Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"გარდაიცვალა მამაჩემი..." - რას წერს ნანიკო ხაზარაძე?
"გარდაიცვალა მამაჩემი..." - რას წერს ნანიკო ხაზარაძე?

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე სოცქსელ­ში სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, მამა, რო­მელ­საც ყვე­ლა გულ­შე­მატ­კივ­რობ­და, გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია ტე­ლე­წამ­ყვა­ნის მამა დე­მე­ნე­ცი­ას ებ­რძო­და. დე­მენ­ცია ადა­მი­ა­ნის ის მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­დე­საც პი­როვ­ნე­ბას მსჯე­ლო­ბის და მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბა. დე­მენ­ცი­ის სიმპტო­მე­ბი ნელ-ნელა იწყე­ბა და პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა თან­და­თან უა­რეს­დე­ბა.

ამ თე­მა­ზე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც სა­ჯა­როდ და ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობს, სწო­რედ ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე იყო. ექი­მი­სა და პრო­ფე­სო­რის დათო ხა­ზა­რა­ძის შე­სა­ხებ ის მუდ­მი­ვად ავ­რცე­ლებ­და ვი­დე­ო­ებ­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ას. ცნო­ბი­ლი იყო ისიც, რომ დე­მე­ნე­ცია მწვა­ვე ფორ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და - ავად­მყოფს დრო, სივ­რცე, გა­რე­მო ჰქონ­და არე­უ­ლი და ამ და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი ქცე­ვა, უპირ­ვე­ლე­სად მი­სი­ვე ჯან­მრთე­ლო­ბას უქ­მნი­და საფრ­თხეს.

ტე­ლე­წამ­ყვან­მა, ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ, მა­მის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლში მიყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა, რათა მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო შე­ექ­მნა. სწო­რედ ამ საქ­ცი­ე­ლის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ნა­ნი­კოს მკაც­რად აკ­რი­ტი­კებ­და.

"პირ­ვე­ლად, რა­საც ეჯა­ხე­ბი, ალ­ბათ შო­კია, სა­ნამ გა­ი­აზ­რებ და გა­ა­ნა­ლი­ზებ. მერე ნელ-ნელა იწყებ ამას­თან ცხოვ­რე­ბას, შე­გუ­ე­ბას. შემ­დეგ მო­წო­დე­ბუ­ლი ხარ იმის­კენ, რომ უკეთ იყოს ყვე­ლა­ფე­რი, ვიდ­რე არის. ეს ნა­ბი­ჯე­ბი ალ­ბათ მეც გა­ვი­ა­რე, იმი­ტომ, რომ სხვა გზა არ მქონ­და. უნდა გა­მე­გო ბევ­რი რამ, რომ ადეკ­ვა­ტუ­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი... ამ გზის გავ­ლა არ იყო ად­ვი­ლი. დღე­საც რთუ­ლია ამის ყუ­რე­ბა, მაგ­რამ მო­ცე­მუ­ლო­ბაა ასე­თი, რო­მე­ლიც რე­ა­ლო­ბად მი­ვი­ღე.

ამ და­ა­ვა­დე­ბა­ზე უკვე იმ­დენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვფლობ, რომ ვიცი, ყვე­ლა ახა­ლი ნა­ბი­ჯი რა იქ­ნე­ბა. მისი ყო­ვე­ლი მო­რი­გი გა­მოვ­ლი­ნე­ბა ჩემ­თვის სი­ახ­ლეა. ამ ყვე­ლა­ფერს ხან­და­ხან სევ­დით ვუ­ყუ­რებ, ხან­და­ხან იუ­მო­რით. აი, ამას მი­ე­ძღვნა გუ­შინ­წინ მე­დი­კო­სე­ბის შეხ­ვედ­რა, სა­დაც მე ჩემი ის­ტო­რი­ით სპი­კე­რი გახ­ლდით" - ჰყვე­ბო­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნა­ნი­კო.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
0

აცხონოს უფალმა ბატონი დავითი, გული დამწყდა, მძიმე ავდმყოფობის ფონზეც იგრძნობოდა მისი ინტელექტი და კულტურა. ვითანაგრძნობ ნანიკოს

თტტტტტ
0

ძალიან მძიმეა ასეთი ავადმყოფის მოვლა სახლის პირობებში.მე ეს გამოვცადე

 უფალმა გაანათლოს შენი საყვარელი მამის სული.შენ კი გამძლეობა.

ავტორი:

"გარდაიცვალა მამაჩემი..." - რას წერს ნანიკო ხაზარაძე?

"გარდაიცვალა მამაჩემი..." - რას წერს ნანიკო ხაზარაძე?

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე სოცქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, მამა, რომელსაც ყველა გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია ტელეწამყვანის მამა დემენეციას ებრძოდა. დემენცია ადამიანის ის მდგომარეობაა, როდესაც პიროვნებას მსჯელობის და მეხსიერების პრობლემები ექმნება. დემენციის სიმპტომები ნელ-ნელა იწყება და პაციენტის მდგომარეობა თანდათან უარესდება.

ამ თემაზე ერთ-ერთი პირველი, ვინც საჯაროდ და ხმამაღლა საუბრობს, სწორედ ნანიკო ხაზარაძე იყო. ექიმისა და პროფესორის დათო ხაზარაძის შესახებ ის მუდმივად ავრცელებდა ვიდეოებსა და ინფორმაციას. ცნობილი იყო ისიც, რომ დემენეცია მწვავე ფორმებით მიმდინარეობდა - ავადმყოფს დრო, სივრცე, გარემო ჰქონდა არეული და ამ დაავადებით გამოწვეული არაადექვატური ქცევა, უპირველესად მისივე ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს.

ტელეწამყვანმა, ბევრი ფიქრის შემდეგ, მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რათა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა. სწორედ ამ საქციელის გამო, საზოგადოების ნაწილი ნანიკოს მკაცრად აკრიტიკებდა.

"პირველად, რასაც ეჯახები, ალბათ შოკია, სანამ გაიაზრებ და გაანალიზებ. მერე ნელ-ნელა იწყებ ამასთან ცხოვრებას, შეგუებას. შემდეგ მოწოდებული ხარ იმისკენ, რომ უკეთ იყოს ყველაფერი, ვიდრე არის. ეს ნაბიჯები ალბათ მეც გავიარე, იმიტომ, რომ სხვა გზა არ მქონდა. უნდა გამეგო ბევრი რამ, რომ ადეკვატური ვყოფილიყავი... ამ გზის გავლა არ იყო ადვილი. დღესაც რთულია ამის ყურება, მაგრამ მოცემულობაა ასეთი, რომელიც რეალობად მივიღე.

ამ დაავადებაზე უკვე იმდენ ინფორმაციას ვფლობ, რომ ვიცი, ყველა ახალი ნაბიჯი რა იქნება. მისი ყოველი მორიგი გამოვლინება ჩემთვის სიახლეა. ამ ყველაფერს ხანდახან სევდით ვუყურებ, ხანდახან იუმორით. აი, ამას მიეძღვნა გუშინწინ მედიკოსების შეხვედრა, სადაც მე ჩემი ისტორიით სპიკერი გახლდით" - ჰყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში ნანიკო.