საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი მილიარდერი და "მეთოჯინე..." - რას წერს ბრიტანული Guardian-ი ბიძინა ივანიშვილზე?
"ქართველი მილიარდერი და "მეთოჯინე..." - რას წერს ბრიტანული Guardian-ი ბიძინა ივანიშვილზე?

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რი და "მე­თო­ჯი­ნე" ფსონს მოს­კოვ­ზე დებს",- ასე­თი სა­თა­უ­რი აქვს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის Guardian-ის დღე­ვან­დელ სტა­ტი­ას, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის" კა­ნო­ნის გამო არე­უ­ლო­ბას მოჰ­ყვა. ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის სტა­ტია ქარ­თვე­ლი ოლი­გარ­ქის ბი­ოგ­რა­ფი­ის ანა­ლი­ზით ცდი­ლობს და­ად­გი­ნოს, თუ რის გამო ცდი­ლობს ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი პარ­ტია ამ სა­კა­მა­თო კა­ნონპ­რო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბას.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ბოლო ათწლე­უ­ლი თა­ვი­სი შუ­შის ცი­ხე­სი­მაგ­რი­დან თბი­ლი­სის უძ­ვე­ლე­სი სა­ხუ­რა­ვე­ბის ყუ­რე­ბა­ში გა­ა­ტა­რა", - ასე იწყებს Guardian-ი თა­ვის ანა­ლიზს.

"2012-2013 წლებ­ში პრე­მი­ე­რის პოსტზე მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, იდუ­მა­ლი ოლი­გარ­ქი თა­ვის გავ­ლე­ნას უმე­ტეს­წი­ლად კუ­ლი­სე­ბი­დან ავ­რცე­ლებ­და, თუმ­ცა სულ ახ­ლა­ხან ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ჯა­როდ გა­მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა.

"ივა­ნიშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბულ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის" კა­ნო­ნის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე გა­მოჩ­ნდა. მისი გა­მოს­ვლა ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გან­წყო­ბე­ბი­თა და შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბით იყო გაჟ­ღენ­თი­ლი, რაც ხაზს უს­ვამს იმას, თუ რამ­დე­ნად და­ა­შო­რა ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ პა­ტა­რა კავ­კა­სი­უ­რი ქვე­ყა­ნა და­სავ­ლეთს", - წერს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა.

Guardian-ი ამის შემ­დეგ რუ­სე­თი­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კავ­შირს გა­ნი­ხი­ლავს:

"ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი უკვე დიდი ხა­ნია, რაც რუ­სეთ­ში 90-იან წლებ­ში გამ­დიდ­რე­ბულ ოლი­გარ­ქს მოს­კო­ვი­სად­მი ლო­ი­ა­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. იმ მოს­კო­ვის, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მბრძა­ნე­ბე­ლი იყო და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ას დღემ­დე თა­ვის უკა­ნა ეზოდ აღიქ­ვამს".

გა­მო­ცე­მას ივა­ნიშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან გარ­კვე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბიც აქვს მოყ­ვა­ნი­ლი, მა­გა­ლი­თად ის, თუ რო­გორ წა­ვი­და ის 80-იან წლებ­ში მოს­კოვ­ში სას­წავ­ლებ­ლად და რო­გორ და­ი­წყო კომ­პი­უ­ტე­რე­ბის ბიზ­ნე­სი რუ­სეთ­ში:

"მისი ქო­ნე­ბა 6 მი­ლი­არდ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს 2021 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­საც აღე­მა­ტე­ბა, თუმ­ცა მისი შე­მო­სავ­ლის მრა­ვა­ლი წყა­რო დღემ­დე ბუნ­დო­ვა­ნი რჩე­ბა."

"სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მან სო­ლო­ლაკ­ში სა­სახ­ლე აი­შე­ნა და ქვეყ­ნის მას­შტა­ბით უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა შე­ი­ძი­ნა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ანო­ნი­მუ­რად ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა, და­ა­არ­სა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და ამ­ტკი­ცებ­და, რომ იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი ყელ­ში ჰქონ­და ამო­სუ­ლი."

  • Guardian-ს ისიც აქვს აღ­ნიშ­ნუ­ლი, თუ რო­გორ აღაშ­ფო­თა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­რე­მოს დამ­ცვე­ლე­ბი, როცა თა­ვის დენ­დრო­ლო­გი­ურ პარკში ხე­ე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და­ი­წყო.

"ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის" კა­ნონპ­რო­ექ­ტი აღ­მოჩ­ნდა. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ეს კა­ნო­ნი კრემ­ლის­გა­ნაა ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის და ოპო­ზი­ცი­ის ხმე­ბის ჩა­სახ­შო­ბა­დაა გან­კუთ­ვნი­ლი.

გა­მო­ცე­მის სტა­ტი­ას თინა ხი­და­შელ­თან ინ­ტერ­ვიუ ახ­ლავს, რო­მელ­შიც ამ­ბობს, რომ ივა­ნიშ­ვილს "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის" მი­ღე­ბა ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე თა­ვი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად სურს.

Guardian-ი ანა­ლიზს პო­ლი­ტო­ლოგ კორ­ნე­ლი კა­კა­ჩი­ას შე­ფა­სე­ბით ას­რუ­ლებს, რომ­ლის თქმი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ვენ­დე­ტე­ბის გრძე­ლი ის­ტო­რია აქვს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახ­ლად მო­სუ­ლი მმარ­თვე­ლე­ბი, თა­ვის წი­ნა­მორ­ბე­დებს სჯი­ან, "რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ბი­ძი­ნას­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნა თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას ნიშ­ნავს", - დას­ძენს გა­მო­ცე­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ქართველი მილიარდერი და "მეთოჯინე..." - რას წერს ბრიტანული Guardian-ი ბიძინა ივანიშვილზე?

"ქართველი მილიარდერი და "მეთოჯინე..." - რას წერს ბრიტანული Guardian-ი ბიძინა ივანიშვილზე?

"ბიძინა ივანიშვილი - ქართველი მილიარდერი და "მეთოჯინე" ფსონს მოსკოვზე დებს",- ასეთი სათაური აქვს ბრიტანული გამოცემის Guardian-ის დღევანდელ სტატიას, რომელიც ქვეყანაში "უცხოური გავლენის" კანონის გამო არეულობას მოჰყვა. ბრიტანული გამოცემის სტატია ქართველი ოლიგარქის ბიოგრაფიის ანალიზით ცდილობს დაადგინოს, თუ რის გამო ცდილობს ივანიშვილი და მისი პარტია ამ საკამათო კანონპროექტის დამტკიცებას.

"ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ათწლეული თავისი შუშის ციხესიმაგრიდან თბილისის უძველესი სახურავების ყურებაში გაატარა", - ასე იწყებს Guardian-ი თავის ანალიზს.

"2012-2013 წლებში პრემიერის პოსტზე მუშაობის შემდეგ, იდუმალი ოლიგარქი თავის გავლენას უმეტესწილად კულისებიდან ავრცელებდა, თუმცა სულ ახლახან ივანიშვილმა საჯაროდ გამოსვლა გადაწყვიტა.

"ივანიშვილი მთავრობის ორგანიზებულ "უცხოური გავლენის" კანონის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა. მისი გამოსვლა ანტიდასავლური განწყობებითა და შეთქმულების თეორიებით იყო გაჟღენთილი, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად დააშორა ივანიშვილის ხელმძღვანელობამ პატარა კავკასიური ქვეყანა დასავლეთს", - წერს ბრიტანული გამოცემა.

Guardian-ი ამის შემდეგ რუსეთისა და ბიძინა ივანიშვილის კავშირს განიხილავს:

"ოპოზიციური პარტიები უკვე დიდი ხანია, რაც რუსეთში 90-იან წლებში გამდიდრებულ ოლიგარქს მოსკოვისადმი ლოიალობაში ადანაშაულებენ. იმ მოსკოვის, რომელიც საბჭოთა პერიოდში საქართველოს მბრძანებელი იყო და სამხრეთ კავკასიას დღემდე თავის უკანა ეზოდ აღიქვამს".

გამოცემას ივანიშვილის ბიოგრაფიიდან გარკვეული ეპიზოდებიც აქვს მოყვანილი, მაგალითად ის, თუ როგორ წავიდა ის 80-იან წლებში მოსკოვში სასწავლებლად და როგორ დაიწყო კომპიუტერების ბიზნესი რუსეთში:

"მისი ქონება 6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტსაც აღემატება, თუმცა მისი შემოსავლის მრავალი წყარო დღემდე ბუნდოვანი რჩება."

"საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან სოლოლაკში სასახლე აიშენა და ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონება შეიძინა. წლების განმავლობაში ანონიმურად ცხოვრების შემდეგ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, დააარსა პარტია "ქართული ოცნება" და ამტკიცებდა, რომ იმჟამინდელი ხელისუფლების ავტორიტარული მიდრეკილებები ყელში ჰქონდა ამოსული."

  • Guardian-ს ისიც აქვს აღნიშნული, თუ როგორ აღაშფოთა ივანიშვილმა გარემოს დამცველები, როცა თავის დენდროლოგიურ პარკში ხეების ტრანსპორტირება დაიწყო.

"ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართველების უმეტესობისთვის ყველაზე აღმაშფოთებელი "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი აღმოჩნდა. ქართველი ხალხისა და დასავლელი პოლიტიკოსების აზრით, ეს კანონი კრემლისგანაა ინსპირირებული და თავისუფალი მედიის და ოპოზიციის ხმების ჩასახშობადაა განკუთვნილი.

გამოცემის სტატიას თინა ხიდაშელთან ინტერვიუ ახლავს, რომელშიც ამბობს, რომ ივანიშვილს "რუსული კანონის" მიღება ოქტომბრის არჩევნებამდე თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად სურს.

Guardian-ი ანალიზს პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას შეფასებით ასრულებს, რომლის თქმითაც, საქართველოს პოლიტიკური ვენდეტების გრძელი ისტორია აქვს და ხელისუფლებაში ახლად მოსული მმართველები, თავის წინამორბედებს სჯიან, "რაც იმას ნიშნავს, რომ ბიძინასთვის ხელისუფლებაში დარჩენა თავის გადარჩენას ნიშნავს", - დასძენს გამოცემა.

იხილეთ ასევე:

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა