კანში კინოინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, კანის კინოფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალის წითელ ხალიჩაზე, სხვა ქართველებთან ერთად, მომღერალი ნინი შერმადინიც იმყოფებოდა. ნინი გულშემატკივარს ფოტოებს უზიარებს და წერს:
"კანის კინოფესტივალზე, წითელ ხალიჩაზე სადაც მთელი მსოფლიოს ვარსკვლავებს ფეხი დაუდგამთ, დღეს 18 მაისს ჩემი ოცნება ახდა, არ მახსოვს როგორ გავიარე, მაგრამ ერთი წამით მეც ვიგრძენი თავი ნამდვილ ვარსკვლავად.
"Georgiaaa” და ფოტოგრაფების ყურადღება მივიქციეთ მე და ჩემმა ეკამ და ულამაზესმა კატრინის პრინცესებმა, ანასტასიამ, ოიანამ, ნუცამ...
მართალია, სიტყვა მე ჯერ ვერ ვთქვი, მსოფლიო ასპარეზზე მაგრამ სამაგიეროდ ჯორჯია! კვარაააა... გვეძახიან, რანაირი სიამაყის გრძნობაა ვერ გადმოვცემ..
მადლობა "კვარა", მეტი რაღა ქნას ამ პატარა ბიჭმა! ჩემი სიამაყეა საქართველო! ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერებაა ქართველობა! ოცნებები ხდება და იმედია, ერთ დღეს მეც შევძლებ, კიდევ ერთხელ ამაყად ავაფრიალო ჩემი ყველაზე ლამაზი დროშა მსოფლიო ასპარეზზე! საქართველო ევროპაა და ჩვენი მომავალი მხოლოდ ნათელია! გაუმარჯოს საქართველოს", - წერს ნინი შერმადინი.