საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ მოძმე ხალხს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს" - ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს
"გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ მოძმე ხალხს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს" - ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს

"გუ­ლი­თა­დად გი­ლო­ცავთ თქვენ და ქარ­თველ მოძ­მე ხალ­ხს ეროვ­ნულ დღე­სას­წა­ულს - სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს", - სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც მან ქარ­თველ კო­ლე­გას, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს გა­უგ­ზავ­ნა.

„და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ მე­გო­ბარ სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ყვე­ლა სფე­რო­ში სომ­ხე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ამ მხრივ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის ხელ­მო­წე­რა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი მთავ­რო­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ჩვენ შევ­ძლებთ ამ ბა­ზის სრუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბას ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დგო­მი გაღ­რმა­ვე­ბი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­სა­ლოც წე­რილ­ში.

სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რი ხაზს უს­ვამს ორ­მხრივ და რე­გი­ო­ნულ სა­კი­თხებ­ზე ნა­ყო­ფი­ე­რი დის­კუ­სი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, რო­მე­ლიც ერე­ვან­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში გა­ი­მარ­თა.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სომ­ხეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა ჩვენს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი ორი სა­ხელ­მწი­ფო­სა და რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას. კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს და ვუ­სურ­ვებ მე­გო­ბარ სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­ბას, კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და ახალ მიღ­წე­ვებს“, - წერს ფა­ში­ნი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ მოძმე ხალხს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს" - ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს

"გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ მოძმე ხალხს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს" - ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს

"გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ მოძმე ხალხს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს", - სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ქართველ კოლეგას, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნა.

„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მეგობარ საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარება ყველა სფეროში სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ ამ ბაზის სრულად გამოყენებას ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოებისთვის“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

სომხეთის პრემიერი ხაზს უსვამს ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე ნაყოფიერი დისკუსიების მნიშვნელობას, რომელიც ერევანში, მიმდინარე წლის მარტში გაიმართა.

"დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ცივილიზაციურ საზოგადოებას, მოემსახურება ჩვენი ორი სახელმწიფოსა და რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ მეგობარ საქართველოს მშვიდობას, კეთილდღეობასა და ახალ მიღწევებს“, - წერს ფაშინიანი.