საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბავი იყო ასე: ლეონიძეზე ავდიოდი და წინ მომადგა მათი ავტობუსი... მიხვდნენ რომ არ გავიწეოდი, მაგრამ ოცმეთაურს გამჩენი არ ასვენებდა" - რას წერს მოქალაქე ინციდენტზე?
"ამბავი იყო ასე: ლეონიძეზე ავდიოდი და წინ მომადგა მათი ავტობუსი... მიხვდნენ რომ არ გავიწეოდი, მაგრამ ოცმეთაურს გამჩენი არ ასვენებდა" - რას წერს მოქალაქე ინციდენტზე?

წუ­ხელ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი, სა­დაც ჩან­და რო­გორ უს­წორ­დე­ბოდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მან­ქა­ნა­ში მო­ქა­ლა­ქეს. მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა კაცი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი წე­რენ, რომ ახალ­გაზ­რდამ სპეც­რაზ­მის ავ­ტო­ბუსს, რო­მე­ლიც ე.წ. "პრო­წივ­ზე" მო­დი­ო­და, გზა არ და­უთ­მო, რა­საც ინ­ცი­დენ­ტი მოჰ­ყვა. ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც კად­რებ­ზეა ასა­ხუ­ლი, ირაკ­ლი წიგ­ნა­ძეა.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, მო­ქა­ლა­ქე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ სტა­ტუსს წერს და ღა­მით მომ­ხდარს დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს. მისი თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბი­დან ერთ-ერ­თმა შე­ა­გი­ნა, რა­საც სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია და შემ­დგომ კონ­ფლიქ­ტი მოყ­ვა.

ირაკ­ლი წიგ­ნა­ძე:

- მე­გობ­რე­ბო კარ­გად ვარ, სა­ში­ში არა­ფე­რი არ მჭირს იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის­გან ისე­თი მა­გა­რი თა­ნად­გო­მა მი­ვი­ღე, რომ ამ რე­ა­ლო­ბი­და­ნაც 100% ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. მარ­თლა!

ამ­ბა­ვი იყო ასე: ლე­ო­ნი­ძე­ზე ავ­დი­ო­დი და წინ მო­მად­გა მათი ავ­ტო­ბუ­სი. მე გავ­ჩერ­დი რომ გა­ევ­ლოთ. ყო­ველ­გვა­რი გა­წევ-გა­მო­წე­ვის გა­რე­შე თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლოთ გავ­ლა გვერ­დი­დან, მაგ­რამ აი­ჩე­მეს შენ გა­ი­წი­ეო. ანუ მე უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი „ზად­ნით,“ იმი­ტომ რომ ამათ გვერ­დი­დან მოვ­ლა არ უნ­დო­დათ. ხან ერთი მო­ვარ­და, ხან მე­ო­რე, მე ძა­ლი­ან წყნა­რად და მშვი­დად ვე­უბ­ნე­ბო­დი რომ შე­ეძ­ლოთ გა­ევ­ლოთ გვერ­დი­დან.

ბო­ლოს ალ­ბათ მიხ­ვდნენ რომ სრულ სი­დე­ბი­ლეს ჩა­ლი­ჩობ­დნენ და რომ მე არ გა­ვი­წე­ო­დი, ამი­ტომ და­ა­პი­რეს მოვ­ლა, მაგ­რამ ამ ოც­მე­თა­ურს გამ­ჩე­ნი არ ას­ვე­ნებ­და მა­ინც ალ­ბათ - ჩემ­კენ გა­მო­იშ­ვი­რა ხელი და თა­ვის „პა­ძელ­ნიკს“ ეუბ­ნე­ბა "ეს დე­და­მო...ი თუ არ გა­ი­წე­ვა რა ვქნათ გა­ვი­დეთ ჩვე­ნო". დი­დად არ გავ­ბრა­ზე­ბულ­ვარ მაგ კა­ცუ­ნას გი­ნე­ბა­ზე მარ­თა­ლი რომ ვთქვა, უბ­რა­ლოდ არ მინ­და ეგო­ნოთ მა­გა­თი მუს­კუ­ლე­ბის და ნიღ­ბე­ბის ვინ­მეს ეში­ნია, ამი­ტომ მეც შე­ვა­გი­ნე.

ეგ იყო და გად­მოხ­ტა მთე­ლი ჯგრო და და­მი­წყეს რტყმა. არც ხელი შე­მიბ­რუ­ნე­ბია და მე მგო­ნი, მეტი აღარც შე­მი­გი­ნე­ბია, მე­ცი­ნე­ბო­და ისე­თი სა­ხე­ე­ბით და ისე­თი შე­მარ­თე­ბით იბ­რძოდ­ნენ ერთი ავ­ტო­ბუ­სი გან­რის­ხე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ერთი ბი­ჭის და ორი გო­გოს წი­ნა­აღ­მდეგ და ას­ჯერ რომ მცე­მეს მერე ავ­ტო­ბუს­თან რომ დავ­დე­ქი, კი­დევ ერ­თმა­ნეთს ახ­ტე­ბოდ­ნენ ვინ უფრო მაგ­რად მა­გი­ნებ­და შიგ­ნი­დან. მა­გა­ზე დავ­ცი­ნი ვი­დე­ო­ში.

ოღონდ სა­ერ­თოდ არ ვარ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ამათ­ზე, თვი­თონ არ იცი­ან სად არი­ან და რას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან და ჰგო­ნი­ათ რომ კა­ცო­ბენ რა­ღა­ცას. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ის ვინც ესე­ნი აუშ­ვა. ვერც რუ­სე­თი და ვერც ვე­რა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი ვერ დაგ­ვა­ზი­ა­ნებს ისე რო­გორც ეს ერ­თმა­ნე­თის ჯიჯგნა. უდი­დე­სი სი­ბო­რო­ტეა ახლა რის კე­თე­ბა­ზეც გა­და­ვიდ­ნენ, ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს რომ არ გა­მო­უ­ვათ და ვერ გა­დაგ­ვკი­დე­ბენ სა­ბო­ლო­ოდ ერ­თმა­ნეთს.

ამ კა­ნონს კი­დევ ვერ გა­ი­ტა­ნენ!

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ამბავი იყო ასე: ლეონიძეზე ავდიოდი და წინ მომადგა მათი ავტობუსი... მიხვდნენ რომ არ გავიწეოდი, მაგრამ ოცმეთაურს გამჩენი არ ასვენებდა" - რას წერს მოქალაქე ინციდენტზე?

"ამბავი იყო ასე: ლეონიძეზე ავდიოდი და წინ მომადგა მათი ავტობუსი... მიხვდნენ რომ არ გავიწეოდი, მაგრამ ოცმეთაურს გამჩენი არ ასვენებდა" - რას წერს მოქალაქე ინციდენტზე?

წუხელ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ლეონიძის ქუჩაზე გადაღებული კადრები, სადაც ჩანდა როგორ უსწორდებოდნენ სამართალდამცველები მანქანაში მოქალაქეს. მალევე გაირკვა, რომ ინციდენტის შემდეგ ახალგაზრდა კაცი დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

თვითმხილველები წერენ, რომ ახალგაზრდამ სპეცრაზმის ავტობუსს, რომელიც ე.წ. "პროწივზე" მოდიოდა, გზა არ დაუთმო, რასაც ინციდენტი მოჰყვა. ახალგაზრდა, რომელიც კადრებზეა ასახული, ირაკლი წიგნაძეა.

გათავისუფლების შემდეგ, მოქალაქე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს წერს და ღამით მომხდარს დეტალურად აღწერს. მისი თქმით, სამართალდამცავი უწყებიდან ერთ-ერთმა შეაგინა, რასაც საპასუხო რეაქცია და შემდგომ კონფლიქტი მოყვა.

ირაკლი წიგნაძე:

- მეგობრებო კარგად ვარ, საშიში არაფერი არ მჭირს იმდენი ადამიანისგან ისეთი მაგარი თანადგომა მივიღე, რომ ამ რეალობიდანაც 100% ვარ დარწმუნებული ყველაფერი კარგად იქნება. მართლა!

ამბავი იყო ასე: ლეონიძეზე ავდიოდი და წინ მომადგა მათი ავტობუსი. მე გავჩერდი რომ გაევლოთ. ყოველგვარი გაწევ-გამოწევის გარეშე თავისუფლად შეეძლოთ გავლა გვერდიდან, მაგრამ აიჩემეს შენ გაიწიეო. ანუ მე უნდა წავსულიყავი „ზადნით,“ იმიტომ რომ ამათ გვერდიდან მოვლა არ უნდოდათ. ხან ერთი მოვარდა, ხან მეორე, მე ძალიან წყნარად და მშვიდად ვეუბნებოდი რომ შეეძლოთ გაევლოთ გვერდიდან.

ბოლოს ალბათ მიხვდნენ რომ სრულ სიდებილეს ჩალიჩობდნენ და რომ მე არ გავიწეოდი, ამიტომ დააპირეს მოვლა, მაგრამ ამ ოცმეთაურს გამჩენი არ ასვენებდა მაინც ალბათ - ჩემკენ გამოიშვირა ხელი და თავის „პაძელნიკს“ ეუბნება "ეს დედამო...ი თუ არ გაიწევა რა ვქნათ გავიდეთ ჩვენო". დიდად არ გავბრაზებულვარ მაგ კაცუნას გინებაზე მართალი რომ ვთქვა, უბრალოდ არ მინდა ეგონოთ მაგათი მუსკულების და ნიღბების ვინმეს ეშინია, ამიტომ მეც შევაგინე.

ეგ იყო და გადმოხტა მთელი ჯგრო და დამიწყეს რტყმა. არც ხელი შემიბრუნებია და მე მგონი, მეტი აღარც შემიგინებია, მეცინებოდა ისეთი სახეებით და ისეთი შემართებით იბრძოდნენ ერთი ავტობუსი განრისხებული მამაკაცები ერთი ბიჭის და ორი გოგოს წინააღმდეგ და ასჯერ რომ მცემეს მერე ავტობუსთან რომ დავდექი, კიდევ ერთმანეთს ახტებოდნენ ვინ უფრო მაგრად მაგინებდა შიგნიდან. მაგაზე დავცინი ვიდეოში.

ოღონდ საერთოდ არ ვარ გაბრაზებული ამათზე, თვითონ არ იციან სად არიან და რას ემსახურებიან და ჰგონიათ რომ კაცობენ რაღაცას. მთავარი პრობლემა არის ის ვინც ესენი აუშვა. ვერც რუსეთი და ვერც ვერანაირი კანონი ვერ დაგვაზიანებს ისე როგორც ეს ერთმანეთის ჯიჯგნა. უდიდესი სიბოროტეა ახლა რის კეთებაზეც გადავიდნენ, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ არ გამოუვათ და ვერ გადაგვკიდებენ საბოლოოდ ერთმანეთს.

ამ კანონს კიდევ ვერ გაიტანენ!

წაიკითხეთ ასევე: