ავტორი:

"კონკრეტულად ვინ არ არის მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ქართველი ხალხი თუ "ქართული ოცნება“?" - კუბილიუსი ღარიბაშვილის განცხადებაზე

"კონკრეტულად ვინ არ არის მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ქართველი ხალხი თუ "ქართული ოცნება“?" - კუბილიუსი ღარიბაშვილის განცხადებაზე

"კონკრეტულად ვინ არ არის მზად: ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ქართველი ხალხი თუ პარტია "ქართული ოცნება“? პასუხი ნათელია, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არაა.

"დეკემბერში ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. 4 თვის შემდეგ ის ამბობს, რომ საქართველო მზად არ არის. კონკრეტულად ვინ არ არის მზად: ქართველი ხალხი თუ პარტია "ქართული ოცნება“? პასუხი ნათელია - "ქართული ოცნება“ რუსული სტილის კანონებს აწესებს, პროევროპული ხალხი კი ქუჩებში აპროტესტებს“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ზე.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არაა.

"დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ [ევროკავშირის] წევრი ქვეყანა, ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ დრო დასჭირდება ამას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.