საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მხოლოდ დასაწყისია..." - რას აცხადებენ ოპოზიციაში აშშ-ის მიერ ხელისუფლების რიგ წარმომადგენლებისთვის დაწესებულ სანქციებზე?
"ეს მხოლოდ დასაწყისია..." - რას აცხადებენ ოპოზიციაში აშშ-ის მიერ ხელისუფლების რიგ წარმომადგენლებისთვის დაწესებულ სანქციებზე?

"რუ­სულ კა­ნონ­ზე“ ხმის მიმ­ცე­მი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­ბევ­დნენ მშვი­დო­ბი­ან მა­ნი­ფეს­ტან­ტებს და­სან­ქცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია, - წერს “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რი­თაც აშშ-ს მიერ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რებ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და კერ­ძო პი­რებ­ზე სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის პირ­ვე­ლი ტრან­შის გა­მო­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

ხა­ბე­იშ­ვი­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს მად­ლო­ბას უხ­დის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რის­თვის.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რებს, "რუ­სულ კა­ნონ­ზე“ ხმის მიმ­ცემ პარ­ლა­მენ­ტა­რებს, პო­ლი­ცი­ე­ლებს, რომ­ლე­ბიც არ­ბევ­დნენ მშვი­დო­ბი­ან მა­ნი­ფეს­ტან­ტებს, სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ ეს და­სა­წყი­სია.

ასეთ ქვე­ყა­ნა­ში რო­მე­ლი ინ­ვეს­ტო­რი შე­მო­ვა ან გა­ჩერ­დე­ბა ?! ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რო­ბებ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ლაფ­სი გარ­და­უ­ვა­ლია!

ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დის მავ­ნებ­ლო­ბა აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯი­ბე­ზე.

მად­ლო­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რის­თვის!” , - წერს ხა­ბე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის პირ­ვე­ლი ტრან­შის გა­მო­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა."ლე­ლოს“ ლი­დე­რი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეც.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, რაც უფრო და­შორ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მე­ტად და­უ­ახ­ლოვ­დე­ბა რუ­სეთს, უფრო და­ა­ზი­ა­ნებს ქვე­ყა­ნას.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მოქ­მე­დე­ბა­ზე გა­და­ვი­და. მო­ღა­ლა­ტე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის პირ­ვე­ლი ტალ­ღა სა­ხე­ზეა.

ამე­რი­კამ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა თა­ვი­სი ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბუ­ლია გა­მარ­ჯვე­ბის­თვის!

თუმ­ცა, ისიც უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ, რაც უფრო და­შორ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ას "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მე­ტად და­უ­ახ­ლოვ­დე­ბა რუ­სეთს, სულ უფრო და­ა­ზი­ა­ნებს ქვე­ყა­ნას და ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ტე­რე­სებს. ეს და­უშ­ვე­ბე­ლია! ეს მო­მავ­ლის ღა­ლა­ტია!

ამი­ტომ, ახლა ჯერი ისევ ჩვენ­ზეა - კი­დევ უფრო მეტი ძა­ლის­ხმე­ვა გვჭირ­დე­ბა, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მარ­ჯვე­ბა სა­ბო­ლო­ოდ გა­ვა­ფორ­მოთ!“, - წერს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის პირ­ვე­ლი ტრან­ში გა­მო­ა­ცხა­და, რო­მე­ლიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რებს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და კერ­ძო პი­რებს მო­ი­ცავს. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კე­რის მე­თიუ მი­ლე­რის გან­ცხა­დე­ბით, შე­ზღუდ­ვე­ბი გავ­რცელ­დე­ბა მათი ოჯა­ხის წევ­რებ­ზეც. სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის პირ­ვე­ლი ტრან­ში 24-დან 34 პირს მო­ი­ცავს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ეს მხოლოდ დასაწყისია..." - რას აცხადებენ ოპოზიციაში აშშ-ის მიერ ხელისუფლების რიგ წარმომადგენლებისთვის დაწესებულ სანქციებზე?

"ეს მხოლოდ დასაწყისია..." - რას აცხადებენ ოპოზიციაში აშშ-ის მიერ ხელისუფლების რიგ წარმომადგენლებისთვის დაწესებულ სანქციებზე?

"რუსულ კანონზე“ ხმის მიმცემი პარლამენტარები და პოლიციელები, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს დასანქცირებულები არიან და ეს მხოლოდ დასაწყისია, - წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც აშშ-ს მიერ “ქართული ოცნების” წევრებზე, პარლამენტის წევრებზე, სამართალდამცავებსა და კერძო პირებზე სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანშის გამოცხადებას ეხმაურება.

ხაბეიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობას უხდის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.

"ქართული ოცნების" წევრებს, "რუსულ კანონზე“ ხმის მიმცემ პარლამენტარებს, პოლიციელებს, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გამოაცხადეს, რომ ეს დასაწყისია.

ასეთ ქვეყანაში რომელი ინვესტორი შემოვა ან გაჩერდება ?! ივანიშვილის პირობებში ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია!

ივანიშვილის გუნდის მავნებლობა აისახება საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე.

მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის!” , - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანშის გამოცხადებას გამოეხმაურა."ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძეც.

როგორც მან აღნიშნა, რაც უფრო დაშორდება დემოკრატიას "ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მეტად დაუახლოვდება რუსეთს, უფრო დააზიანებს ქვეყანას.

"ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებაზე გადავიდა. მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა სახეზეა.

ამერიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც დაბადებულია გამარჯვებისთვის!

თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ, რაც უფრო დაშორდება დემოკრატიას "ოცნების" ხელისუფლება და მეტად დაუახლოვდება რუსეთს, სულ უფრო დააზიანებს ქვეყანას და ჩვენს საერთაშორისო ინტერესებს. ეს დაუშვებელია! ეს მომავლის ღალატია!

ამიტომ, ახლა ჯერი ისევ ჩვენზეა - კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ოქტომბერში გამარჯვება საბოლოოდ გავაფორმოთ!“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, შეზღუდვები გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს.

იხილეთ ასევე: