საქართველო ევროპულ იდეებს შორდება, ამაზე უნდა მოვახდინოთ რეაგირება. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ პოლონელ კოლეგა, ანჯეი დუდასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"სამწუხაროდ, მოვლენები, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, ნათლად აჩვენებენ, რომ ჩვენი ახლო ქვეყანა, საქართველო, კი არ უახლოვდება, არამედ, პირიქით, შორდება ევროპულ იდეებს… ეს ნამდვილად უქმნის წინაღობებს ევროპული ინტეგრაციის გზის მშვიდად გაგრძელებას. ამიტომ ამაზე უნდა მოვახდინოთ რეაგირება“, - განაცხადა ნაუსედამ.