პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოები რუსთაველის გამზირიდან: მთავრობისა და პარლამენტის წევრები ოჯახთან ერთად - რა ხდება ადგილზე?
ფოტოები რუსთაველის გამზირიდან: მთავრობისა და პარლამენტის წევრები ოჯახთან ერთად - რა ხდება ადგილზე?
  • ფო­ტო­ე­ბი: ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით იკ­რი­ბე­ბი­ან, გზა გა­და­ი­კე­ტა. ისი­ნი ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბი­ან ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის ეზო­შიც, სა­დაც 13:00-ზე ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­რაკ­ლი­სი აღევ­ლი­ნა, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­მე­ბის ტაძ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მსვლე­ლო­ბა და­ი­წყეს.

მცი­რე პა­რაკ­ლი­სი სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი), სამ­ღვდე­ლო­ე­ბას­თან ერ­თად აღას­რუ­ლა. ად­გილ­ზე შეს­რულ­და სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მი­მარ­თა.

"მად­ლო­ბა უფალს, მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო" - თქვა ილია მე­ო­რემ.

  • ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წევ­რე­ბი. ისი­ნი ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბას შვი­ლებ­თან და მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად უერ­თდე­ბი­ან. კერ­ძოდ, ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი. ასე­ვე, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი.

გა­ნახ­ლე­ბა:

ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რი­დან სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მსვლე­ლო­ბა და­ი­წყო.

მსვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი და დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე.

მას შემ­დეგ, რაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ სა­მად­ლო­ბე­ლი პა­რაკ­ლი­სი შეს­რულ­დე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ბოლო ათი წე­ლია, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვი­თა და ინი­ცი­ა­ტი­ვით, 17 მა­ისს ქვე­ყა­ნა­ში ოჯა­ხის სიწ­მინ­დი­სა და მშობ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, წელს 17 მა­ი­სი უქმე დღედ გა­მო­ცხად­და.

ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი ად­გი­ლი­დან

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ფოტოები რუსთაველის გამზირიდან: მთავრობისა და პარლამენტის წევრები ოჯახთან ერთად - რა ხდება ადგილზე?

ფოტოები რუსთაველის გამზირიდან: მთავრობისა და პარლამენტის წევრები ოჯახთან ერთად - რა ხდება ადგილზე?
  • ფოტოები: ინტერპრესნიუსი

რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით იკრიბებიან, გზა გადაიკეტა. ისინი ასევე იმყოფებიან ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოშიც, სადაც 13:00-ზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს.

მცირე პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა. ადგილზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი და საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა.

"მადლობა უფალს, მიყვარხარ საქართველო" - თქვა ილია მეორემ.

  • ადგილზე იმყოფებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრები. ისინი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას შვილებთან და მეუღლეებთან ერთად უერთდებიან. კერძოდ, ადგილზე მივიდნენ პრემიერი ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ასევე, მინისტრთა კაბინეტის წევრები.

განახლება:

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო.

მსვლელობაში მონაწილეობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

მას შემდეგ, რაც მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლებენ სამადლობელი პარაკლისი შესრულდება.

ინფორმაციისთვის, ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 17 მაისს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.

ნახეთ ფოტოები ადგილიდან