პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ეს კანონი დამღუპველია ჩვენთვის. ხომ ვიცით რა მოიტანა რუსეთში. მაგალითად, 15 აპრილს ალა პუგაჩოვას დაბადების დღე იყო და ეს საოცარი ქალი უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს" - ნინო კასრაძე
"ეს კანონი დამღუპველია ჩვენთვის. ხომ ვიცით რა მოიტანა რუსეთში. მაგალითად, 15 აპრილს ალა პუგაჩოვას დაბადების დღე იყო და ეს საოცარი ქალი უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს" - ნინო კასრაძე

ე.წ. უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" მსა­ხი­ო­ბი ნინო კას­რა­ძე სა­უბ­რობს, გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს სტა­ტი­ი­დან:

ნინო კას­რა­ძე:

- მეც და ჩემი მე­გობ­რე­ბიც ვერ ვი­ფიქ­რებ­დით, რომ ამ კა­ნონს ისევ შე­მო­აბ­რუ­ნებ­დნენ. შარ­შან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უკან და­ხე­ვამ ბევ­რი რამ წინ წას­წია, თუნ­დაც კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა. არ ვიცი, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს ნა­ბი­ჯი. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია ნორ­მა­ლუ­რი გა­რე­მო. ცოტა ხნის წინ რო­გო­რი დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ერ­თი­ან­და, ერთი სუ­ლის­კვე­თე­ბა იყო (ფეხ­ბურთს ვგუ­ლის­ხმობ) და ვფიქ­რობ­დი, რომ ხომ შე­იძ­ლე­ბა ასე სიყ­ვა­რუ­ლით, სიმ­შვი­დით, და სი­ხა­რუ­ლით ვი­ცხოვ­როთ-მეთ­ქი.

ხალ­ხი, რო­მე­ლიც მა­შინ იყო ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი, ახლა უფრო გამ­წა­რე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და გა­რეთ. ალ­ბათ, ელო­დე­ბი­ან, რომ ხალ­ხის ნა­წი­ლი ისეა გა­დაღ­ლი­ლი და სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბამ­დე მი­სუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა რე­ა­გი­რე­ბა არ მო­ახ­დი­ნო­სო. ჩემი თა­ო­ბის ხალ­ხს ძა­ლი­ან უჭირს, ენერ­გია გვაქვს ცოტა, მაგ­რამ არა იმ­დე­ნად ცოტა, რომ ჩვე­ნი პრინ­ცი­პე­ბი ვერ და­ვიც­ვათ. ისევ იქ დავ­დგე­ბი, რო­გორც აქამ­დე. იმ­დე­ნად აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვარ ამ ყვე­ლაფ­რის გამო, გა­მო­ხატ­ვის თა­ვიც აღარ მაქვს, გარ­და იმი­სა, რომ იქ დავ­დგე, ჩვენს ახალ­გაზ­რდებ­თან. ეს კა­ნო­ნი დამ­ღუპ­ვე­ლია ჩვენ­თვის. ხომ ვი­ცით რა მო­ი­ტა­ნა რუ­სეთ­ში. მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ: 15 აპ­რილს ალა პუ­გა­ჩო­ვას და­ბა­დე­ბის დღე იყო და ეს სა­ო­ცა­რი ქალი უცხო­ე­თის აგენ­ტად გა­მო­ა­ცხა­დეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მას რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა აღარ აქვს. ასე­ვე ბევრ მის მე­გო­ბარ­საც. ვი­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი აქვს, სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში ვე­ღარ იმუ­შა­ვე­ბენ. სა­ბან­კო ბა­რა­თის აღე­ბის უფ­ლე­ბაც არ ექ­ნე­ბათ, ან­გა­რიშ­საც ვერ გახ­სნი­ან. ეს ხალ­ხი იქ­ნე­ბა დევ­ნი­ლი თა­ვი­სი ქვეყ­ნი­დან. ასე რომ, ძა­ლი­ან სა­ში­ში კა­ნო­ნია. ვი­საც ჯერ კი­დევ ილუ­ზია აქვს, მათ მივ­მარ­თავ: ეს კა­ნო­ნი, მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის უდი­დე­სი სა­შუ­ა­ლე­ბაა, შენ შე­გიძ­ლია რო­გორც გინ­და, ისე გა­მო­მი­ყე­ნო!

ხომ ხე­დავთ, რო­გო­რია მთავ­რო­ბის, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხალ­ხი­სად­მი. და­უნ­დობ­ლად უს­წორ­დე­ბი­ან ყვე­ლას. ღი­ზი­ან­დე­ბი­ან, რომ ჩვენს აზრს გა­მოვ­თქვამთ. დე­მოკ­რა­ტი­ას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არა აქვს. დე­მოკ­რა­ტი­ის შემ­დეგ არის ტი­რა­ნია.

ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, ჩემი აზ­რით, მა­ინც იმას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ ყვე­ლა­ნი ვი­ყოთ უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და ისევ ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა და­ვი­წყოთ. შარ­შან­დე­ლი შე­თან­ხმე­ბა, რომ ასე ხე­ლის ერთი მოს­მით გა­ა­უქ­მეს, მი­უ­თი­თებს, რამ­ხე­ლა წყვე­ტაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის. ეს არის ხრა­მი, უფსკრუ­ლი. ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემი შვი­ლე­ბის თა­ო­ბა. არც ისე დიდი ხნის წინ, მწე­რალ­თა სახ­ლში გა­იხ­სნა რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი მწერ­ლე­ბის მუ­ზე­უ­მი და მე იქ ვკი­თხუ­ლობ­დი, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის ცო­ლის წე­რილ-მო­გო­ნე­ბას. იხ­სე­ნებს იმ დღეს, როცა პა­ო­ლომ თავი მო­იკ­ლა, მხო­ლოდ გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე ჩა­მე­ხუ­ტაო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი შიში იყო და­სად­გუ­რე­ბუ­ლი, რომ კაც­მა მწე­რალ­თა სახ­ლში თავი მო­იკ­ლა და მის­მა მოძ­მე­ებ­მა მის შვილ­სა და ცოლს სამ­ძი­მა­რი ვერ გა­მო­უ­ცხა­დეს. ეს რამ­ხე­ლა მო­რა­ლურ დეგ­რა­და­ცი­ა­სა და ტრა­გე­დი­ა­ზე მე­ტყვე­ლებს! იგი­ვე გვე­ლო­დე­ბა ახ­ლაც. ერ­თმა ჩემ­მა ნაც­ნობ­მა დე­პუ­ტატ­მა თქვა, ეს კა­ნო­ნი რომ არ მიგ­ვე­ღო, დაგ­ვენგრე­ო­და ქვე­ყა­ნა თავ­ზეო. რა­ტომ და­ინ­გრე­ვა ქვე­ყა­ნა ამ კა­ნო­ნის გა­რე­შე? რა არის ამის უკან? ქვე­ყა­ნა გახ­ლე­ჩი­ლია, ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს არ ელა­პა­რა­კე­ბა, ტე­ლე­გა­და­ცე­მებ­ში არ სხდე­ბი­ან ერ­თად, სუფ­რა­ზეც კი აღარ პა­ტი­ჟე­ბენ ერ­თმა­ნეთს, ისე არი­ან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი. "ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტებს შე­იძ­ლე­ბა მარ­თლაც არა აქვთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რას­თან არის ეს ყვე­ლა­ფე­რი კავ­შირ­ში და როცა ამ­ბო­ბენ, ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი არ არის ევ­რო­პაო, მა­გა­ზე ვგიჟ­დე­ბი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ეს კანონი დამღუპველია ჩვენთვის. ხომ ვიცით რა მოიტანა რუსეთში. მაგალითად, 15 აპრილს ალა პუგაჩოვას დაბადების დღე იყო და ეს საოცარი ქალი უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს" - ნინო კასრაძე

"ეს კანონი დამღუპველია ჩვენთვის. ხომ ვიცით რა მოიტანა რუსეთში. მაგალითად, 15 აპრილს ალა პუგაჩოვას დაბადების დღე იყო და ეს საოცარი ქალი უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს" - ნინო კასრაძე

ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" მსახიობი ნინო კასრაძე საუბრობს, გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:

ნინო კასრაძე:

- მეც და ჩემი მეგობრებიც ვერ ვიფიქრებდით, რომ ამ კანონს ისევ შემოაბრუნებდნენ. შარშან ხელისუფლების უკან დახევამ ბევრი რამ წინ წასწია, თუნდაც კანდიდატის სტატუსის მიღება. არ ვიცი, რას ემსახურება ხელისუფლების ეს ნაბიჯი. ამ ხელისუფლებისათვის სრულიად მიუღებელია ნორმალური გარემო. ცოტა ხნის წინ როგორი დიდი სიხარული იყო, საზოგადოება გაერთიანდა, ერთი სულისკვეთება იყო (ფეხბურთს ვგულისხმობ) და ვფიქრობდი, რომ ხომ შეიძლება ასე სიყვარულით, სიმშვიდით, და სიხარულით ვიცხოვროთ-მეთქი.

ხალხი, რომელიც მაშინ იყო ქუჩაში გამოსული, ახლა უფრო გამწარებული გამოვიდა გარეთ. ალბათ, ელოდებიან, რომ ხალხის ნაწილი ისეა გადაღლილი და სასოწარკვეთილებამდე მისული, შეიძლება რეაგირება არ მოახდინოსო. ჩემი თაობის ხალხს ძალიან უჭირს, ენერგია გვაქვს ცოტა, მაგრამ არა იმდენად ცოტა, რომ ჩვენი პრინციპები ვერ დავიცვათ. ისევ იქ დავდგები, როგორც აქამდე. იმდენად აღშფოთებული ვარ ამ ყველაფრის გამო, გამოხატვის თავიც აღარ მაქვს, გარდა იმისა, რომ იქ დავდგე, ჩვენს ახალგაზრდებთან. ეს კანონი დამღუპველია ჩვენთვის. ხომ ვიცით რა მოიტანა რუსეთში. მაგალითს მოგიყვანთ: 15 აპრილს ალა პუგაჩოვას დაბადების დღე იყო და ეს საოცარი ქალი უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს, ფაქტობრივად, მას რუსეთში ცხოვრების უფლება აღარ აქვს. ასევე ბევრ მის მეგობარსაც. ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, სახელმწიფო სამსახურში ვეღარ იმუშავებენ. საბანკო ბარათის აღების უფლებაც არ ექნებათ, ანგარიშსაც ვერ გახსნიან. ეს ხალხი იქნება დევნილი თავისი ქვეყნიდან. ასე რომ, ძალიან საშიში კანონია. ვისაც ჯერ კიდევ ილუზია აქვს, მათ მივმართავ: ეს კანონი, მანიპულაციის უდიდესი საშუალებაა, შენ შეგიძლია როგორც გინდა, ისე გამომიყენო!

ხომ ხედავთ, როგორია მთავრობის, ძალოვანი უწყებების დამოკიდებულება ხალხისადმი. დაუნდობლად უსწორდებიან ყველას. ღიზიანდებიან, რომ ჩვენს აზრს გამოვთქვამთ. დემოკრატიას ალტერნატივა არა აქვს. დემოკრატიის შემდეგ არის ტირანია.

ამ კანონის მიღება, ჩემი აზრით, მაინც იმას ემსახურება, რომ ყველანი ვიყოთ უკიდურესად დაძაბული, გაღიზიანებული და ისევ ერთმანეთის ლანძღვა-გინება დავიწყოთ. შარშანდელი შეთანხმება, რომ ასე ხელის ერთი მოსმით გააუქმეს, მიუთითებს, რამხელა წყვეტაა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ეს არის ხრამი, უფსკრული. ქართველი საზოგადოება ძალიან აქტიურია, განსაკუთრებით ჩემი შვილების თაობა. არც ისე დიდი ხნის წინ, მწერალთა სახლში გაიხსნა რეპრესირებული მწერლების მუზეუმი და მე იქ ვკითხულობდი, პაოლო იაშვილის ცოლის წერილ-მოგონებას. იხსენებს იმ დღეს, როცა პაოლომ თავი მოიკლა, მხოლოდ გიორგი ლეონიძე ჩამეხუტაო. წარმოიდგინეთ, როგორი შიში იყო დასადგურებული, რომ კაცმა მწერალთა სახლში თავი მოიკლა და მისმა მოძმეებმა მის შვილსა და ცოლს სამძიმარი ვერ გამოუცხადეს. ეს რამხელა მორალურ დეგრადაციასა და ტრაგედიაზე მეტყველებს! იგივე გველოდება ახლაც. ერთმა ჩემმა ნაცნობმა დეპუტატმა თქვა, ეს კანონი რომ არ მიგვეღო, დაგვენგრეოდა ქვეყანა თავზეო. რატომ დაინგრევა ქვეყანა ამ კანონის გარეშე? რა არის ამის უკან? ქვეყანა გახლეჩილია, ხალხი ერთმანეთს არ ელაპარაკება, ტელეგადაცემებში არ სხდებიან ერთად, სუფრაზეც კი აღარ პატიჟებენ ერთმანეთს, ისე არიან დაპირისპირებული. "ოცნების" დეპუტატებს შეიძლება მართლაც არა აქვთ გაცნობიერებული, რასთან არის ეს ყველაფერი კავშირში და როცა ამბობენ, ჩვენი თვითმიზანი არ არის ევროპაო, მაგაზე ვგიჟდები. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: