ბიჭი, რომელმაც "ავროპის მარშის" დროს ვახტან გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა აღმართა, მთამსვლელი გურამ ხუციშვილია.
ის ამბობს, რომ "გორგასალი გამარჯვების სიმბოლოა და ქართველი ხალხიც ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს".
"ჩვენ მთამსვლელები ვართ და რამდენიმე ადამიანს გვქონდა იდეა ასეთი (დროში აღმართვის) უბრალოდ, რაღაც წვიმის გამო ვყოყმანობდით, მაგრამ მაინც ჩვენ გავიმარჯვეთ და როგორც გავიმარჯვებთ, აი ისე დაიკიდა ეს დროშა აქ, თან გორგასალზე სიმბოლურია, ეს არის გამარჯვების მეფე და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში", - ამბობს გურამ ხუციშვილი.
ნახეთ ასევე: