საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისი ევროპის დედაქალაქია!" - რა ხდებოდა ბოლო რამდენიმე საათი დედაქალაქში: ფოტოებში ასახული მასშტაბური პროტესტი, მთავარი მესიჯები აქციიდან და გეგმა
"თბილისი ევროპის დედაქალაქია!" - რა ხდებოდა ბოლო რამდენიმე საათი დედაქალაქში: ფოტოებში ასახული მასშტაბური პროტესტი, მთავარი მესიჯები აქციიდან და გეგმა
  • ფო­ტო­ე­ბი: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი, ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცია დას­რულ­და. პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ტე­რი­ტო­რი­ას ტო­ვე­ბენ.

მა­ნამ­დე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სცე­ნი­დან არა­ერ­თხელ მო­უ­წო­დეს, რომ ხვალ 22:00 სა­ათ­ზე პარ­ლა­მენ­ტთან მი­ვიდ­ნენ და მი­მარ­თეს სი­ტყვე­ბით: „ერ­თად გა­ვუ­თე­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს“.

მათ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მო­უ­წო­დეს, ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ემ­ზა­დონ. კერ­ძოდ კი, თან იქო­ნი­ონ საწ­ვიმ­რე­ბი, ტე­ლე­ფო­ნის დამ­ტე­ნე­ბი, წყა­ლი და ყვე­ლა ის ატ­რი­ბუ­ტი, რაც მათ ღა­მის გა­თე­ვის დროს დას­ჭირ­დე­ბათ.

ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლე­ბი და კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა.

რატი ამაღ­ლო­ბე­ლი: “გა­გი­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლო! დღეს სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან და­იძ­რა, მტკვარს, სა­მას არაგ­ველს გა­მო­უყ­ვა, მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ჩვე­ნი მოძ­რა­ო­ბა 9 აპ­რილს და­ი­წყო. ახ­ლაც, პირ­ვე­ლი მარ­ში 9 აპ­რილს იყო. ჩვენ 26 მა­ისს უნდა გა­ვი­მარ­ჯვოთ და ეს დღე ერ­თად უნდა ვი­ზე­ი­მოთ. გა­უ­მარ­ჯოს ჩვენს გზას 9 აპ­რი­ლი­დან 26 მა­ი­სამ­დე. გა­მო­ვი­ა­რეთ რუს­თა­ვე­ლი, მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის გულ­ში მო­ვე­დით. ჩვე­ნი გული ფეთ­ქავს! ჩვენ ჩვე­ნი გუ­ლე­ბი­დან გა­ვათ­ბეთ და ავან­თეთ სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ელ­ვა­რე და ჩა­უქ­რო­ბი ვარ­სკვლა­ვი ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა­ზე. ადა­მი­ა­ნე­ბო, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით იც­ნობთ, ერ­თმა­ნეთს ხე­ლე­ბი მო­კი­დებთ და მაღ­ლა აწი­ეთ. ეს არის სა­ქარ­თვე­ლო - თა­ვი­სუ­ფა­ლი, ლაღი, მოძ­რა­ვი, შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი! ჩვენ ხვალ ერ­თად უნდა გა­ვუ­თე­ნოთ ამ ქვე­ყა­ნას. ამ­დე­ნი და კი­დევ მეტი უნდა ვი­ყოთ ხვალ. და­ვე­ნა­ხოთ მსოფ­ლი­ოს!”.

ლაშა ბუ­ღა­ძე: "ეს დღე­ე­ბი, დღე­ვან­დე­ლი დღეც, ხვა­ლინ­დე­ლი და შემ­დგო­მი დღე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის­თვის არის გა­დამ­წყვე­ტი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. დღეს აქ ვართ ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე, ზე­ვი­დან დაგ­ვცქე­რის ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლი, აქ ჰყავ­დათ ჩვე­ნი წმინ­და პატ­რი­არ­ქი ამ­ბრო­სი ხე­ლა­ია და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი “ბოლ­შე­ვი­კებს”. სა­ქარ­თვე­ლოს ბედი გა­და­წყვე­ტი­ლია, ის იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი! ამი­ტომ, მე­გობ­რე­ბო, დღე­ვან­დე­ლი ზე­ი­მი გუ­ლის­ხმობს ჩვენს პო­ლი­ტი­კურ მო­ბი­ლი­ზე­ბა­საც. ხვალ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე. ზეგ, ორ­შა­ბათს, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” ივა­ნიშ­ვი­ლის მა­რი­ო­ნე­ტებ­მა და­ნიშ­ნეს სა­კო­მი­ტე­ტო სხდო­მა 09:00 სა­ათ­ზე. ჩვენ უნდა ჩავ­ხე­დოთ ამ 83 დე­პუ­ტატს თვა­ლებ­ში! არ უნდა მი­ი­ღონ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი, ამი­ტომ ბევ­რი უნდა ვი­ყოთ. ხვალ სა­ღა­მოს, 22:00 სა­ა­თი­დან შე­ვიკ­რი­ბოთ ეროვ­ნულ და წმინ­და, ან­ტი­რუ­სულ ად­გილ­ზე პარ­ლა­მენ­ტის წინ! გა­ვა­თე­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის! რაც ბევ­რი ვიქ­ნე­ბით და არ და­ვიღ­ლე­ბით, უფრო მალე გა­ი­ტა­ნენ უკან რუ­სულ კა­ნონს. მთე­ლი მსოფ­ლიო, ცი­ვი­ლი­ზა­ცია ჩვენ შე­მოგ­ვცქე­რის. თბი­ლი­სია ევ­რო­პის დე­და­ქა­ლა­ქია”.

მკვლე­ვა­რი გია ჯა­ფა­რი­ძე: "სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს იმ სივ­რცის ნა­წი­ლი, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს არ სცე­მენ, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ტე­რო­რით, ჩვენ უნდა გავ­ხდეთ ამ სივ­რცის ნა­წი­ლი. ჩვენ ვიქ­ნე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი ევ­რო­პის თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ან ჩვენ ვიქ­ნე­ბით იმ სა­ხელ­მწი­ფო­ში, სა­დაც ასე­თი სა­ხით, ასე­თი ია­რე­ბით ივ­ლი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი. ჩვენ ვდგა­ვართ გზა­გა­სა­ყარ­ზე - არ­ჩე­ვა­ნი არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, ან ჩვენ ვი­ნარ­ჩუ­ნებთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ან ჩვენ ვკარ­გავთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ახლა, რო­დე­საც ჩვენ აქ ვართ შეკ­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი არის, ან ნა­ცე­მი, ან და­კა­ვე­ბუ­ლი, ჩვენ უნდა გა­ვა­გო­ნოთ ჩვე­ნი ხმა მათ, კი­დევ ერთხელ უნდა მოვ­თხო­ვოთ რუ­სე­თის მა­რი­ო­ნეტ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­მო­უშ­ვან და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი. გა­მო­უშ­ვით! ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი სა­უ­ბა­რი და ყვი­რი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა, ამი­ტომ კი­დევ ერთხელ, ხალ­ხო, ხვალ ყვე­ლა უკ­ლებ­ლივ, ვინც დღეს აქ ვართ, ვკი­დებთ ხელს მი­ნი­მუმ ერთ ადა­მი­ანს და ვუ­თე­ნებთ სა­ქარ­თვე­ლოს, ვუ­თე­ნებთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ვუ­თე­ნებთ ჩვენს შვი­ლებს, ვუ­თე­ნებთ ჩვენს სტუ­დენ­ტებს, ვუ­თე­ნებთ ჩვენს მო­მა­ვალს, ვუ­თე­ნებთ ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და გია ჯა­ფა­რი­ძემ.

ფოტო: Ezz Gaber

„უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცია ხვალ უნდა გა­ნახ­ლდეს. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ხვალ, პარ­ლა­მენ­ტთან ღა­მის გა­თე­ნე­ბა და­ა­ა­ნონ­სეს, რათა 13 მა­ისს, დე­პუ­ტა­ტებს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლი­სა და იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­ზე კა­ნონპ­რო­ექ­ტის მე­სა­მე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მის­ცენ.

ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი: რა ხდე­ბო­და მსვლე­ლო­ბი­სას, სა­ნამ აქ­ტი­ვის­ტე­ბი "ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე" მი­ვი­დოდ­ნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თბილისი ევროპის დედაქალაქია!" - რა ხდებოდა ბოლო რამდენიმე საათი დედაქალაქში: ფოტოებში ასახული მასშტაბური პროტესტი, მთავარი მესიჯები აქციიდან და გეგმა

"თბილისი ევროპის დედაქალაქია!" - რა ხდებოდა ბოლო რამდენიმე საათი დედაქალაქში: ფოტოებში ასახული მასშტაბური პროტესტი, მთავარი მესიჯები აქციიდან და გეგმა
  • ფოტოები: გიორგი ჟამერაშვილი და გიორგი ნიკოლიშვილი, ინტერპრესნიუსი

ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა. პროტესტის მონაწილეები ტერიტორიას ტოვებენ.

მანამდე ორგანიზატორებმა შეკრებილ საზოგადოებას სცენიდან არაერთხელ მოუწოდეს, რომ ხვალ 22:00 საათზე პარლამენტთან მივიდნენ და მიმართეს სიტყვებით: „ერთად გავუთენოთ საქართველოს“.

მათ აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, ხვალინდელი დღისთვის განსაკუთრებულად მოემზადონ. კერძოდ კი, თან იქონიონ საწვიმრები, ტელეფონის დამტენები, წყალი და ყველა ის ატრიბუტი, რაც მათ ღამის გათევის დროს დასჭირდებათ.

ევროპის მოედანზე სიტყვით გამოსვლები და კონცერტი გაიმართა.

რატი ამაღლობელი: “გაგიმარჯოს საქართველო! დღეს საქართველო ყველა მიმართულებიდან დაიძრა, მტკვარს, სამას არაგველს გამოუყვა, მარცხენა და მარჯვენა გააერთიანა. ჩვენი მოძრაობა 9 აპრილს დაიწყო. ახლაც, პირველი მარში 9 აპრილს იყო. ჩვენ 26 მაისს უნდა გავიმარჯვოთ და ეს დღე ერთად უნდა ვიზეიმოთ. გაუმარჯოს ჩვენს გზას 9 აპრილიდან 26 მაისამდე. გამოვიარეთ რუსთაველი, მარჯვენა და მარცხენა სანაპირო და საქართველოს ისტორიის გულში მოვედით. ჩვენი გული ფეთქავს! ჩვენ ჩვენი გულებიდან გავათბეთ და ავანთეთ საქართველო, როგორც ელვარე და ჩაუქრობი ვარსკვლავი ევროკავშირის დროშაზე. ადამიანებო, რომლებიც ერთმანეთს საქართველოს სიყვარულით იცნობთ, ერთმანეთს ხელები მოკიდებთ და მაღლა აწიეთ. ეს არის საქართველო - თავისუფალი, ლაღი, მოძრავი, შეუჩერებელი! ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას. ამდენი და კიდევ მეტი უნდა ვიყოთ ხვალ. დავენახოთ მსოფლიოს!”.

ლაშა ბუღაძე: "ეს დღეები, დღევანდელი დღეც, ხვალინდელი და შემდგომი დღეები საქართველოს ისტორიისთვის არის გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი. დღეს აქ ვართ ევროპის მოედანზე, ზევიდან დაგვცქერის ვახტანგ გორგასალი, აქ ჰყავდათ ჩვენი წმინდა პატრიარქი ამბროსი ხელაია დაპატიმრებული “ბოლშევიკებს”. საქართველოს ბედი გადაწყვეტილია, ის იქნება დამოუკიდებელი და ევროკავშირის წევრი! ამიტომ, მეგობრებო, დღევანდელი ზეიმი გულისხმობს ჩვენს პოლიტიკურ მობილიზებასაც. ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე. ზეგ, ორშაბათს, “ქართულმა ოცნებამ” ივანიშვილის მარიონეტებმა დანიშნეს საკომიტეტო სხდომა 09:00 საათზე. ჩვენ უნდა ჩავხედოთ ამ 83 დეპუტატს თვალებში! არ უნდა მიიღონ რუსული კანონი, ამიტომ ბევრი უნდა ვიყოთ. ხვალ საღამოს, 22:00 საათიდან შევიკრიბოთ ეროვნულ და წმინდა, ანტირუსულ ადგილზე პარლამენტის წინ! გავათენოთ საქართველოსთვის! რაც ბევრი ვიქნებით და არ დავიღლებით, უფრო მალე გაიტანენ უკან რუსულ კანონს. მთელი მსოფლიო, ცივილიზაცია ჩვენ შემოგვცქერის. თბილისია ევროპის დედაქალაქია”.

მკვლევარი გია ჯაფარიძე: "საქართველო უნდა გახდეს იმ სივრცის ნაწილი, სადაც ადამიანებს არ სცემენ, სადაც სახელმწიფო არ არის დაკავებული საკუთარი მოქალაქეების ტერორით, ჩვენ უნდა გავხდეთ ამ სივრცის ნაწილი. ჩვენ ვიქნებით თავისუფალი ევროპის თავისუფალი მოქალაქეები, ან ჩვენ ვიქნებით იმ სახელმწიფოში, სადაც ასეთი სახით, ასეთი იარებით ივლიან ადამიანები. ჩვენ ვდგავართ გზაგასაყარზე - არჩევანი არის ძალიან მარტივი, ან ჩვენ ვინარჩუნებთ თავისუფლებას, ან ჩვენ ვკარგავთ თავისუფლებას. ახლა, როდესაც ჩვენ აქ ვართ შეკრებული საქართველოს თავისუფლების დასაცავად, უამრავი ადამიანი არის, ან ნაცემი, ან დაკავებული, ჩვენ უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა მათ, კიდევ ერთხელ უნდა მოვთხოვოთ რუსეთის მარიონეტ ხელისუფლებას, გამოუშვან დაკავებული პოლიტიკური პატიმრები. გამოუშვით! ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი საუბარი და ყვირილი არ შეიძლება, ამიტომ კიდევ ერთხელ, ხალხო, ხვალ ყველა უკლებლივ, ვინც დღეს აქ ვართ, ვკიდებთ ხელს მინიმუმ ერთ ადამიანს და ვუთენებთ საქართველოს, ვუთენებთ თავისუფლებას, ვუთენებთ ჩვენს შვილებს, ვუთენებთ ჩვენს სტუდენტებს, ვუთენებთ ჩვენს მომავალს, ვუთენებთ ჩვენს თავისუფლებას“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ფოტო: Ezz Gaber

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ხვალ უნდა განახლდეს. ორგანიზატორებმა ხვალ, პარლამენტთან ღამის გათენება დააანონსეს, რათა 13 მაისს, დეპუტატებს პარლამენტში შესვლისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის შესაძლებლობა არ მისცენ.

ნახეთ ფოტოები: რა ხდებოდა მსვლელობისას, სანამ აქტივისტები "ევროპის მოედანზე" მივიდოდნენ