მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალისტის ერთი დღე "კორიდას" საწარმოში
ჟურნალისტის ერთი დღე "კორიდას" საწარმოში

წლე­ბის წინ, Discovery channel-ზე ერთ დო­კუ­მენ­ტურ გა­და­ცე­მას ვუ­ყუ­რებ­დი - How Do They Do It? („რო­გორ აკე­თე­ბენ ამას“) ერ­ქვა. თი­თო­ე­ულ სე­რი­ა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო, თუ რო­გორ მზად­დე­ბო­და ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი შო­კო­ლა­დე­ბი, სხვა­დას­ხვა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი და სხვა ბევ­რი რამ, ქარ­ხნებ­სა და სა­წარ­მო­ებ­ში. შოუს სლო­გა­ნი იყო: „ჩვე­უ­ლებ­რი­ვის მიღ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იმა­ლე­ბა“.

ხში­რად მი­ფიქ­რია იმა­ზე, თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მნის პრო­ცე­სი ჩვენ­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სა­წარ­მო­ებ­ში და რა იმა­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­დუქ­ტე­ბის მიღ­მა. ცუ­დია, რომ სა­წარ­მო­ე­ბის სიმ­რავ­ლით არ ვართ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი. მცი­რე მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ არ­ჩე­ვა­ნი „კო­რი­დას“ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მო­ზე გა­ვა­კე­თე და გა­დავ­წყვი­ტე და­მეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა, რო­გორც ჟურ­ნა­ლისტს და სა­კუ­თა­რი თვა­ლით მე­ნა­ხა ძეხ­ვე­ბი­სა და სო­სი­სე­ბის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი. ყვე­ლა­ზე ხში­რად ხო, ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სის სა­განს სწო­რე­დაც, რომ წარ­მო­ად­გენს თუ რო­გორ, რა პი­რო­ბებ­ში მზად­დე­ბა პრო­დუქ­ტი.

„კო­რი­დას“ სა­წარ­მო ქა­ლაქ ფოთ­ში მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ძი­რი­თა­დად ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაა და­საქ­მე­ბუ­ლი. სა­წარ­მოს ნახ­ვამ ჩემ­ზე ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა.

„კო­რი­და“ არ არის უბ­რა­ლოდ სა­წარ­მო, ეს არის დიდი კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც 10 000 კვად­რა­ტულ მეტრ ფარ­თობ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი: მოვ­ლი­ლი ტე­რი­ტო­რია, პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი, სა­წყო­ბე­ბი, ულა­მა­ზე­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა, სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზი, გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ეზო - პალ­მე­ბით, უფა­სო კვე­ბა ყვე­ლა და­საქ­მე­ბუ­ლის­თვის, ორი ავ­ტო­ბუ­სი, რო­მე­ლიც თა­ნამ­შრომ­ლებს ყო­ველ­დღი­უ­რად ემ­სა­ხუ­რე­ბა - აქ ყვე­ლა­ფე­რი ბიზ­ნე­სი­სად­მი სე­რი­ო­ზულ მიდ­გო­მა­ზე მე­ტყვე­ლებს.

პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა

რო­გორც კი გა­ლა­ვანს მიღ­მა აღ­მოვ­ჩნდი, პირ­ვე­ლი, რაც და­ვი­ნა­ხე, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა და გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ეზო იყო. ძვე­ლად, ამ ად­გი­ლას თევ­ზის სა­წარ­მო ყო­ფი­ლა, შემ­დგომ­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ვე­რა­ნე­ბუ­ლა და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლა. ეს ლა­მა­ზი შე­ნო­ბაც თით­ქმის დან­გრე­უ­ლი იყო, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ამ თა­ვი­დან აღად­გი­ნა და ამ ად­გილს ახა­ლი სი­ცო­ცხლე აჩუ­ქა.

ად­გილ­ზე „კო­რი­დას“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დამ­ხვდა და წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა ეტა­პი მაჩ­ვე­ნა: ნედ­ლე­უ­ლის მი­ღე­ბი­დან მზა პრო­დუქ­ტის შე­ფუთ­ვამ­დე.

სა­წარ­მოს ტური

ბა­ხი­ლე­ბი, ხელ­თათ­მა­ნი, პირ­ბა­დე და ერთჯე­რა­დი ხა­ლა­თი ჩა­ვიც­ვი, დე­ზინ­ფექ­ცი­ის პრო­ცე­სიც გა­ვი­ა­რე და სა­წარ­მო­ში შე­ვე­დი.

რაც გა­მი­ხარ­და იყო ის, რომ ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი მკაც­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია. ყვე­ლა ნედ­ლე­უ­ლი გა­დის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ შე­მოწ­მე­ბას, წარ­მო­ე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა ISO 9001, ISO 22000 სტან­დარტს და HACCP სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მას.

„კო­რი­დას“ სა­წარ­მო აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით. დიდ და­ნად­გარ­ში ტარ­დე­ბა ხორ­ცი.

შემ­დეგ, გა­ტა­რე­ბუ­ლი ფარ­ში იგ­ზავ­ნე­ბა სხვა და­ნად­გარ­ზე, სა­დაც ხდე­ბა მისი შე­სუ­ნე­ლე­ბა და მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­რე­ვის პრო­ცე­სი.

შემ­დგომ, ხდე­ბა მზა ფარ­შის გარ­საცმში ფორ­მი­რე­ბა. ამ პრო­ცეს­ში მეც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ეს და­ნად­გა­რი, რო­გორც ში­ნა­უ­რუ­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ე.წ. „სო­სი­სე­ბის ამ­კრე­ფი“, ძა­ლი­ან ლა­მა­ზად ალა­გებს ერთ მწკრი­ვად სო­სი­სებს, რომ ჩარ­ჩო კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე გა­და­ი­ტა­ნონ და შემ­დეგ თერ­მულ კა­მე­რებ­ში მო­ა­თავ­სონ.

ცალ­კე გა­მო­ყო­ფილ სივ­რცე­შია შე­სა­ბო­ლი კა­მე­რე­ბი, სა­დაც ხდე­ბა ძეხ­ვე­უ­ლის შე­ბოლ­ვა. რო­გორც ამიხ­სნეს, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ნა­ხერ­ხი ექ­სკლუ­ზი­უ­რად გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა და არო­მა­ტი და კვამ­ლის კონ­ცენ­ტრა­ცია სა­გულ­და­გუ­ლოდ კონ­ტროლ­დე­ბა.

არო­მა­ტუ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იღებს სა­ბო­ლოო სა­ხეს.

ბოლო პა­ვი­ლი­ო­ნი პრო­დუქ­ცი­ის და­ფა­სო­ე­ბა-შე­ფუთ­ვის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. აქ ხდე­ბა სო­სი­სე­ბის, ძეხ­ვე­უ­ლის შე­ფუთ­ვა, აწონ­ვა, დას­ტი­კე­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გაგ­ზავ­ნა.

რო­გორც გა­ვი­გე, ამ­ჟა­მად, „კო­რი­და“ ორ­მო­ცამ­დე და­სა­ხე­ლე­ბის მზა ხორ­ცპ­რო­დუქტს აწარ­მო­ებს და 400-ზე მეტ კადრს ასაქ­მებს.

თბი­ლის­ში კმა­ყო­ფი­ლი დავ­ბრუნ­დი, რად­გან იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს ასე ერ­თად შეკ­რუ­ლი გუნ­დი, საქ­მი­სად­მი ასე­თი მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და სიყ­ვა­რუ­ლი. რო­გორც „კო­რი­დას“ დი­რექ­ტორ­მა, ბა­ტონ­მა რეზო ნარ­მა­ნი­ამ მი­თხრა, სა­წარ­მო ახლო მო­მა­ვალ­ში გა­ფარ­თო­ე­ბას იწყებს და ენერ­გო ეფექ­ტუ­რო­ბი­სა და ეკო­ლო­გი­უ­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მზის პა­ნე­ლე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბას გეგ­მავს. ასე­ვე, უკვე ელო­დე­ბი­ან ახალ და­ნად­გა­რებს, რაც ხელს შე­უ­წყობს წარ­მო­ე­ბის გაზ­რდას და ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის გა­ჩე­ნას რე­გი­ონ­ში.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ჟურნალისტის ერთი დღე "კორიდას" საწარმოში

ჟურნალისტის ერთი დღე "კორიდას" საწარმოში

წლების წინ, Discovery channel-ზე ერთ დოკუმენტურ გადაცემას ვუყურებდი - How Do They Do It? („როგორ აკეთებენ ამას“) ერქვა. თითოეულ სერიაში ნაჩვენები იყო, თუ როგორ მზადდებოდა ყველასთვის ცნობილი შოკოლადები, სხვადასხვა საკვები პროდუქტები, ავტომობილები, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა ბევრი რამ, ქარხნებსა და საწარმოებში. შოუს სლოგანი იყო: „ჩვეულებრივის მიღმა არაჩვეულებრივი იმალება“.

ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს პროდუქტების შექმნის პროცესი ჩვენთან, საქართველოში არსებულ საწარმოებში და რა იმალება ჩვეულებრივი პროდუქტების მიღმა. ცუდია, რომ საწარმოების სიმრავლით არ ვართ განებივრებული. მცირე მოკვლევის შემდეგ არჩევანი „კორიდას“ ხორცპროდუქტების საწარმოზე გავაკეთე და გადავწყვიტე დამეთვალიერებინა, როგორც ჟურნალისტს და საკუთარი თვალით მენახა ძეხვებისა და სოსისების დამზადების პროცესი. ყველაზე ხშირად ხო, ჩვენი ინტერესის საგანს სწორედაც, რომ წარმოადგენს თუ როგორ, რა პირობებში მზადდება პროდუქტი.

„კორიდას“ საწარმო ქალაქ ფოთში მდებარეობს, სადაც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. საწარმოს ნახვამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

„კორიდა“ არ არის უბრალოდ საწარმო, ეს არის დიდი კომპლექსი, რომელიც 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული: მოვლილი ტერიტორია, პავილიონები, საწყობები, ულამაზესი ადმინისტრაციული შენობა, საკონფერენციო დარბაზი, გამწვანებული ეზო - პალმებით, უფასო კვება ყველა დასაქმებულისთვის, ორი ავტობუსი, რომელიც თანამშრომლებს ყოველდღიურად ემსახურება - აქ ყველაფერი ბიზნესისადმი სერიოზულ მიდგომაზე მეტყველებს.

პირველი შთაბეჭდილება

როგორც კი გალავანს მიღმა აღმოვჩნდი, პირველი, რაც დავინახე, ძალიან ლამაზი ადმინისტრაციული შენობა და გამწვანებული ეზო იყო. ძველად, ამ ადგილას თევზის საწარმო ყოფილა, შემდგომში ყველაფერი გავერანებულა და განადგურებულა. ეს ლამაზი შენობაც თითქმის დანგრეული იყო, რომელიც კომპანიამ თავიდან აღადგინა და ამ ადგილს ახალი სიცოცხლე აჩუქა.

ადგილზე „კორიდას“ წარმომადგენელი დამხვდა და წარმოების ყველა ეტაპი მაჩვენა: ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქტის შეფუთვამდე.

საწარმოს ტური

ბახილები, ხელთათმანი, პირბადე და ერთჯერადი ხალათი ჩავიცვი, დეზინფექციის პროცესიც გავიარე და საწარმოში შევედი.

რაც გამიხარდა იყო ის, რომ ხარისხის კონტროლი მკაცრად მოწესრიგებულია. ყველა ნედლეული გადის ლაბორატორიულ შემოწმებას, წარმოება შეესაბამება ISO 9001, ISO 22000 სტანდარტს და HACCP საერთაშორისო სისტემას.

„კორიდას“ საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. დიდ დანადგარში ტარდება ხორცი.

შემდეგ, გატარებული ფარში იგზავნება სხვა დანადგარზე, სადაც ხდება მისი შესუნელება და მიმდინარეობს მორევის პროცესი.

შემდგომ, ხდება მზა ფარშის გარსაცმში ფორმირება. ამ პროცესში მეც მივიღე მონაწილეობა.

ეს დანადგარი, როგორც შინაურულად მოიხსენიებენ ე.წ. „სოსისების ამკრეფი“, ძალიან ლამაზად ალაგებს ერთ მწკრივად სოსისებს, რომ ჩარჩო კონსტრუქციაზე გადაიტანონ და შემდეგ თერმულ კამერებში მოათავსონ.

ცალკე გამოყოფილ სივრცეშია შესაბოლი კამერები, სადაც ხდება ძეხვეულის შებოლვა. როგორც ამიხსნეს, გამოყენებული ნახერხი ექსკლუზიურად გერმანული წარმოშობისაა და არომატი და კვამლის კონცენტრაცია საგულდაგულოდ კონტროლდება.

არომატული ხორცპროდუქტები სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იღებს საბოლოო სახეს.

ბოლო პავილიონი პროდუქციის დაფასოება-შეფუთვისთვისაა განკუთვნილი. აქ ხდება სოსისების, ძეხვეულის შეფუთვა, აწონვა, დასტიკერება და საქართველოს ყველა რეგიონის მიმართულებით გაგზავნა.

როგორც გავიგე, ამჟამად, „კორიდა“ ორმოცამდე დასახელების მზა ხორცპროდუქტს აწარმოებს და 400-ზე მეტ კადრს ასაქმებს.

თბილისში კმაყოფილი დავბრუნდი, რადგან იშვიათად მინახავს ასე ერთად შეკრული გუნდი, საქმისადმი ასეთი მაღალი პროფესიონალიზმი და სიყვარული. როგორც „კორიდას“ დირექტორმა, ბატონმა რეზო ნარმანიამ მითხრა, საწარმო ახლო მომავალში გაფართოებას იწყებს და ენერგო ეფექტურობისა და ეკოლოგიურობის მიმართულებით, მზის პანელების დამონტაჟებას გეგმავს. ასევე, უკვე ელოდებიან ახალ დანადგარებს, რაც ხელს შეუწყობს წარმოების გაზრდას და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას რეგიონში.

NS

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"