საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გზა და მორალ აცდენილი ოპოზიციის ნეოსააკაშვილობას გილოცავთ!" - წილოსანი სალომე ზურაბიშვილს
"გზა და მორალ აცდენილი ოპოზიციის ნეოსააკაშვილობას გილოცავთ!" - წილოსანი სალომე ზურაბიშვილს

ნე­ო­სა­ა­კაშ­ვი­ლი - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რეპ­რე­სი­ე­ბის, ყალ­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და ცრუ ევ­რო­პუ­ლო­ბის მე­სი­ჯე­ბით მოგ­ვევ­ლი­ნა, თა­ნაც სიმ­ბო­ლუ­რად და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს - ასე და­ვა­ხა­სი­ა­თებ­დი ომის ქარ­ტი­ას, რო­მელ­მაც გა­ა­ერ­თი­ა­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ კლას­ტე­რი თა­ვი­სი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი თუ ლა­ტენ­ტუ­რი "ნა­ცე­ბით“ და რა­მაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ას­რუ­ლა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რე­ბის მო­წყო­ბის მცდე­ლო­ბე­ბი, რად­გან რე­ვო­ლუ­ცია არ გა­მო­ვი­და“, - ასე მი­მარ­თა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ ნინო წი­ლო­სან­მა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის რე­ჟიმ­ში გა­მოს­ვლი­სას.

რო­გორც ნინო წი­ლო­სან­მა აღ­ნიშ­ნა, ვი­ნა­ი­დან "რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რე­ბის მო­წყო­ბის მცდე­ლო­ბე­ბი“ ოპო­ზი­ცი­ამ უშე­დე­გოდ და­ას­რუ­ლა, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით, პრე­ზი­დენ­ტი დღეს ხალ­ხს იმ წი­ნა­და­დე­ბე­ბით მი­მარ­თავს, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დიდი ხა­ნია ამ­ბობს, რომ ერ­თა­დერ­თი სწო­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი არ­ჩევ­ნე­ბია.

"მა­შინ, როცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეთ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის ქალ­ბა­ტო­ნო სა­ლო­მე, ახლა მო­გინ­დათ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სტა­ბი­ლუ­რო­ბით მის­ვლა? სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და ვუ­თხრა, ყვე­ლა­ფე­რი ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც ჩვენ გპირ­დე­ბით და გე­უბ­ნე­ბით ხოლ­მე, სხვა და­ნარ­ჩე­ნი კი მა­ტყუ­ა­რა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და ქვეყ­ნის მტრე­ბის უნი­ჭო ოი­ნე­ბია. ახლა კი იმის შე­სა­ხებ, თუ რას გვე­უბ­ნე­ბა ნე­ო­სა­ა­კაშ­ვი­ლის, იგი­ვე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ომის ქარ­ტია, რომ გექ­ნე­ბათ: ერ­თო­ბა, ერ­თი­ა­ნო­ბის გა­რე­შე; ევ­რო­პუ­ლი მიზ­ნე­ბი - გამჭვირ­ვა­ლო­ბის გა­რე­შე; არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა - გა­მარ­ჯვე­ბის გა­რე­შე, რად­გან გა­უ­გე­ბა­რია ამ გეგ­მით რო­გორ იმარ­ჯვე­ბენ, არც ერთ კვლე­ვა­ში 30%-ზე მეტი რე­ი­ტინ­გი არ აქვს ჯა­მუ­რად გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ "ნაც­კას­ტას"; ექ­ნე­ბათ ამომ­რჩევ­ლის ნდო­ბა, ნდო­ბის გა­რე­შე; დე­ბენ პი­რო­ბას - ყო­ველ­გვა­რი გა­რან­ტი­ე­ბის გა­რე­შე; ექ­ნე­ბათ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო - დე­მოკ­რა­ტი­ის გა­რე­შე, რად­გან სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­მოკ­რა­ტი­ის პი­რო­ბებ­ში, ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ნე­ო­სა­ა­კაშ­ვი­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა შე­მოგ­თა­ვა­ზათ, მხო­ლოდ და მხო­ლოდ მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ვნე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ამას­თან, მარ­თვის ეს მო­დე­ლი, ჩვე­ნი სა­კონ­სტი­ტუ­ციო წყო­ბის­გან ძა­ლი­ან შორს არის. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას აა­ნონ­სებს და ნდო­ბას უწუ­ნებს, ვი­საც თა­ვად არ ჰქო­ნია ნდო­ბა სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვის მო­მენ­ტშიც კი და თუ ვინ­მეს ნდო­ბის აღ­დგე­ნა სჭირ­დე­ბა, ეს ერ­თა­დერ­თი თქვენ ხართ, რად­გან ამ მო­მენ­ტში ტა­შის მკვრე­ლად მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლით გა­ცხო­ვე­ლე­ბუ­ლი კას­ტა გყავთ, ვი­საც სჭირ­დე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ნინო წი­ლო­სან­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, "სი­ტყვე­ბის ბრა­ხუ­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ძლი­ე­რი მხა­რეა“.

"სხვა­ნა­ი­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იქ­ნე­ბაო, ნე­ო­სა­ა­კაშ­ვილ­მა ბრძა­ნა და გე­თან­ხმე­ბით, ნამ­დვი­ლად სხვა­ნა­ი­რე­ბი ხართ, უსა­ხო და უსუ­ლოდ ქცე­უ­ლი მა­რი­ო­ნე­ტე­ბი. როცა შენი პო­ლი­ტი­კა სრუ­ლად დაც­ლი­ლია ყო­ველ­გვა­რი ადა­მი­ა­ნუ­რი სა­წყი­სე­ბი­სა­გან, კო­ლაფ­სი უალ­ტერ­ნა­ტი­ვოდ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია, ეს აჩ­ვე­ნა ბოლო კვი­რებ­მაც. და ბო­ლოს, ომის ქარ­ტია და ომის პარ­ტია რა მო­სა­ტა­ნია, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტრე­ბი არა­ერ­თხელ და არა­ერ­თგზის დაგ­ვი­მარ­ცხე­ბია. სა­ნერ­ვი­უ­ლოს კი რაც შე­ე­ხე­ბა, ახლა, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მე­ტად ვინც უნდა ინერ­ვი­უ­ლოს, მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლია, რო­მელ­საც თურ­მე ამ­დე­ნი ხანი იმი­ტომ კი არ იწყა­ლებ­დით, ქალ­ბა­ტო­ნო სა­ლო­მე, რა­ტო­მაც ჩვენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვე­გო­ნა, არა­მედ, უბ­რა­ლოდ მისი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა გსურ­დათ. გი­ლო­ცავთ, გზა და მო­რალ აც­დე­ნი­ლი ოპო­ზი­ცი­ის ნე­ო­სა­ა­კაშ­ვი­ლო­ბას!“ - გა­ნა­ცხა­და ნინო წი­ლო­სან­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"გზა და მორალ აცდენილი ოპოზიციის ნეოსააკაშვილობას გილოცავთ!" - წილოსანი სალომე ზურაბიშვილს

"გზა და მორალ აცდენილი ოპოზიციის ნეოსააკაშვილობას გილოცავთ!" - წილოსანი სალომე ზურაბიშვილს

ნეოსააკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რეპრესიების, ყალბი გაერთიანებისა და ცრუ ევროპულობის მესიჯებით მოგვევლინა, თანაც სიმბოლურად დამოუკიდებლობის დღეს - ასე დავახასიათებდი ომის ქარტიას, რომელმაც გააერთიანა "ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი თავისი დეკლარირებული თუ ლატენტური "ნაცებით“ და რამაც ოფიციალურად დაასრულა რევოლუციური სცენარების მოწყობის მცდელობები, რადგან რევოლუცია არ გამოვიდა“, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გამოსვლისას.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ვინაიდან "რევოლუციური სცენარების მოწყობის მცდელობები“ ოპოზიციამ უშედეგოდ დაასრულა, ზურაბიშვილის მეთაურობით, პრეზიდენტი დღეს ხალხს იმ წინადადებებით მიმართავს, რასაც ხელისუფლება დიდი ხანია ამბობს, რომ ერთადერთი სწორი დემოკრატიული პროცესი არჩევნებია.

"მაშინ, როცა ყველაფერი გააკეთეთ დესტაბილიზაციისთვის ქალბატონო სალომე, ახლა მოგინდათ არჩევნებამდე სტაბილურობით მისვლა? საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გპირდებით და გეუბნებით ხოლმე, სხვა დანარჩენი კი მატყუარა პოლიტიკოსებისა და ქვეყნის მტრების უნიჭო ოინებია. ახლა კი იმის შესახებ, თუ რას გვეუბნება ნეოსააკაშვილის, იგივე სალომე ზურაბიშვილის დაანონსებული ომის ქარტია, რომ გექნებათ: ერთობა, ერთიანობის გარეშე; ევროპული მიზნები - გამჭვირვალობის გარეშე; არჩევნებში გამარჯვება - გამარჯვების გარეშე, რადგან გაუგებარია ამ გეგმით როგორ იმარჯვებენ, არც ერთ კვლევაში 30%-ზე მეტი რეიტინგი არ აქვს ჯამურად გაერთიანებულ "ნაცკასტას"; ექნებათ ამომრჩევლის ნდობა, ნდობის გარეშე; დებენ პირობას - ყოველგვარი გარანტიების გარეშე; ექნებათ დემოკრატიული სახელმწიფო - დემოკრატიის გარეშე, რადგან საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, ერთპიროვნული ნეოსააკაშვილური მმართველობა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შემოგთავაზათ, მხოლოდ და მხოლოდ მისი პოლიტიკური ვნებების დაკმაყოფილებას ემსახურება და ამასთან, მართვის ეს მოდელი, ჩვენი საკონსტიტუციო წყობისგან ძალიან შორს არის. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებას აანონსებს და ნდობას უწუნებს, ვისაც თავად არ ჰქონია ნდობა საკუთარი არჩევის მომენტშიც კი და თუ ვინმეს ნდობის აღდგენა სჭირდება, ეს ერთადერთი თქვენ ხართ, რადგან ამ მომენტში ტაშის მკვრელად მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით გაცხოველებული კასტა გყავთ, ვისაც სჭირდებით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე შეფასებით, "სიტყვების ბრახუნი სალომე ზურაბიშვილის ძლიერი მხარეა“.

"სხვანაირების გაერთიანება იქნებაო, ნეოსააკაშვილმა ბრძანა და გეთანხმებით, ნამდვილად სხვანაირები ხართ, უსახო და უსულოდ ქცეული მარიონეტები. როცა შენი პოლიტიკა სრულად დაცლილია ყოველგვარი ადამიანური საწყისებისაგან, კოლაფსი უალტერნატივოდ გარანტირებულია, ეს აჩვენა ბოლო კვირებმაც. და ბოლოს, ომის ქარტია და ომის პარტია რა მოსატანია, ჩვენი ქვეყნის მტრები არაერთხელ და არაერთგზის დაგვიმარცხებია. სანერვიულოს კი რაც შეეხება, ახლა, ალბათ, ყველაზე მეტად ვინც უნდა ინერვიულოს, მიშა სააკაშვილია, რომელსაც თურმე ამდენი ხანი იმიტომ კი არ იწყალებდით, ქალბატონო სალომე, რატომაც ჩვენ და საზოგადოებას გვეგონა, არამედ, უბრალოდ მისი ადგილის დაკავება გსურდათ. გილოცავთ, გზა და მორალ აცდენილი ოპოზიციის ნეოსააკაშვილობას!“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.