საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს "ქართული ოცნება" აშშ-ის მიერ სანქციების დაანონსებაზე - "ეს მოვლენა ნაცრისფერი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში"
რა განცხადებას ავრცელებს "ქართული ოცნება" აშშ-ის მიერ სანქციების დაანონსებაზე -  "ეს მოვლენა ნაცრისფერი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში"

მმარ­თვე­ლი გუნ­დი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ზე და და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის სა­ხე­ლით და­ა­ნონსდა სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის შე­საძ­ლო და­წე­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რაც არის იმ ან­ტი­ქარ­თუ­ლი რი­ტო­რი­კის გაგ­რძე­ლე­ბა, რო­მელ­საც 2012 წლი­დან ვის­მენთ და რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით 2021-2022 წლებ­ში გა­აქ­ტი­ურ­და. შან­ტა­ჟი­სა და მუ­ქა­რის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ებს, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა არა­თუ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის, არა­მედ, ზო­გა­დად, პარტნი­ო­რულ სუ­ლის­კვე­თე­ბას, რო­მე­ლიც ორ სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის უნდა იყოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი.

  • ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის სა­ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა და სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბით შან­ტა­ჟი სხვა არა­ფე­რია, თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­ზღუდ­ვის უხე­ში მცდე­ლო­ბა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით ცი­ნი­კუ­რად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა იმ ფონ­ზე, როცა სა­ქარ­თვე­ლო ორ დღე­ში ეროვ­ნუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო მოვ­ლე­ნა მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში, რო­დე­საც ერთი ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ემუქ­რე­ბა მე­ო­რე ქვეყ­ნის კა­ნონ­მდე­ბელს სან­ქცი­ე­ბით მხო­ლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონს მის­ცა ხმა.

ეს მოვ­ლე­ნა ნაც­რის­ფე­რი ასო­ე­ბით ჩა­ი­წე­რე­ბა მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში.აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ იმა­ზე, რომ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ დღემ­დე ვე­რა­ვინ ვე­რა­ვი­თა­რი არ­გუ­მენ­ტი ვერ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა. აღარც იმა­ზე ვამ­ბობთ აღა­რა­ფერს, რომ მსგავ­სი კა­ნო­ნე­ბი ბევ­რად უფრო მკაც­რი ფორ­მით მოქ­მე­დებს თა­ვად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, საფ­რან­გეთ­ში, არა­ერთ სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში, რო­მელ­თა მი­მარ­თაც აშშ-ს არა­ვი­თა­რი სან­ქცი­ე­ბი არ და­უ­წე­სე­ბია. აგ­რეთ­ვე, ამ­გვა­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირ­შიც. მე­ტიც, ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში და­ი­ნი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნი მისი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის წამ­ყვა­ნი ხაზი იქ­ნე­ბა, რად­გან დღეს ევ­რო­პის­თვის უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბი და ჩა­რე­ვა ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვაა.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სან­ქცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, მათ შო­რის არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებ­ზე, არის სან­ქცი­ის ფორ­მა, რო­მელ­ზეც არა მხო­ლოდ ევ­რო­პამ თქვა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 40-იანი წლე­ბი­დან მკაც­რად უარი, არა­მედ 60-იანი წლე­ბი­დან საბ­ჭო­თა კავ­შირ­შიც კი აღარ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ყო­ველ­თა­ოდ იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი, რომ ე.წ. სუ­ბი­ექ­ტუ­რი შე­რა­ცხვის პრინ­ცი­პის უარ­ყო­ფა, ანუ სან­ქცი­ის ოჯა­ხის წევ­რებ­ზე გავ­რცე­ლე­ბა ფა­შის­ტურ-ბოლ­შე­ვი­კუ­რი მოვ­ლე­ნაა. ახლა კი, სან­ქცი­ის ამ ფორ­მას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყე­ნებს, რაც გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია.თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც შე­სა­ბა­მის­მა ძა­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ევ­რო­კო­მის­რის პი­რით სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა მა­გა­ლი­თად მო­იყ­ვა­ნეს და ამით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ა­შან­ტა­ჟეს, სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი აღარც მო­უ­ლოდ­ნე­ლია და აღარც გა­საკ­ვი­რი.იმა­საც შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ანა­ლო­გი­უ­რი სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვა, ასე­ვე ყო­ველ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბის და ფაქ­ტე­ბის გა­რე­შე,

ბლინ­კე­ნის სა­ხე­ლით ქარ­თველ მო­სა­მარ­თლე­ებს და­უ­წეს­და, შემ­დეგ კი ცი­ნი­კუ­რად გა­ნა­ცხა­დეს, რომ ფაქ­ტე­ბის მო­წო­დე­ბას არ აპი­რებ­დნენ და სა­კი­თხი ჩვენ თა­ვად უნდა გა­მოგ­ვე­ძი­ე­ბი­ნა. სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა აგ­რძე­ლებს გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე ვე­რა­ვი­თა­რი გავ­ლე­ნა ვერ მო­ახ­დი­ნა. მე­ტიც, მას შემ­დეგ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ კი­დევ არა­ერ­თგზის და­ა­დას­ტუ­რა, რომ ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებს და სა­მარ­თალს ემ­სა­ხუ­რე­ბა.იმა­საც შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს ევ­რო­კავ­ში­რის ორი კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის - სერ­ბე­თი­სა­და ბოს­ნია-ჰერ­ცე­გო­ვი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს აქვთ აშშ-ის მხრი­დან და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი, თუმ­ცა, ორი­ვე ქვე­ყა­ნა აგ­რძე­ლებს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცესს და ამ მხრივ არა­ვი­თა­რი შე­ფერ­ხე­ბა არ იქ­მნე­ბა.და­სას­რულს, კი­დევ ერთხელ მკა­ფი­ოდ გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ არ ვა­პი­რებთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­თა და უსაფრ­თხო­ე­ბით ვაჭ­რო­ბას. ვე­რა­ვი­თა­რი შან­ტა­ჟი ვერ გვა­ი­ძუ­ლებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგათ. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, სან­ქცი­ე­ბი მხო­ლოდ კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლია და თა­ვად სან­ქცი­ის დამ­წე­სე­ბელს აზი­ა­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, იმოქ­მე­დონ პრაგ­მა­ტუ­ლად და გა­დად­გან ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბის­თვის, რაც თა­ნაბ­რად შე­დის რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებ­ში", - ნათ­ქვა­მია მმარ­თვე­ლი გუნ­დის გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს "ქართული ოცნება" აშშ-ის მიერ სანქციების დაანონსებაზე - "ეს მოვლენა ნაცრისფერი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში"

რა განცხადებას ავრცელებს "ქართული ოცნება" აშშ-ის მიერ სანქციების დაანონსებაზე -  "ეს მოვლენა ნაცრისფერი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში"

მმართველი გუნდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე და დაწესებული სანქციების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით დაანონსდა სავიზო შეზღუდვების შესაძლო დაწესება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რაც არის იმ ანტიქართული რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც 2012 წლიდან ვისმენთ და რომელიც განსაკუთრებით 2021-2022 წლებში გააქტიურდა. შანტაჟისა და მუქარის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს, არ შეესაბამება არათუ სტრატეგიული პარტნიორობის, არამედ, ზოგადად, პარტნიორულ სულისკვეთებას, რომელიც ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის უნდა იყოს ჩამოყალიბებული.

  • ენტონი ბლინკენის სახელით გაკეთებული განცხადება და სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეში მცდელობა, რაც განსაკუთრებით ცინიკურად წარმოგვიდგება იმ ფონზე, როცა საქართველო ორ დღეში ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა.

ეს მოვლენა ნაცრისფერი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში.აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგოდ დღემდე ვერავინ ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინა. აღარც იმაზე ვამბობთ აღარაფერს, რომ მსგავსი კანონები ბევრად უფრო მკაცრი ფორმით მოქმედებს თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, არაერთ სხვა სახელმწიფოში, რომელთა მიმართაც აშშ-ს არავითარი სანქციები არ დაუწესებია. აგრეთვე, ამგვარი კანონპროექტი აქტიურად განიხილება ევროკავშირშიც. მეტიც, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დაინიცირებული კანონი მისი საარჩევნო კამპანიის წამყვანი ხაზი იქნება, რადგან დღეს ევროპისთვის უცხოური გავლენები და ჩარევა ყველაზე დიდი გამოწვევაა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანქციების გავრცელება ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვან შვილებზე, არის სანქციის ფორმა, რომელზეც არა მხოლოდ ევროპამ თქვა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მკაცრად უარი, არამედ 60-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირშიც კი აღარ გამოიყენებოდა. ცივილიზებულ სამყაროში ათწლეულების მანძილზე საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომ ე.წ. სუბიექტური შერაცხვის პრინციპის უარყოფა, ანუ სანქციის ოჯახის წევრებზე გავრცელება ფაშისტურ-ბოლშევიკური მოვლენაა. ახლა კი, სანქციის ამ ფორმას ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენელი იყენებს, რაც გამაოგნებელია.თუმცა, მას შემდეგ, რაც შესაბამისმა ძალებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბარში ერთ-ერთი ევროკომისრის პირით სლოვაკეთის პრემიერზე ტერორისტული თავდასხმა მაგალითად მოიყვანეს და ამით, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები სიცოცხლის მოსპობით დააშანტაჟეს, სავიზო შეზღუდვის დაწესებაზე საუბარი აღარც მოულოდნელია და აღარც გასაკვირი.იმასაც შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ანალოგიური სავიზო შეზღუდვა, ასევე ყოველგვარი დასაბუთების და ფაქტების გარეშე,

ბლინკენის სახელით ქართველ მოსამართლეებს დაუწესდა, შემდეგ კი ცინიკურად განაცხადეს, რომ ფაქტების მოწოდებას არ აპირებდნენ და საკითხი ჩვენ თავად უნდა გამოგვეძიებინა. სავიზო შეზღუდვის მიუხედავად, სასამართლო სისტემა აგრძელებს გამართულად ფუნქციონირებას და ამ გადაწყვეტილებამ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა. მეტიც, მას შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ კიდევ არაერთგზის დაადასტურა, რომ ქართული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს და სამართალს ემსახურება.იმასაც შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირის ორი კანდიდატი ქვეყნის - სერბეთისადა ბოსნია-ჰერცეგოვინის ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებს აქვთ აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციები, თუმცა, ორივე ქვეყანა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ამ მხრივ არავითარი შეფერხება არ იქმნება.დასასრულს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას. ვერავითარი შანტაჟი ვერ გვაიძულებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადავდგათ. ასეთ ვითარებაში, სანქციები მხოლოდ კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ პრაგმატულად და გადადგან ქმედითი ნაბიჯები ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის, რაც თანაბრად შედის როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხის ინტერესებში", - ნათქვამია მმართველი გუნდის განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"