პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები" - კობახიძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე
"მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები" - კობახიძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე

მე გან­ვუ­მარ­ტე ჩვენს პარტნი­ო­რებს, რომ ვე­ტოს პრო­ცე­დუ­რის ფარ­გლებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ჯერ­დეს პო­ზი­ცი­ე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ თოქ-შო­უ­ე­ბის წამ­ყვა­ნებ­თან შეხ­ვედ­რი­სას, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პარტნი­ო­რე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, რომ კონ­კრე­ტუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი წარ­მო­ად­გი­ნონ და ასა­ხონ პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტო­ში.

„მე ვხე­დავ პო­ზი­ტი­ურ ძვრებს, მათ შო­რის ბოლო შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ. მე დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ არის ახლა მზა­ო­ბა კა­ნო­ნის ნორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დის­კუ­სი­ის­თვის. მე გან­ვუ­მარ­ტე ჩვენს პარტნი­ო­რებს, რომ ვე­ტოს პრო­ცე­დუ­რის ფარ­გლებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ჯერ­დეს პო­ზი­ცი­ე­ბი. ჩვენ ვი­ცით, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თვი­თონ არ წერს ხოლ­მე სა­კუ­თარ ვე­ტოს კა­ნონპ­რო­ექ­ტებს. ან NGO-ები უწე­რენ, ან გა­რე­დან უწე­რენ, შე­სა­ბა­მი­სად, ეს ბერ­კე­ტი შეგ­ვიძ­ლია კი­დევ ერთხელ გა­მო­ვი­ყე­ნოთ. შე­საძ­ლე­ბე­ლია ვე­ტოს პრო­ცე­დუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ შე­ვა­ჯე­როთ პო­ზი­ცი­ე­ბი ამ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით. აქ უკვე ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, რომ კონ­კრე­ტუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი წარ­მო­ად­გი­ნონ და ასა­ხონ პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტო­ში. როცა ვეტო შე­მო­დის პარ­ლა­მენ­ტში, ეს ვეტო უნდა იყოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­ხით. აქ უკვე იძუ­ლე­ბაა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი რა­ღაც შე­მოგ­თა­ვა­ზონ. მა­ნამ­დე მზად ვართ პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ჯე­რე­ბის­თვის, დის­კუ­სი­ის­თვის, ჩვე­ნი მხრი­დან არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ღი­ა­ო­ბა და მზა­ო­ბა. ბოლო ტენ­დენ­ცი­ე­ბი რაც არის, არის კარ­გი, ვხე­დავთ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბის ელე­მენ­ტებს. თუ მა­ნამ­დე იყო მხო­ლოდ ზო­გა­დი გან­ცხა­დე­ბე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ კა­ნო­ნი არ ვარ­გა და რა­ტომ არ ვარ­გა ვერ გა­ვი­გეთ, არ იყო არა­ნა­ი­რი კონ­კრე­ტი­კა, ახლა უკვე ვხე­დავთ მეტ მზა­ო­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ გა­მო­ავ­ლი­ნონ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მიდ­გო­მა და შე­მო­ვიდ­ნენ კონ­კრე­ტუ­ლი გან­ხილ­ვა­ში კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

"მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები" - კობახიძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე

"მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები" - კობახიძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე

მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში.

„მე ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, მათ შორის ბოლო შეხვედრების შემდეგ. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის ახლა მზაობა კანონის ნორმებთან დაკავშირებით დისკუსიისთვის. მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს. ან NGO-ები უწერენ, ან გარედან უწერენ, შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. აქ უკვე ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. როცა ვეტო შემოდის პარლამენტში, ეს ვეტო უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონკრეტული კანონპროექტის სახით. აქ უკვე იძულებაა, რომ კონკრეტული რაღაც შემოგთავაზონ. მანამდე მზად ვართ პოზიციების შეჯერებისთვის, დისკუსიისთვის, ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა და მზაობა. ბოლო ტენდენციები რაც არის, არის კარგი, ვხედავთ კონსტრუქციულობის ელემენტებს. თუ მანამდე იყო მხოლოდ ზოგადი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი არ ვარგა და რატომ არ ვარგა ვერ გავიგეთ, არ იყო არანაირი კონკრეტიკა, ახლა უკვე ვხედავთ მეტ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოავლინონ კონსტრუქციული მიდგომა და შემოვიდნენ კონკრეტული განხილვაში კანონპროექტთან დაკავშირებით, რასაც მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ასევე: