მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ისაუბრა კობახიძემ ბიზნესმენებთან?
რაზე ისაუბრა კობახიძემ ბიზნესმენებთან?

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძი­სა და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის შეხ­ვედ­რა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში დას­რულ­და.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე ესა­უბ­რა.

"შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ბიზ­ნე­სის­თვის აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მაჩ­ვე­ნებ­ლებს. პრე­მი­ერ­მა ხაზი გა­უს­ვა მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და ბიზ­ნე­სის შეხ­ვედ­რა გა­ფარ­თო­ე­ბულ ფორ­მატ­ში კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თა. შეხ­ვედ­რას ბიზ­ნე­სის სხვა­დას­ხვა სფე­როს 80-მდე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეს­წრე­ბო­და”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ისე­თი დას­კვნა გა­მო­მაქვს, რომ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ­მა თე­მურ ჭყო­ნი­ამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ შეხ­ვედ­რა­ზე დარ­ჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია კა­ნონპ­რო­ექტს უკან არ გა­იწ­ვევს.

"ჩემი პო­ზი­ცია არის ისე­თი, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის, მე ისე­თი დას­კვნა გა­მო­მაქვს რომ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად რა­ღაც ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა. გაწ­ვე­ვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არ დამ­რჩა იმი­ტომ, რომ პრობ­ლე­მა არის სა­ხელ­ში­ვე, რომ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნია. ეს კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის პრობ­ლე­მაა და ეს და­ვა­ფიქ­სი­რე. უშ­ვე­ლე­ბე­ლი ბიზ­ნეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა იყო შეხ­ვედ­რა­ზე, სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უ­ბა­რი იყო. ცვლი­ლე­ბის რე­სურ­სი არ­სე­ბობს, რომ ეს კა­ნო­ნი სხვა­ნა­ი­რი იყოს, მაგ­რამ მე მგო­ნია, რომ რაც არ უნდა იყოს, რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი არის პრობ­ლე­მა. ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლის მოხ­დე­ნის მცდე­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა, ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლა რო­გორ უნდა მო­ახ­დი­ნოს. ყვე­ლა ბიზ­ნეს­მენს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი აქვს. ის რომ ევ­რო­პის­კენ არის ჩვე­ნი გზა გარ­და­უ­ვა­ლად, კო­ბა­ხი­ძემ გა­მო­ა­ცხა­და ჩვენს წი­ნა­შე, რა­ღაც ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა დის­კუ­სი­ის შემ­დეგ მოხ­დეს და შერ­ბილ­დეს. ჩემი პო­ზი­ცი­აა, რომ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის სა­ხე­ლი რომ ჰქვია, ეს თემა მარ­ტი­ვად არ დამ­თავ­რდე­ბა. ძი­რი­თა­დი სა­უ­ბა­რი და­ეთ­მო იმას, რომ ბიზ­ნე­სი უნდა იყოს სტა­ბი­ლუ­რი, მო­თხოვ­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი არ მქო­ნია, იმი­ტომ რომ ბიზ­ნეს­მა თა­ვის თავს თვი­თონ უნდა მო­უ­ა­როს და გაძ­ლი­ერ­დეს. გან­წყო­ბა იყო ისე­თი, რომ ბიზ­ნე­სი უნდა მუ­შა­ობ­დეს წყნა­რად", - გა­ნა­ცხა­და თე­მურ ჭყო­ნი­ამ.

ავტორი:

რაზე ისაუბრა კობახიძემ ბიზნესმენებთან?

რაზე ისაუბრა კობახიძემ ბიზნესმენებთან?

ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დასრულდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის.

პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ისეთი დასკვნა გამომაქვს, რომ შინაარსობრივად ცვლილებები მოხდება", - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე კომენტირებისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დარჩა შთაბეჭდილება, რომ მმართველი პარტია კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.

"ჩემი პოზიცია არის ისეთი, როგორც ნებისმიერი მოქალაქის, მე ისეთი დასკვნა გამომაქვს რომ შინაარსობრივად რაღაც ცვლილებები მოხდება. გაწვევის შთაბეჭდილება არ დამრჩა იმიტომ, რომ პრობლემა არის სახელშივე, რომ რუსული კანონია. ეს კი საზოგადოებისთვის პრობლემაა და ეს დავაფიქსირე. უშველებელი ბიზნეს საზოგადოება იყო შეხვედრაზე, სერიოზული საუბარი იყო. ცვლილების რესურსი არსებობს, რომ ეს კანონი სხვანაირი იყოს, მაგრამ მე მგონია, რომ რაც არ უნდა იყოს, რუსული კანონი არის პრობლემა. ბიზნესზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა არ ყოფილა, ბიზნესზე ზეწოლა როგორ უნდა მოახდინოს. ყველა ბიზნესმენს თავისი ცხოვრების სტილი აქვს. ის რომ ევროპისკენ არის ჩვენი გზა გარდაუვალად, კობახიძემ გამოაცხადა ჩვენს წინაშე, რაღაც ცვლილებები შეიძლება დისკუსიის შემდეგ მოხდეს და შერბილდეს. ჩემი პოზიციაა, რომ რუსული კანონის სახელი რომ ჰქვია, ეს თემა მარტივად არ დამთავრდება. ძირითადი საუბარი დაეთმო იმას, რომ ბიზნესი უნდა იყოს სტაბილური, მოთხოვნა სერიოზული არ მქონია, იმიტომ რომ ბიზნესმა თავის თავს თვითონ უნდა მოუაროს და გაძლიერდეს. განწყობა იყო ისეთი, რომ ბიზნესი უნდა მუშაობდეს წყნარად", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.