Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს" - რა ხდება ახლა "ევროპის მოედანზე", სადაც მასშტაბური მსვლელობის მონაწილეები შეიკრიბნენ (ფოტოები)
"თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს" - რა ხდება ახლა "ევროპის მოედანზე", სადაც მასშტაბური მსვლელობის მონაწილეები შეიკრიბნენ (ფოტოები)
  • მთა­ვა­რი ფოტო: Ezz Gaber
  • შიდა ფო­ტო­ე­ბი: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი, ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

დე­და­ქა­ლა­ქის სამი ლო­კა­ცი­ი­დან დაძ­რუ­ლი „ევ­რო­პის მარ­შის“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე მი­ვიდ­ნენ, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცია და­ი­წყო.

მსვლე­ლო­ბით მი­სულ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე მყო­ფე­ბი ტა­შით შეხ­ვდნენ. გაჟ­ღერ­და სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი. შეკ­რე­ბი­ლებს ხელ­ში უჭი­რავთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბი, ასე­ვე გაშ­ლი­ლი აქვთ ბა­ნე­რე­ბი წარ­წე­რე­ბით: "ძალა ერ­თო­ბა­შია, ძალა ევ­რო­პა­შია“; კი ევ­რო­პას, არა რუ­სულ კა­ნონს“, "ბრძო­ლის ყი­ჟი­ნა მოგ­ვეს­მა“.

ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე სცე­ნაა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, სა­დაც მალე სი­ტყვით გა­მოს­ვლე­ბი და­ი­წყე­ბა.

"ჩვენ ვერ­თი­ან­დე­ბით კი­დევ უფრო მე­ტად. მიყ­ვარ­ხართ. თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს" - მი­მარ­თა იქ შეკ­რე­ბი­ლებს ნიაზ დი­ა­სა­მი­ძემ.

აქ­ცი­ის მთა­ვარ ლო­კა­ცი­ამ­დე პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მარ­ში მო­ა­წყვეს მეტ­რო­სად­გურ „300 არაგ­ვე­ლის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ედ­ნი­დან, სა­დაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მა­ნამ­დე, ასე­ვე მარ­შით შე­უ­ერ­თდნენ „ექ­სპო ჯორ­ჯი­ას­თან“ შეკ­რე­ბი­ლე­ბი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მარ­შის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ი­დან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­ზე შე­ერ­თდნენ და მსვლე­ლო­ბით გა­ე­მარ­თნენ ევ­რო­პის მო­ედ­ნამ­დე. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­თან რამ­დე­ნი­მე წუ­თით შე­ჩერ­დნენ, რა დრო­საც სკან­დი­რებ­დნენ - „რუ­სე­ბო!“, „მო­ნე­ბო!“.

მსვლე­ლო­ბი­სას თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა ქუ­ჩა­ზე, ასე­ვე მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ებ­ზე გა­და­კე­ტი­ლი იყო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა.

ნა­ხეთ ვი­დეო - გა­და­ჭე­დი­ლია მტკვრის ორი­ვე სა­ნა­პი­რო: მას­შტა­ბუ­რი მსვლე­ლო­ბა "ევ­რო­პის მარ­შის­კენ"

00:00 / 00:00
ავტორი:

"თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს" - რა ხდება ახლა "ევროპის მოედანზე", სადაც მასშტაბური მსვლელობის მონაწილეები შეიკრიბნენ (ფოტოები)

"თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს" - რა ხდება ახლა "ევროპის მოედანზე", სადაც მასშტაბური მსვლელობის მონაწილეები შეიკრიბნენ (ფოტოები)
  • მთავარი ფოტო: Ezz Gaber
  • შიდა ფოტოები: გიორგი ჟამერაშვილი და გიორგი ნიკოლიშვილი, ინტერპრესნიუსი

დედაქალაქის სამი ლოკაციიდან დაძრული „ევროპის მარშის“ მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ, სადაც რამდენიმე წუთის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო.

მსვლელობით მისულ აქციის მონაწილეებს ევროპის მოედანზე მყოფები ტაშით შეხვდნენ. გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი. შეკრებილებს ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე გაშლილი აქვთ ბანერები წარწერებით: "ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“; კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, "ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა“.

ევროპის მოედანზე სცენაა დამონტაჟებული, სადაც მალე სიტყვით გამოსვლები დაიწყება.

"ჩვენ ვერთიანდებით კიდევ უფრო მეტად. მიყვარხართ. თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს" - მიმართა იქ შეკრებილებს ნიაზ დიასამიძემ.

აქციის მთავარ ლოკაციამდე პროტესტის მონაწილეებმა მარში მოაწყვეს მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, რესპუბლიკის მოედნიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან, სადაც აქციის მონაწილეებს მანამდე, ასევე მარშით შეუერთდნენ „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილები.

მოგვიანებით, მარშის მონაწილეები, სხვადასხვა ლოკაციიდან ბარათაშვილის ხიდზე შეერთდნენ და მსვლელობით გაემართნენ ევროპის მოედნამდე. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან რამდენიმე წუთით შეჩერდნენ, რა დროსაც სკანდირებდნენ - „რუსებო!“, „მონებო!“.

მსვლელობისას თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, ასევე მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე გადაკეტილი იყო საავტომობილო მოძრაობა.

ნახეთ ვიდეო - გადაჭედილია მტკვრის ორივე სანაპირო: მასშტაბური მსვლელობა "ევროპის მარშისკენ"