საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილი მოსკოვთანაც ინარჩუნებს ურთიერთობას და ხალხს ევროკავშირშიც ჰპირდება მომავალს" - როგორ ეხმიანებიან უცხოური გამოცემები გუშინდელ საპროტესტო აქციას
"ბიძინა ივანიშვილი მოსკოვთანაც ინარჩუნებს ურთიერთობას და ხალხს ევროკავშირშიც ჰპირდება მომავალს" - როგორ ეხმიანებიან უცხოური გამოცემები გუშინდელ საპროტესტო აქციას

თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში გუ­შინ გა­მარ­თულ გრან­დი­ო­ზულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას უცხო­უ­რი მე­დია კვლავ აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს. მის შე­სა­ხებ ისე­თი წამ­ყვა­ნი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, რო­გო­რი­ცაა BBC, CNN, The Guardian, Sky News, France24 და სხვ.

" ქარ­თვე­ლი მო­მი­ტინ­გე­ე­ბი თავ­სხმა წვი­მა­ში თბი­ლი­სის ცენ­ტრში შე­იკ­რიბ­ნენ და სკან­დი­რებ­დნენ: " არა რუ­სულ კა­ნონს", "არა რუ­სულ დიქ­ტა­ტუ­რას". ისი­ნი ქა­ლა­ქის მო­ე­დან­ზე ქოლ­გე­ბის ზღვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შებს აფ­რი­ა­ლებ­დნენ",- წერს The Guardian.

გა­მო­ცე­მა 30 აპ­რი­ლის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დარ­ბე­ვა­ზეც წერს: "ევ­რო­კავ­შირ­მა, აშშ-მ და გა­ე­რომ ერ­თხმად აღ­ნიშ­ნეს, რომ კა­ნონპ­რო­ექტს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ. პო­ლი­ცი­ის მო­მი­ტინ­გე­ებ­ზე ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა გა­ე­როს ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის უფ­როს­მა, ვოლ­კერ თურ­ქმაც. პო­ლი­ცი­ამ 30 აპ­რილს ხალ­ხის და­სარ­ბე­ვად ცრემლსა­დე­ნი გაზი, წყლის ჭავ­ლი და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა. მათ ასე­ვე სცე­მეს და და­ა­კა­ვეს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი."- წერს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა.

"სა­ქარ­თვე­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას, მაგ­რამ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ქვეყ­ნის რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მოს­კოვ­თა­ნაც ინარ­ჩუ­ნებს ურ­თი­ერ­თო­ბას და ხალ­ხს ევ­რო­კავ­ში­რის შიგ­ნი­თაც ჰპირ­დე­ბა მო­მა­ვალს",- წერს Guardian-ი.

CNN-ს თეთ­რი სახ­ლის მრჩევ­ლის, ჯეიკ სა­ლი­ვა­ნის მო­საზ­რე­ბას აფიქ­სი­რებს: "სა­ლი­ვან­მა ივა­რა­უ­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" შეგ­ნე­ბუ­ლად ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლეთ­თან ჩა­მო­შო­რე­ბას, მა­ში­ნაც კი, როცა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტოს ალი­ანსს უჭერს მხარს."

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ბოლო რი­ტო­რი­კა, შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ევ­რო­პის­გან მათ იზო­ლი­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად",- წერ­და სა­ლი­ვა­ნი მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

თეთ­რი სახ­ლის მრჩე­ველ­მა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, დღე­საც გა­მო­აქ­ვეყ­ნა X-ზე პოს­ტი და გუ­შინ­დელ აქ­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა: " ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თა­ვი­ანთ შე­ხე­დუ­ლე­ბებს ღიად გა­მოთ­ქვამს. და­ში­ნე­ბის ტაქ­ტი­კა მათ­ზე არ მოქ­მე­დებს, ათი­ა­თა­სო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე დღეს თბი­ლის­ში წვი­მი­ან ამინ­დში გა­მო­ვი­და და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გაწ­ვე­ვა მოს­თხო­ვა",- წერს სა­ლი­ვა­ნი.

Sky News-მა კი ასე შე­ა­ფა­სა გუ­შინ­დე­ლი ღამე: "სა­ღა­მომ მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ი­ა­რა, გან­სხვა­ვე­ბით სხვა ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის­გან, როცა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მელ­ში გა­დაც­მულ­მა მა­მა­კა­ცებ­მა დე­მონ­სტრან­ტე­ბი სცე­მეს. სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის აქ­ტი­ვის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი თავ­დამ­სხმე­ლე­ბის სა­მიზ­ნე­ე­ბი გახ­დნენ, რომ­ლე­ბიც მათ თა­ვი­ანთ სახ­ლებ­თან უსაფ­რდე­ბოდ­ნენ, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­სა­ში­ნებ­ლად."

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კობა
1

თავისუფლებაზე და სუვერენიტეტზე საამური არაფერია. ეს კანონიც იმ ხალხის საწინააღმდეგოა ვინც ამას უშლის ხელს. საქართველო ღირსეული ქვეყანაა და ღვთისმშობელი დედა სამშვიდობოს გადაიყვანს!

რომან აჯიაშვილი
1

კომენტარის გაკეთება ყველგან დაბლოკილია და მიხდება აქ დავაკომენტარო: პირდაპირ ეთერში ჩანდა, რომ გრიგორიადისი კიდევ ერთ მისნაირთან ერთად მომარჯვებული მეტალის ლომიკებით არღვევდა პარლამენტის კარის დამცავ რკინის ჯებირს, საიდანაც მოცდა კიდევაც პარლამენტში შეჭრა! ანუ სახეზეა სახელმწიფო ობიექტზე ძალადობრივი შეჭრა (ან ამაში დახმარება)

ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილი მოსკოვთანაც ინარჩუნებს ურთიერთობას და ხალხს ევროკავშირშიც ჰპირდება მომავალს" - როგორ ეხმიანებიან უცხოური გამოცემები გუშინდელ საპროტესტო აქციას

"ბიძინა ივანიშვილი მოსკოვთანაც ინარჩუნებს ურთიერთობას და ხალხს ევროკავშირშიც ჰპირდება მომავალს" - როგორ ეხმიანებიან უცხოური გამოცემები გუშინდელ საპროტესტო აქციას

თბილისის ქუჩებში გუშინ გამართულ გრანდიოზულ საპროტესტო აქციას უცხოური მედია კვლავ აქტიურად აშუქებს. მის შესახებ ისეთი წამყვანი გამოცემები წერენ, როგორიცაა BBC, CNN, The Guardian, Sky News, France24 და სხვ.

" ქართველი მომიტინგეები თავსხმა წვიმაში თბილისის ცენტრში შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ: " არა რუსულ კანონს", "არა რუსულ დიქტატურას". ისინი ქალაქის მოედანზე ქოლგების ზღვაში საქართველოს და ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ",- წერს The Guardian.

გამოცემა 30 აპრილის საპროტესტო აქციის დარბევაზეც წერს: "ევროკავშირმა, აშშ-მ და გაერომ ერთხმად აღნიშნეს, რომ კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდნენ. პოლიციის მომიტინგეებზე ძალადობის შემდეგ შეშფოთება გამოხატა გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის უფროსმა, ვოლკერ თურქმაც. პოლიციამ 30 აპრილს ხალხის დასარბევად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მათ ასევე სცემეს და დააკავეს უამრავი ადამიანი."- წერს ბრიტანული გამოცემა.

"საქართველო წლების განმავლობაში ცდილობდა დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ქვეყნის რუსეთთან დაახლოებაში ადანაშაულებენ. პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოსკოვთანაც ინარჩუნებს ურთიერთობას და ხალხს ევროკავშირის შიგნითაც ჰპირდება მომავალს",- წერს Guardian-ი.

CNN-ს თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის მოსაზრებას აფიქსირებს: "სალივანმა ივარაუდა, რომ "ქართული ოცნება" შეგნებულად ცდილობს საქართველოს დასავლეთთან ჩამოშორებას, მაშინაც კი, როცა ქართველი ხალხი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოს ალიანსს უჭერს მხარს."

"ქართული ოცნების" ბოლო რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ქართველი ხალხის მისწრაფებებს ეწინააღმდეგება და შეერთებული შტატებისა და ევროპისგან მათ იზოლირებას ისახავს მიზნად",- წერდა სალივანი მიმდინარე მოვლენების შესახებ.

თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, დღესაც გამოაქვეყნა X-ზე პოსტი და გუშინდელ აქციას გამოეხმაურა: " ქართველი ხალხი თავიანთ შეხედულებებს ღიად გამოთქვამს. დაშინების ტაქტიკა მათზე არ მოქმედებს, ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე დღეს თბილისში წვიმიან ამინდში გამოვიდა და "ქართულ ოცნებას" კანონმდებლობის გაწვევა მოსთხოვა",- წერს სალივანი.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">The Georgian people are making their views known. Undeterred by intimidation tactics, tens of thousands of peaceful protestors turned out in rainy Tbilisi today to demand Georgian Dream withdraw the legislation.</p>&mdash; Jake Sullivan (@JakeSullivan46) <a href="https://twitter.com/JakeSullivan46/status/1789454211245072765?ref_src=twsrc%5Etfw">May 12, 2024</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

Sky News-მა კი ასე შეაფასა გუშინდელი ღამე: "საღამომ მშვიდობიანად ჩაიარა, განსხვავებით სხვა ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციებისგან, როცა პოლიციელებმა და სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულმა მამაკაცებმა დემონსტრანტები სცემეს. სამოქალაქო უფლებების აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი თავდამსხმელების სამიზნეები გახდნენ, რომლებიც მათ თავიანთ სახლებთან უსაფრდებოდნენ, სავარაუდოდ, დასაშინებლად."

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

ასევე იხილეთ:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"