გაუჩინარების შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა