მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მათემატიკის სიყვარულით დაწყებული წარმატება
მათემატიკის სიყვარულით დაწყებული წარმატება

ნი­კო­ლოზ გო­გო­ლა­ძე ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­თე­მა­ტი­კის პროგ­რა­მის ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტია. მას ჯერ კი­დევ სკო­ლის ასა­კი­დან აინ­ტე­რე­სებ­და მა­ტე­მა­ტი­კა და STEM მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. იგი მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და და მის მა­თე­მა­ტი­კი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რეს­ზე გავ­ლე­ნა ამა­ნაც იქო­ნია. სკო­ლის აქ­ტი­უ­რი მოს­წავ­ლე ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ოლიმ­პი­ა­დებ­ში, მათ შო­რის, კინგსი­სა და ვიტ­სის ოლიმ­პი­ა­დებ­ზე. თუმ­ცა ერთ-ერთ მთა­ვარ წარ­მა­ტე­ბას მა­ინც მა­ტე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­და­ზე მი­აღ­წია.

„ყვე­ლა­ფე­რი კონ­კურს M - ვექ­ტო­რით და­ი­წყო. კონ­კურ­სში ანა­ლი­ზის და ალ­გებ­რის გან­ხრით მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ოლიმ­პი­ა­და­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მო­ვი­პო­ვე. გა­მარ­ჯვე­ბის შე­დე­გად, KIU-ს სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბაც მი­ვი­ღე. შემ­დეგ კამ­პუს ტურ­ზეც მოვ­ხვდი და სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დი ჩემი არ­ჩე­ვა­ნის სის­წო­რე­ში,“ - იხ­სე­ნებს ახალ­გაზ­რდა მა­თე­მა­ტი­კო­სი.

KIU-ში სწავ­ლამ და და­მო­უ­კი­დებ­ლად კამ­პუს­ზე ცხოვ­რე­ბამ სრუ­ლად შეც­ვა­ლა ნი­კო­ლო­ზის რე­ა­ლო­ბა. იგი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ე­რო და სტუ­დენ­ტურ პრო­ექ­ტში. ბოლო წლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და KIU Visual Math Fest-ში, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი უძღვე­ბი­ან. ასე­ვე, რო­გორც მენ­ტო­რი და მრჩე­ვე­ლი, მო­ნა­წი­ლე­ობ­და M-ვექ­ტო­რის კონ­კურ­სში; KIU-ს ელ­ჩის ამ­პლუ­ა­ში კი მას­პინ­ძლობ­და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ეხ­მა­რე­ბო­და მეტი გა­ე­გოთ KIU-ს, მისი პროგ­რა­მე­ბი­სა და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე.

ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან მი­აჩ­ნია, რომ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა არც ისე იო­ლია, თუმ­ცა მოს­წონს ის ტემ­პი, რო­მელ­საც KIU და გერ­მა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი სტუ­დენ­ტებს სთა­ვა­ზო­ბენ. ნი­კო­ლო­ზი სწავ­ლის გარ­და, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ინ­ჟი­ნე­რის პო­ზი­ცი­ა­ზეც მუ­შა­ობს. ამ­ბობს, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რო­დე­საც ევ­რო­პის ნაც­ვლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, KIU-ში სწავ­ლა გა­და­წყვი­ტა.

„თა­ვი­დან გერ­მა­ნი­ა­ში ვფიქ­რობ­დი სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ თა­ნამ­შრომ­ლობს გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და სწავ­ლე­ბის ანა­ლო­გი­ურ მო­დელს გვთა­ვა­ზობს, ჩემი ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბის და­სა­წყი­სად იქცა. გან­ვლი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერთ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიე. ამ ეტა­პის­თვის შე­მიძ­ლია გა­მოვ­ყო KIU- ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჯი­ტას პრე­აქ­სე­ლე­რა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში აღე­ბუ­ლი I ად­გი­ლი; ასე­ვე AIFARMER-ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ინ­ჟი­ნე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე ვარ, სა­დაც ვმუ­შა­ობ ნე­ი­რო­ნუ­ლი ქსე­ლე­ბის აწყო­ბა­სა და მან­ქა­ნუ­რი სწავ­ლე­ბის მო­დე­ლე­ბის ტრე­ნინგზე; ამის გარ­და ვარ მე­ო­რე სტარ­ტა­პის წევ­რი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ჰე­სე­ბის მო­ნა­ცემ­თა ანა­ლიზს. მოკ­ლედ, სწავ­ლის პა­რა­რე­ლუ­რად უკვე ბევრ რა­მეს შე­ვე­ჭი­დე. ეს კი KIU-ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა,“- დას­ძენს KIU-ს სტუ­დენ­ტი.

ნი­კო­ლო­ზი აბუ­და­ბი­ში ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ ლაშა ეფ­რე­მი­ძეს­თან, სა­ბა­კა­ლავ­რო ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ო­ბას. თემა მის­თვის საკ­მა­ოდ ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა. იგი მო­ი­ცავს სპექტრა­ლუ­რი ფაქ­ტო­რი­ზა­ცი­ის თე­ო­რე­მას და მის გა­მო­ყე­ნე­ბას (application) რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ში.

მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენტს და­მა­ტე­ბით პროგ­რა­მად კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა აქვს არ­ჩე­უ­ლი. ამ კომ­ბი­ნა­ცი­ამ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცვა ეპო­ვა ახა­ლი სფე­რო, რომ­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად აინ­ტე­რე­სებს და რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ფიქ­რობს სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ უფრო მე­ტად იმუ­შა­ოს. მისი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო კი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტია, რო­მელ­ზე ახალ­გაზ­რდა მა­თე­მა­ტი­კო­სი უკვე იწყებს მუ­შა­ო­ბას.

NS

ავტორი:

მათემატიკის სიყვარულით დაწყებული წარმატება

მათემატიკის სიყვარულით დაწყებული წარმატება

ნიკოლოზ გოგოლაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. მას ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან აინტერესებდა მატემატიკა და STEM მიმართულებები. იგი მათემატიკოსების ოჯახში გაიზარდა და მის მათემატიკისადმი განსაკუთრებულ ინტერესზე გავლენა ამანაც იქონია. სკოლის აქტიური მოსწავლე ხშირად მონაწილეობდა ოლიმპიადებში, მათ შორის, კინგსისა და ვიტსის ოლიმპიადებზე. თუმცა ერთ-ერთ მთავარ წარმატებას მაინც მატემატიკის ოლიმპიადაზე მიაღწია.

„ყველაფერი კონკურს M - ვექტორით დაიწყო. კონკურსში ანალიზის და ალგებრის განხრით მივიღე მონაწილეობა. ოლიმპიადაში პირველი ადგილი მოვიპოვე. გამარჯვების შედეგად, KIU-ს სრული დაფინანსებაც მივიღე. შემდეგ კამპუს ტურზეც მოვხვდი და საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემი არჩევანის სისწორეში,“ - იხსენებს ახალგაზრდა მათემატიკოსი.

KIU-ში სწავლამ და დამოუკიდებლად კამპუსზე ცხოვრებამ სრულად შეცვალა ნიკოლოზის რეალობა. იგი აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა სამეცნიერო და სტუდენტურ პროექტში. ბოლო წლებში მონაწილეობას იღებდა KIU Visual Math Fest-ში, რომელსაც გერმანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებიან. ასევე, როგორც მენტორი და მრჩეველი, მონაწილეობდა M-ვექტორის კონკურსში; KIU-ს ელჩის ამპლუაში კი მასპინძლობდა სხვადასხვა ღონისძიებებს და აბიტურიენტებს ეხმარებოდა მეტი გაეგოთ KIU-ს, მისი პროგრამებისა და საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრების თავისებურებებზე.

ამ გადმოსახედიდან მიაჩნია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა არც ისე იოლია, თუმცა მოსწონს ის ტემპი, რომელსაც KIU და გერმანელი პროფესორები სტუდენტებს სთავაზობენ. ნიკოლოზი სწავლის გარდა, ხელოვნური ინტელექტის ინჟინერის პოზიციაზეც მუშაობს. ამბობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ევროპის ნაცვლად საქართველოში, KIU-ში სწავლა გადაწყვიტა.

„თავიდან გერმანიაში ვფიქრობდი სწავლის გაგრძელებას, თუმცა საქართველოში უმაღლესი სასწავლო დაწესებულების გამოჩენა, რომელიც უშუალოდ თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და სწავლების ანალოგიურ მოდელს გვთავაზობს, ჩემი ოცნებების ასრულების დასაწყისად იქცა. განვლილი წლების განმავლობაში არაერთ წარმატებას მივაღწიე. ამ ეტაპისთვის შემიძლია გამოვყო KIU- ში ჩატარებული ჯიტას პრეაქსელერაციის პროგრამაში აღებული I ადგილი; ასევე AIFARMER-ში ხელოვნური ინტელექტის ინჟინერის პოზიციაზე ვარ, სადაც ვმუშაობ ნეირონული ქსელების აწყობასა და მანქანური სწავლების მოდელების ტრენინგზე; ამის გარდა ვარ მეორე სტარტაპის წევრი, რომელიც მოიცავს ჰესების მონაცემთა ანალიზს. მოკლედ, სწავლის პარარელურად უკვე ბევრ რამეს შევეჭიდე. ეს კი KIU-ში მიღებული ცოდნის დამსახურებაცაა,“- დასძენს KIU-ს სტუდენტი.

ნიკოლოზი აბუდაბიში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორ ლაშა ეფრემიძესთან, საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობას. თემა მისთვის საკმაოდ ახალი და საინტერესოა. იგი მოიცავს სპექტრალური ფაქტორიზაციის თეორემას და მის გამოყენებას (application) რეალურ პრობლემებში.

მეოთხე კურსის სტუდენტს დამატებით პროგრამად კომპიუტერული მეცნიერება აქვს არჩეული. ამ კომბინაციამ საშუალება მისცვა ეპოვა ახალი სფერო, რომლიც ყველაზე მეტად აინტერესებს და რა მიმართულებითაც ფიქრობს სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად იმუშაოს. მისი ინტერესების სფერო კი ხელოვნური ინტელექტია, რომელზე ახალგაზრდა მათემატიკოსი უკვე იწყებს მუშაობას.

NS