მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე შეთანხმდნენ რუსეთი და ჩინეთი?
რაზე შეთანხმდნენ რუსეთი და ჩინეთი?

უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სის მდგრა­დი მიგ­ვა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი ძი­რე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრა, - ამის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლია რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი პარტნი­ო­რო­ბის და სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის შე­სა­ხებ.

"მხა­რე­ე­ბი გა­მომ­დი­ნა­რე­ო­ბენ იქი­დან, რომ უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სის მდგრა­დი მოგ­ვა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი ძი­რე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრა და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­ნუ­ყოფ­ლო­ბის პრინ­ცი­პის დაც­ვა, უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში ყვე­ლა ქვეყ­ნის ლე­გი­ტი­მუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შეშ­ფო­თე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, “- ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

მხა­რე­ე­ბი ხაზს უს­ვა­მენ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ნა­ბი­ჯის შე­ჩე­რე­ბა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბას და ასე­ვე კონ­ფლიქ­ტის უკონ­ტრო­ლო ფა­ზა­ში გა­დას­ვლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა.

ამას­თან, რუ­სე­თი და ჩი­ნე­თი აცხა­დე­ბენ, რომ მათ შო­რის თავ­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც ორ­მხრივ სტრა­ტე­გი­ულ ნდო­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ეფექ­ტუ­რად აძ­ლი­ე­რებს უსაფრ­თხო­ე­ბას რე­გი­ონ­სა და მსოფ­ლი­ო­ში.

"მოს­კო­ვი და პე­კი­ნი კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვე­ბენ ნდო­ბას და ურ­თი­ერ­თო­ბას სამ­ხედ­რო სფე­რო­ში, გა­ა­ფარ­თო­ე­ბენ ერ­თობ­ლი­ვი წვრთნე­ბი­სა და საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის მას­შტა­ბებს, რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ ერ­თობ­ლივ სა­ზღვაო და სა­ჰა­ე­რო პატ­რუ­ლი­რე­ბას, მუდ­მი­ვად გაზ­რდი­ან გა­მოწ­ვე­ვებ­სა და საფრ­თხე­ებ­ზე ერ­თობ­ლი­ვი რე­ა­გი­რე­ბის პო­ტენ­ცი­ალ­სა და დო­ნეს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი პარტნი­ო­რო­ბის და სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის შე­სა­ხებ. გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სე­თი და ჩი­ნე­თი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის და მათი ქო­ნე­ბის, მათ შო­რის სუ­ვე­რე­ნუ­ლი რე­ზერ­ვე­ბის, იმუ­ნი­ტეტს ეხე­ბა. "მხა­რე­ე­ბი გმო­ბენ უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის აქ­ტი­ვე­ბი­სა და ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვებს და ხაზს უს­ვა­მენ ასე­თი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის უფ­ლე­ბას მი­ი­ღონ სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად“, - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ მოს­კო­ვი და პე­კი­ნი და­ი­ცა­ვენ თა­ვი­ანთ ლე­გი­ტი­მურ უფ­ლე­ბებ­სა და ინ­ტე­რე­სებს და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წე­ვენ თა­ვი­ან­თი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­ზღუდ­ვის მცდე­ლო­ბებს.

ავტორი:

რაზე შეთანხმდნენ რუსეთი და ჩინეთი?

რაზე შეთანხმდნენ რუსეთი და ჩინეთი?

უკრაინის კრიზისის მდგრადი მიგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა, - ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებაში ყოვლისმომცველი პარტნიორობის და სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების შესახებ.

"მხარეები გამომდინარეობენ იქიდან, რომ უკრაინის კრიზისის მდგრადი მოგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა და უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის დაცვა, უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნის ლეგიტიმური ინტერესებისა და შეშფოთების გათვალისწინებით, “- ნათქვამია დოკუმენტში.

მხარეები ხაზს უსვამენ, რომ აუცილებელია ნებისმიერი ნაბიჯის შეჩერება, რომელიც ხელს უწყობს საბრძოლო მოქმედებების გახანგრძლივებას და ასევე კონფლიქტის უკონტროლო ფაზაში გადასვლის თავიდან აცილება.

ამასთან, რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ მათ შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის თანმიმდევრული განვითარება, რომელიც ორმხრივ სტრატეგიულ ნდობაზეა დაფუძნებული, ეფექტურად აძლიერებს უსაფრთხოებას რეგიონსა და მსოფლიოში.

"მოსკოვი და პეკინი კიდევ უფრო გააღრმავებენ ნდობას და ურთიერთობას სამხედრო სფეროში, გააფართოებენ ერთობლივი წვრთნებისა და საბრძოლო მომზადების მასშტაბებს, რეგულარულად განახორციელებენ ერთობლივ საზღვაო და საჰაერო პატრულირებას, მუდმივად გაზრდიან გამოწვევებსა და საფრთხეებზე ერთობლივი რეაგირების პოტენციალსა და დონეს“, - აღნიშნულია რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებაში ყოვლისმომცველი პარტნიორობის და სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების შესახებ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი და ჩინეთი დარწმუნებულები არიან იმ საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის აუცილებლობაში, რომელიც სახელმწიფოების და მათი ქონების, მათ შორის სუვერენული რეზერვების, იმუნიტეტს ეხება. "მხარეები გმობენ უცხო სახელმწიფოების აქტივებისა და ქონების ჩამორთმევის ინიციატივებს და ხაზს უსვამენ ასეთი სახელმწიფოების უფლებას მიიღონ საპასუხო ზომები საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოსკოვი და პეკინი დაიცავენ თავიანთ ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს და წინააღმდეგობას გაუწევენ თავიანთი საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის შეზღუდვის მცდელობებს.