პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გილოცავთ კანონის მიღებას და უკვე მომავალ ორშაბათს, მოგილოცავთ ვეტოს გადალახვას" - თეა წულუკიანი ჟურნალისტებს
"გილოცავთ კანონის მიღებას და უკვე მომავალ ორშაბათს, მოგილოცავთ ვეტოს გადალახვას" - თეა წულუკიანი ჟურნალისტებს

გი­ლო­ცავთ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას და უკვე მო­მა­ვალ ორ­შა­ბათს, მო­გი­ლო­ცავთ, ვე­ტოს გა­და­ლახ­ვას, - ასე უპა­სუ­ხა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ზე.

კულ­ტუ­რის მი­ნისტრს მე­დი­ამ კი­თხვა და­უს­ვა, შე­უძ­ლია თუ არა და­ა­სა­ხე­ლოს ის კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გა­ცხა­დე­ბით, ამ­ტკი­ცებს, რომ „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“კა­ნონს მო­სახ­ლე­ო­ბის 60% უჭერს მხარს.

წუ­ლუ­კი­ან­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ და­ა­სა­ხე­ლა, თუმ­ცა გან­მარ­ტა, რომ ამ კი­თხვას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა არა­ერ­თხელ უპა­სუ­ხა, რომ კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა რეს­პექ­ტა­ბე­ლურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ. რეს­პექ­ტა­ბე­ლო­ბა­ში კი, წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, იგუ­ლის­ხმე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სფე­რო­ში

"ახ­სნი­ლი იქნა, რომ ეს არის გამჭვირ­ვა­ლე ორ­გა­ნი­ზა­ცია მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე“, -გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

გარ­და ამ სა­კი­თხი­სა, კულ­ტუ­რის მი­ნისტრს ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტის მა­რი­ამ ლაშ­ხის მიერ The News Agents-თან გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია" მა­სო­ნე­ბის მსგავ­სი ძა­ლაა“.

„არ მო­მის­მე­ნია, ბო­დიშს გიხ­დით, მო­ვის­მენ და გი­პა­სუ­ხებთ. არ მო­მის­მე­ნია, რა შუ­ა­ში არი­ან მა­სო­ნე­ბი? მო­ვის­მენ და გი­პა­სუ­ხებთ“, - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"გილოცავთ კანონის მიღებას და უკვე მომავალ ორშაბათს, მოგილოცავთ ვეტოს გადალახვას" - თეა წულუკიანი ჟურნალისტებს

"გილოცავთ კანონის მიღებას და უკვე მომავალ ორშაბათს, მოგილოცავთ ვეტოს გადალახვას" - თეა წულუკიანი ჟურნალისტებს

გილოცავთ კანონის მიღებას და უკვე მომავალ ორშაბათს, მოგილოცავთ, ვეტოს გადალახვას, - ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტების კითხვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე.

კულტურის მინისტრს მედიამ კითხვა დაუსვა, შეუძლია თუ არა დაასახელოს ის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაცხადებით, ამტკიცებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონს მოსახლეობის 60% უჭერს მხარს.

წულუკიანმა აღნიშნული ორგანიზაცია არ დაასახელა, თუმცა განმარტა, რომ ამ კითხვას პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ უპასუხა, რომ კვლევა ჩაატარა რესპექტაბელურმა ორგანიზაციამ. რესპექტაბელობაში კი, წულუკიანის განმარტებით, იგულისხმება პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და დიდი გამოცდილება სოციოლოგიური კვლევების ჩატარების სფეროში

"ახსნილი იქნა, რომ ეს არის გამჭვირვალე ორგანიზაცია მაღალი რეპუტაციის მქონე“, -განაცხადა წულუკიანმა.

გარდა ამ საკითხისა, კულტურის მინისტრს ჟურნალისტმა ჰკითხა „ქართული ოცნების“ დეპუტატის მარიამ ლაშხის მიერ The News Agents-თან გაკეთებულ განცხადებაზე, რომ "გლობალური ომის პარტია" მასონების მსგავსი ძალაა“.

„არ მომისმენია, ბოდიშს გიხდით, მოვისმენ და გიპასუხებთ. არ მომისმენია, რა შუაში არიან მასონები? მოვისმენ და გიპასუხებთ“, - აღნიშნა წულუკიანმა.