Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს

სა­ერ­თა­შო­რი­სო ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნია GM PHARMA-მ, თბი­ლი­სის სა­წარ­მოს­თვის, გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნია „L.B. Bohle“-სგან რო­ტა­ცი­უ­ლი (მბრუ­ნა­ვი) მიქ­სე­რი „PM 600“ შე­ი­ძი­ნა. „L.B. Bohle“ 1981 წელს და­არ­სე­ბუ­ლი წამ­ყვა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­აა ფარ­მა­ცევ­ტულ ინ­დუსტრი­ა­ში. იგი მყა­რი სამ­კურ­ნალ­წამ­ლო ფორ­მე­ბის მწარ­მო­ებ­ლე­ბის­თვის ინო­ვა­ცი­ურ მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რებს ქმნის და ასე­ვე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სე­ბის სრულ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.

ფარ­მა­ცევ­ტულ ინ­დუსტრი­ა­ში რო­ტა­ცი­უ­ლი მიქ­სე­რი, ე.წ. „შემ­რე­ვი“ წარ­მო­ე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და­ნად­გა­რია – ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა წვრილ­დის­პერ­სი­უ­ლი ფხვნი­ლე­ბის შე­რე­ვი­სა და გრა­ნუ­ლა­ცი­ის ეტაპ­ზე, ეფექ­ტუ­რი და მდგრა­დი გრა­ნუ­ლა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ამ პრო­ცე­სის მი­ზა­ნია წარ­მო­ე­ბის მომ­დევ­ნო – ტაბ­ლე­ტის ან კაფ­სუ­ლის მომ­ზა­დე­ბის ეტაპს ერ­თგვა­რო­ვა­ნი, შე­რე­უ­ლი მა­სის ნა­ხე­ვარპრო­დუქ­ტი მი­ა­წო­დოს. შე­რე­ვის დროს მი­ღე­ბუ­ლი მა­სის ერ­თგვა­როვ­ნე­ბა მყა­რი სამ­კურ­ნა­ლო ფორ­მე­ბის წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ურ სქე­მა­ში პრო­ცე­სის ერთ-ერთი კრი­ტი­კუ­ლი ეტა­პია და შე­რე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის მა­სა­ში თა­ნა­ბარ გა­და­ნა­წი­ლე­ბას ნიშ­ნავს; ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის (წამ­ლის) სრულ­ფა­სოვ­ნე­ბა­სა და მა­ღალ ხა­რისხს გა­ნა­პი­რო­ბებს.

რო­ტა­ცი­უ­ლი მიქ­სე­რი „PM 600“ კომ­პა­ნია „L.B. Bohle“-ს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ი­თაა შექ­მნი­ლი. და­ნად­გა­რის დი­ზა­ი­ნი იდე­ა­ლუ­რია ჰო­მო­გე­ნუ­რი შე­რე­ვის­თვის. მისი ინო­ვა­ცი­უ­რი, და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი უზ­რუნ­ველ­ყოფს ე.წ. „მკვდა­რი ზო­ნე­ბის“ არარ­სე­ბო­ბას, რის გა­მოც სა­მუ­შაო კონ­ტე­ი­ნერ­ში პრო­დუქ­ტის მთე­ლი მო­ცუ­ლო­ბა, სივ­რცის ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში, შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე, მუდ­მივ და მრა­ვალ­მხრივ მოძ­რა­ო­ბა­შია. და­ნად­გარ­ში შე­რე­ვის პრო­ცე­სი სრუ­ლად და­ხუ­რულ, ჰერ­მე­ტულ, პი­რო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს – „PM 600“ სპე­ცი­ა­ლუ­რი დამ­ცა­ვი სარ­ქვლე­ბით არის აღ­ჭურ­ვი­ლი, რაც შე­სა­რევ მა­სა­ლა­ში გა­რე­მო­დან მტვრი­სა და უცხო ნა­წი­ლა­კე­ბის მოხ­ვედ­რას შე­უძ­ლე­ბელს ხდის. ამავდრო­უ­ლად, სა­მარ­თა­ვი პა­ნე­ლის და­ნად­გა­რის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­სე­ბო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს შე­რე­ვის მთე­ლი პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­დუქ­ტის დაც­ვას ოპე­რა­ტო­რის მხრი­დან კონ­ტა­მი­ნა­ცი­ის­გა­ნაც.

„PM 600“-ის კი­დევ ერთი დიდი უპი­რა­ტე­სო­ბაა რე­გუ­ლი­რე­ბა­დი სიჩ­ქა­რე – და­ნად­გარს შე­უძ­ლია ძა­ლი­ან და­ბალ სიჩ­ქა­რე­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, რაც ნაზი შე­რე­ვის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

„PM 600“-ს შემ­რე­ვი ფუნ­ქცი­ის გარ­და, შე­სა­ნა­ხი ფუნ­ქცი­აც გა­აჩ­ნია – შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი გა­მო­ყე­ნე­ბა რო­გორც შე­სა­ნახ კონ­ტე­ი­ნე­რად, ასე­ვე სხვა კონ­ტე­ი­ნერ­ში მა­სის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მიზ­ნი­თაც. მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე სხვა­დახ­ვა ზო­მის კონ­ტე­ი­ნე­რი ფიქ­სირ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, GM PHARMA-ს მიერ „L.B. Bohle“-სგან შე­ძე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა ზო­მის კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის წყა­ლო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა 6-დან 408 კგ-მდე მა­სის შე­რე­ვა, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი რო­ტა­ცი­უ­ლი მიქ­სე­რის რო­გორც ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში, ასე­ვე წარ­მო­ე­ბის ეტაპ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. სხვა­დას­ხვა ზო­მის კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე მარ­ტი­ვად მონ­ტაჟ­დე­ბა, რაც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის სა­წარ­მოო სივ­რცის გა­რეთ წმენ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა; შე­სა­ბა­მი­სად, სა­წარ­მოო სივ­რცის კონ­ტა­მი­ნა­ცი­ის რისკს გა­მო­რი­ცხავს და და­სუფ­თა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ნა­ხარ­ჯებს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „PM 600“ GM PHARMA-ში ამ­ჟა­მად არ­სე­ბულ მსგავს მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე სამ­ჯერ დიდი მო­ცუ­ლო­ბი­საა, რაც წარ­მა­დო­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

GM PHARMA ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია ფარ­მა­ცევ­ტულ წარ­მო­ე­ბა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და უახ­ლე­სი მან­ქა­ნა-და­ნა­დაგ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, სა­წარ­მოო პრო­ცე­სე­ბის მუდ­მივ ოპ­ტი­მი­ზა­ცია-მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­ზე, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მნა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. GM PHARMA-ს პრე­პა­რა­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის თე­რა­პი­უ­ლი სქე­მე­ბი­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბით არის მო­წო­დე­ბუ­ლი.

GM PHARMA-ს მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად 12 მი­ლი­ონ­ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­სა და კომ­პა­ნი­ის სა­ექ­სპორ­ტო ქვეყ­ნებ­ში, რაც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრი­დან კომ­პა­ნი­ის აღი­ა­რე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

GM PHARMA – ემ­სა­ხუ­რე­ბა მათ, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა.

R

ავტორი:

GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს

GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს

საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ, თბილისის საწარმოსთვის, გერმანული კომპანია „L.B. Bohle“-სგან როტაციული (მბრუნავი) მიქსერი „PM 600“ შეიძინა. „L.B. Bohle“ 1981 წელს დაარსებული წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა ფარმაცევტულ ინდუსტრიაში. იგი მყარი სამკურნალწამლო ფორმების მწარმოებლებისთვის ინოვაციურ მანქანა-დანადგარებს ქმნის და ასევე აქტიურად მუშაობს წარმოების პროცესების სრულყოფის მიმართულებითაც.

ფარმაცევტულ ინდუსტრიაში როტაციული მიქსერი, ე.წ. „შემრევი“ წარმოებისთვის უმნიშვნელოვანესი დანადგარია – ფართოდ გამოიყენება წვრილდისპერსიული ფხვნილების შერევისა და გრანულაციის ეტაპზე, ეფექტური და მდგრადი გრანულაციის უზრუნველსაყოფად. ამ პროცესის მიზანია წარმოების მომდევნო – ტაბლეტის ან კაფსულის მომზადების ეტაპს ერთგვაროვანი, შერეული მასის ნახევარპროდუქტი მიაწოდოს. შერევის დროს მიღებული მასის ერთგვაროვნება მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების ტექნოლოგიურ სქემაში პროცესის ერთ-ერთი კრიტიკული ეტაპია და შერეული კომპონენტების მასაში თანაბარ გადანაწილებას ნიშნავს; ხოლო აღნიშნული, საბოლოო პროდუქტის (წამლის) სრულფასოვნებასა და მაღალ ხარისხს განაპირობებს.

როტაციული მიქსერი „PM 600“ კომპანია „L.B. Bohle“-ს მსოფლიოში ცნობილი, რევოლუციური ტექნოლოგიითაა შექმნილი. დანადგარის დიზაინი იდეალურია ჰომოგენური შერევისთვის. მისი ინოვაციური, დაპატენტებული მექანიზმი უზრუნველყოფს ე.წ. „მკვდარი ზონების“ არარსებობას, რის გამოც სამუშაო კონტეინერში პროდუქტის მთელი მოცულობა, სივრცის ნებისმიერ წერტილში, შეფერხების გარეშე, მუდმივ და მრავალმხრივ მოძრაობაშია. დანადგარში შერევის პროცესი სრულად დახურულ, ჰერმეტულ, პირობებში მიმდინარეობს – „PM 600“ სპეციალური დამცავი სარქვლებით არის აღჭურვილი, რაც შესარევ მასალაში გარემოდან მტვრისა და უცხო ნაწილაკების მოხვედრას შეუძლებელს ხდის. ამავდროულად, სამართავი პანელის დანადგარისგან დამოუკიდებლად არსებობა უზრუნველყოფს შერევის მთელი პროცესის განმავლობაში პროდუქტის დაცვას ოპერატორის მხრიდან კონტამინაციისგანაც.

„PM 600“-ის კიდევ ერთი დიდი უპირატესობაა რეგულირებადი სიჩქარე – დანადგარს შეუძლია ძალიან დაბალ სიჩქარეზე ფუნქციონირება, რაც ნაზი შერევისთვის უმნიშვნელოვანესია.

„PM 600“-ს შემრევი ფუნქციის გარდა, შესანახი ფუნქციაც გააჩნია – შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც შესანახ კონტეინერად, ასევე სხვა კონტეინერში მასის ტრანსპორტირების მიზნითაც. მოწყობილობაზე სხვადახვა ზომის კონტეინერი ფიქსირდება, შესაბამისად, GM PHARMA-ს მიერ „L.B. Bohle“-სგან შეძენილი სხვადასხვა ზომის კონტეინერების წყალობით, შესაძლებელი იქნება 6-დან 408 კგ-მდე მასის შერევა, რაც აღნიშნული როტაციული მიქსერის როგორც ახალი პროდუქტების განვითარების პროცესში, ასევე წარმოების ეტაპზე გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. სხვადასხვა ზომის კონტეინერები მოწყობილობაზე მარტივად მონტაჟდება, რაც გამოყენებული კონტეინერების საწარმოო სივრცის გარეთ წმენდის შესაძლებლობას იძლევა; შესაბამისად, საწარმოო სივრცის კონტამინაციის რისკს გამორიცხავს და დასუფთავებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

აღსანიშნავია, რომ „PM 600“ GM PHARMA-ში ამჟამად არსებულ მსგავს მოწყობილობაზე სამჯერ დიდი მოცულობისაა, რაც წარმადობის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას იძლევა.

GM PHARMA ფოკუსირებულია ფარმაცევტულ წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უახლესი მანქანა-დანადაგრების გამოყენებაზე, საწარმოო პროცესების მუდმივ ოპტიმიზაცია-მოდერნიზაციაზე, ასევე თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტების შექმნა-განვითარებაზე. GM PHARMA-ს პრეპარატების ჩამონათვალშია თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური მედიკამენტები, რომლებიც უკანასკნელი წლების თერაპიული სქემებითა და საერთაშორისო თუ ნაციონალური გაიდლაინებით არის მოწოდებული.

GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

R