საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე: "დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო"
კახა კალაძე: "დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო"

დე­პუ­ტა­ტებ­მა, რომ­ლებ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რეს ამ მა­კუ­ლა­ტუ­რას, კი­დევ ერთხელ უმ­ძი­მე­სი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ევ­რო­პულ ინ­სტი­ტუ­ცი­ას და ევ­რო­პულ იდე­ას, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მი­ღე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

კახა კა­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ით "ლო­ბიზ­მში ჩარ­თუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი“ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ, არა მხო­ლოდ ქარ­თველ ხალ­ხს, არა­მედ თა­ვად ევ­რო­პულ ინ­სტი­ტუ­ტებს.

"დღეს, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მო­რი­გი სა­მარ­ცხვი­ნო რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო. იმ დე­პუ­ტა­ტებ­მა, რომ­ლებ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რეს ამ მა­კუ­ლა­ტუ­რას, კი­დევ ერთხელ უმ­ძი­მე­სი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ევ­რო­პულ ინ­სტი­ტუ­ცი­ას და ევ­რო­პულ იდე­ას, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბას, თა­ნას­წო­რო­ბას, გამჭვირ­ვა­ლო­ბას და სი­მარ­თლეს ეფუძ­ნე­ბა.

ლო­ბიზ­მში თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩაფ­ლუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის პი­რით ქარ­თველ ხალ­ხს გვი­თხრეს, რომ უნდა გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. კრი­მი­ნა­ლი, რო­მელ­მაც ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში წა­მე­ბის, მკვლე­ლო­ბის, ბიზ­ნე­სის რე­კე­ტის, ადა­მი­ა­ნე­ბის ჩაგ­ვრის და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მან­კი­ე­რი სის­ტე­მა შექ­მნა. თურ­მე უნდა გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% შეგ­ნე­ბუ­ლად, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ჩა­მო­აჭ­რა სა­ქარ­თვე­ლოს და ქვე­ყა­ნა სი­ღა­რი­ბის ჭა­ობ­ში ჩაფ­ლო“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი "სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის ხე­ლახ­ლა შე­მო­ტა­ნის მცდე­ლო­ბებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე მისი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ“ დღეს მი­ღე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც შეს­წო­რე­ბე­ბით და­ამ­ტკი­ცა, მო­უ­წო­დებს, გა­ნი­ხი­ლონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის პი­რა­დი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა. ამას­თან, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი იმე­ო­რებს მო­წო­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ნიშ­ნით და და­უშ­ვას მისი სა­ზღვარ­გა­რეთ სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა. გარ­და ამი­სა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი მო­უ­წო­დებს, დრო­უ­ლად შე­ა­ფა­სოს სა­ქარ­თვე­ლოს მიერ და­გეგ­მი­ლი "უცხო­ე­ლი აგენ­ტის“ კა­ნო­ნის გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის უწყვეტ შეს­რუ­ლე­ბა­ზე. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ შეს­წო­რე­ბა­ში ასე­ვე სა­უ­ბა­რია ლგბტქ+ შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ხებ. კი­დევ ერთი შეს­წო­რე­ბით, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი თვლის, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­კავ­შირ­მა სან­ქცი­ე­ბი უნდა და­უ­წე­სოს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა წევ­რს, ვინც ხმა მის­ცა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­სარ­გებ­ლოდ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -72
8

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროპარლამენტარები ჩვენს ქვეყანას ვერ ან არ აღიქვამენ დამოუკიდებელ, სუვერენულ, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ!

ზოგადი ცნობისათვის, ევროპარლამენტი (პრეზიდენტი რობერტა მაცოლა) - ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომლის დეპუტატები ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებია.

მის მიერ მიღებული რეზოლუციები მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, ანუ არა გადამწყვეტია შემდგომი მოქმედებებისათვის.

მთავარია ევროკავშირის უმაღლესი ორგანოების:

- ევროკომისიის (პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი) და

- ევროსაბჭოს (პრეზიდენტი შარლ მიშელი)

მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

ვახო
4

ნეტა შენზე სამარცხვინო თუ ყავს ამ ქვეყანას კიდევ ვინმე, იმ 83-მ არამზადასთან ერთად. რა ნაცი ის ქოცი აი ეს შედეგი დადეთ ქოცებო .თქვენი მონაწილეობით არაკაცო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

კახა კალაძე: "დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო"

კახა კალაძე: "დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო"

დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეზოლუციით "ლობიზმში ჩართული დეპუტატები“ შეურაცხყოფას აყენებენ, არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ თავად ევროპულ ინსტიტუტებს.

"დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება.

ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი. კრიმინალი, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში წამების, მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, ადამიანების ჩაგვრის და გაუპატიურების მანკიერი სისტემა შექმნა. თურმე უნდა გავათავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც ტერიტორიების 20% შეგნებულად, მიზანმიმართულად ჩამოაჭრა საქართველოს და ქვეყანა სიღარიბის ჭაობში ჩაფლო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ევროპარლამენტი "საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ დღეს მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც შესწორებებით დაამტკიცა, მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება. ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი "უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ შესახებ კანონპროექტის შესახებ. კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტი თვლის, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის სასარგებლოდ.