ავტორი:

რა ხდება ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლთან, სადაც პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს - ადგილზე აქციის მონაწილეები მივიდნენ

რა ხდება ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლთან, სადაც პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს - ადგილზე აქციის მონაწილეები მივიდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლთან გადმოინაცვლა, სადაც პოლიცია იმყოფება.

საცხოვრებელ სახლთან პოლიციას აქციის მონაწილეების წინ კორდონი აქვს გაკეთებული.

ადგილზე მოვიდა უჩა აბაშიძის ადვოკატი გიორგი მახარაძეც, რომლის თქმითაც, ბლოგერი მას პირადად არ დამკავშირებია. ადვოკატი მის დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა სამართალდამცველები მას შენობაში არ უშვებენ.

უჩა აბაშიძის სახლში პოლიციის შესვლის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 1 საათის წინ სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. ამავე ცნობებით, აბაშიძეს ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს.

განახლება:

სამართალდამცველებმა ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლიდან, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ჩხრეკის შედეგად გარკვეული ნივთები გამოიტანეს.

ბლოგერის ადვოკატები, რომლებიც ამ დრომდე ელოდებოდნენ უჩა აბაშიძის ნახვას, პოლიციამ სადარბაზოში შეიყვანა.

წაიკითხეთ ასევე: