Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"შენ განაბი გაგიგია? "ქურდი" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავა
"შენ განაბი გაგიგია? "ქურდი" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­ში, „ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან“ კავ­შირ­ში მყო­ფი 3 პირი და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 1969 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.თ. და 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.გ. (მეტ­სა­ხე­ლად „ბაჩი“). ხოლო, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რი­სათ­ვის მი­მარ­თვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ც.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა დ.ც.-მ ფი­ნან­სუ­რი და­ვის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რს - მეტ­სა­ხე­ლად „ბა­ჩის“ მი­მარ­თა. მე­ო­რე მხა­რემ თა­ვის მხრივ, ასე­ვე კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს სთხო­ვა დახ­მა­რე­ბა, რის შემ­დე­გაც, ბრალ­დე­ბულ დ.თ.-ს სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში „ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა“ მო­ე­წყო.

ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ე.წ. ქურ­დუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­წყო­ბილ შეკ­რე­ბა­ზე, მო­და­ვე მხა­რეს მე­ო­რის სა­სარ­გებ­ლოდ, გან­სა­ზღვრულ დრო­ში გარ­კვე­უ­ლი თან­ხის გა­დახ­და და­ა­კის­რეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 223-ე მე­ო­თხე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

"შენ განაბი გაგიგია? "ქურდი" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავა

"შენ განაბი გაგიგია? "ქურდი" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: წარსულში ნასამართლევი 1969 წელს დაბადებული დ.თ. და 1990 წელს დაბადებული ვ.გ. (მეტსახელად „ბაჩი“). ხოლო, „ქურდული სამყაროს“ წევრისათვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული დ.ც.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.ც.-მ ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრს - მეტსახელად „ბაჩის“ მიმართა. მეორე მხარემ თავის მხრივ, ასევე კრიმინალურ ავტორიტეტებს სთხოვა დახმარება, რის შემდეგაც, ბრალდებულ დ.თ.-ს საცხოვრებელ ბინაში „ქურდული გარჩევა“ მოეწყო.

ბრალდებულებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მეოთხე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.