საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კილომეტრებზე გადაჭიმული ნაგვის გორები და ჰაერი, რომლის სუნთქვაც სულ უფრო ჭირს - რა ხდება მსოფლიოს ყველაზე ბინძურ ქალაქში (ფოტოები)
კილომეტრებზე გადაჭიმული ნაგვის გორები და ჰაერი, რომლის სუნთქვაც სულ უფრო ჭირს - რა ხდება  მსოფლიოს ყველაზე ბინძურ ქალაქში (ფოტოები)

ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ბინ­ძუ­რად მი­იჩ­ნე­ვა და სა­დაც რამ­დე­ნი­მე მეტ­რი­ა­ნი ნაგ­ვის გო­რე­ბი კი­ლო­მეტ­რებ­ზეა გა­და­ჭი­მუ­ლი, ინ­დო­ეთ­ში მდე­ბა­რე­ობს.

ინ­დო­ე­თის დე­და­ქა­ლაქ დე­ლი­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა, ჰა­ე­რის ხა­რის­ხმა უკვე სა­გან­გა­შო დო­ნეს მი­აღ­წია. მთელ ქა­ლაქს სქე­ლი ტოქ­სი­კუ­რი სმო­გი აკ­რავს და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის სუნი იგ­რძნო­ბა. პი­რო­ბე­ბი აქ იმ­დე­ნა­დაა გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი, რომ მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ჭუ­ჭყი­ან ჰა­ერს სუნ­თქა­ვენ, ახლა ფილ­ტვე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბის გამო სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კის ქვეშ არი­ან.

დე­ლის და­ბინ­ძუ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი ქა­ლა­ქის სამ სხვა­დას­ხვა უბან­ში მდე­ბა­რე ნა­გავ­საყ­რე­ლებს მი­უ­ძღვის, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად 10 000 ტო­ნა­ზე მეტი ნარ­ჩე­ნე­ბი ხვდე­ბა. ნაგ­ვის გო­რე­ბი კი იმ­სი­მაღ­ლეა, რომ მათი და­ნახ­ვა ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლე­ბი­და­ნაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სა­ტე­ლი­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ დე­ლის ნა­გავ­საყ­რე­ლებ­ზე მე­თა­ნის ემი­სი­ე­ბის უსაშ­ვე­ლოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ფიქ­სირ­დე­ბა. მე­თა­ნი ძლი­ე­რი სათ­ბუ­რის აი­რია, რო­მე­ლიც 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნახ­ში­რორ­ჟანგზე 82-ჯერ მეტ სით­ბოს იჭერს.

დე­ლი­ში ვი­თა­რე­ბა ზა­ფხუ­ლის თვე­ებ­ში კი­დევ უფრო მწვავ­დე­ბა. ინ­დო­ე­თის დე­და­ქა­ლა­ქის მცხუნ­ვა­რე სი­ცხე ნა­გავ­საყ­რე­ლებ­ზე ხან­ძრის გა­ჩე­ნას იწ­ვევს და აქა­უ­რო­ბა "დამ­წვარ ჯო­ჯო­ხე­თად" იქ­ცე­ვა ხოლ­მე, რაც ქა­ლა­ქის ისე­დაც და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის სუნ­თქვას კი­დევ უფრო გა­უ­საძ­ლისს ხდის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნა­გავ­საყ­რე­ლებ­თან მის­ვლა კა­ნო­ნი­თაა აკ­რძა­ლუ­ლი, დე­ლის ბევრ მა­ცხოვ­რე­ბელს, მათ შო­რის ბავ­შვებს, აქ ნა­პოვ­ნი ნარ­ჩე­ნე­ბით გა­აქვთ თავი. ისი­ნი ნა­გავ­საყ­რელ­ზე შეგ­რო­ვე­ბუ­ლი პლასტმა­სის, მი­ნის, მე­ტა­ლის ნივ­თებს აგ­რო­ვე­ბენ და ყი­დი­ან, რომ საკ­ვე­ბის ფული ჰქონ­დეთ.

ად­გი­ლობ­რი­ვი მა­მა­კა­ცის თქმით, აქ ხალ­ხი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო ნა­ად­რე­ვად იხო­ცე­ბა:

"ვი­ცით, რომ ამ ნა­გავ­საყ­რელ­ზე ვი­წამ­ლე­ბით, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ფერს აკე­თებს, ნა­გა­ვი კი იმა­ტებს."

  • ჰა­ე­რის ტოქ­სი­კუ­რო­ბის გამო შარ­შან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლიც კი გახ­და, რომ სკო­ლე­ბი და სას­წავ­ლებ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღით და­ე­კე­ტა.

ბოლო ვა­რა­უ­დით, დე­ლი­ში სი­ტუ­ა­ცია ისეა დამ­ძი­მე­ბუ­ლი, რომ ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლებს (და­ახლ. 33 მი­ლი­ო­ნი) და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის ჩა­სუნ­თქვის გამო სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა 11.9 წლით შე­უმ­ცირ­დე­ბათ.

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ავტორი:

კილომეტრებზე გადაჭიმული ნაგვის გორები და ჰაერი, რომლის სუნთქვაც სულ უფრო ჭირს - რა ხდება მსოფლიოს ყველაზე ბინძურ ქალაქში (ფოტოები)

კილომეტრებზე გადაჭიმული ნაგვის გორები და ჰაერი, რომლის სუნთქვაც სულ უფრო ჭირს - რა ხდება  მსოფლიოს ყველაზე ბინძურ ქალაქში (ფოტოები)

ქალაქი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ბინძურად მიიჩნევა და სადაც რამდენიმე მეტრიანი ნაგვის გორები კილომეტრებზეა გადაჭიმული, ინდოეთში მდებარეობს.

ინდოეთის დედაქალაქ დელიში, რომელიც ყველაზე დაბინძურებულად მიიჩნევა, ჰაერის ხარისხმა უკვე საგანგაშო დონეს მიაღწია. მთელ ქალაქს სქელი ტოქსიკური სმოგი აკრავს და კანალიზაციის სუნი იგრძნობა. პირობები აქ იმდენადაა გაუარესებული, რომ მაცხოვრებლები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე ჭუჭყიან ჰაერს სუნთქავენ, ახლა ფილტვების დაბინძურების გამო სხვადასხვა დაავადებების რისკის ქვეშ არიან.

დელის დაბინძურებაში ყველაზე დიდი წვლილი ქალაქის სამ სხვადასხვა უბანში მდებარე ნაგავსაყრელებს მიუძღვის, სადაც ყოველდღიურად 10 000 ტონაზე მეტი ნარჩენები ხვდება. ნაგვის გორები კი იმსიმაღლეა, რომ მათი დანახვა ქალაქის სხვადასხვა ადგილებიდანაც არის შესაძლებელი.

ბოლოდროინდელი სატელიტური მონაცემები აჩვენებს, რომ დელის ნაგავსაყრელებზე მეთანის ემისიების უსაშველოდ დიდი რაოდენობა ფიქსირდება. მეთანი ძლიერი სათბურის აირია, რომელიც 20 წლის განმავლობაში ნახშირორჟანგზე 82-ჯერ მეტ სითბოს იჭერს.

დელიში ვითარება ზაფხულის თვეებში კიდევ უფრო მწვავდება. ინდოეთის დედაქალაქის მცხუნვარე სიცხე ნაგავსაყრელებზე ხანძრის გაჩენას იწვევს და აქაურობა "დამწვარ ჯოჯოხეთად" იქცევა ხოლმე, რაც ქალაქის ისედაც დაბინძურებული ჰაერის სუნთქვას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის.

მიუხედავად იმისა, რომ ნაგავსაყრელებთან მისვლა კანონითაა აკრძალული, დელის ბევრ მაცხოვრებელს, მათ შორის ბავშვებს, აქ ნაპოვნი ნარჩენებით გააქვთ თავი. ისინი ნაგავსაყრელზე შეგროვებული პლასტმასის, მინის, მეტალის ნივთებს აგროვებენ და ყიდიან, რომ საკვების ფული ჰქონდეთ.

ადგილობრივი მამაკაცის თქმით, აქ ხალხი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნაადრევად იხოცება:

"ვიცით, რომ ამ ნაგავსაყრელზე ვიწამლებით, მაგრამ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ნაგავი კი იმატებს."

  • ჰაერის ტოქსიკურობის გამო შარშან ხელისუფლება იძულებულიც კი გახდა, რომ სკოლები და სასწავლებლები რამდენიმე დღით დაეკეტა.

ბოლო ვარაუდით, დელიში სიტუაცია ისეა დამძიმებული, რომ ქალაქის მაცხოვრებლებს (დაახლ. 33 მილიონი) დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვის გამო სიცოცხლის ხანგრძლივობა 11.9 წლით შეუმცირდებათ.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"