საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაანებეთ ფეხბურთელებს თავი - ფეხბურთელებსაც ვთხოვ: ბიჭებო, მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ" - მამუკა მდინარაძე
"დაანებეთ ფეხბურთელებს თავი - ფეხბურთელებსაც ვთხოვ: ბიჭებო, მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ" - მამუკა მდინარაძე

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი­დან მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვა­რი რომ გა­მო­სუ­ლი­ყო და მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტე­ბი და­ე­დო, გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და? არ ვკად­რუ­ლობთ და და­ა­ნე­ბეთ ამ ფეხ­ბურ­თე­ლებს თავი - ფეხ­ბურ­თე­ლებ­საც ვთხოვ: ბი­ჭე­ბო, მი­ხე­დეთ იმ ძა­ლი­ან მა­გარ საქ­მეს, რა­შიც ჩემ­პი­ო­ნე­ბი ხართ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, რო­გორც ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, ისე ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი “შავი ფუ­ლი­სათ­ვის ბრძო­ლის ბინ­ძურ კამ­პა­ნი­ა­ში” არ უნდა გა­რი­ონ.

“სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, ვინც გა­მო­ვი­და და მხა­რი და­უ­ჭი­რა მათ ცრუ ნა­რა­ტივს, ისე­დაც ვი­ცო­დით, რომ “ნაც­მოძ­რა­ო­ბის” მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ. ჩვენ ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებს არ ვე­უბ­ნე­ბით, რომ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თონ, არ ვრევთ. მომ­ღე­რა­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე, ხე­ლო­ვა­ნი, მხატ­ვა­რი, სპორ­ტსმე­ნი ყვე­ლას უყ­ვარს და ხომ შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­სი იყოს, ყვე­ლას უყ­ვარ­დეს - ამ “ენ­ჯე­ო­ე­ბის” მომ­ხრე­ებ­საც, “ნაც­მოძ­რა­ო­ბის” და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მომ­ხრე­ებ­საც. ხომ შე­იძ­ლე­ბა მომ­ღერ­ლე­ბი არ ჩა­ვა­ყე­ნოთ ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ და ტყუ­ი­ლე­ბი ვა­ლა­პა­რა­კოთ. ჩემი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა ნინო ქა­თა­მა­ძის ნიჭს, მაგ­რამ ტყუ­ი­ლი მოყ­ვა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ემიგ­რან­ტი ჩა­მო­ვი­და, ფული ჩა­მო­ი­ტა­ნა, მი­ტინგზე გა­ვი­და და ეს ამ კა­ნო­ნით არ შე­იძ­ლე­ბაო. უფრო მეტ ტყუ­ილს ვერ მო­ი­ფიქ­რებ. ან და­არ­წმუ­ნეს და მსხვერ­პლია ეს ადა­მი­ა­ნი ბინ­ძუ­რი, შავი ფუ­ლის­თვის ბრძო­ლის კამ­პა­ნი­ას, ან შეგ­ნე­ბუ­ლად იტყუ­ე­ბა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტყუ­ი­ლი თქვა. უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი, ხალ­ხი რომ პა­ტივს სცემს, გა­მო­ვი­და და ტყუ­ი­ლი თქვა. ან რა­ტომ კად­რუ­ლობს ან რა­ტომ უჯე­რებს ასე უა­პე­ლა­ცი­ოდ?

ფეხ­ბურ­თე­ლებ­საც ვთხოვ: ბი­ჭე­ბო მი­ხე­დეთ იმ ძა­ლი­ან მა­გარ საქ­მეს, რა­შიც ჩემ­პი­ო­ნე­ბი ხართ, არა­ნორ­მა­ლუ­რად მაგ­რე­ბი ხართ და მარ­თლა გმი­რე­ბი ხართ. არც ჩვენ გვინ­და. გავ­ჩერ­დეთ. დას­დე­ვენ, აბუ­ლინ­გე­ბენ. ამ ხალ­ხმა ძა­ლი­ან მოკ­ლე პე­რი­ო­დის შემ­დეგ უნდა ითა­მა­შონ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და უნდა იყ­ვნენ შე­მარ­თე­ბით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რით. არ შე­იძ­ლე­ბა მათი გა­ყო­ფა. ვი­ღაც შე­იძ­ლე­ბა მხარს არ გვი­ჭერ­დეს, ან ვი­ღაც გვი­ჭერ­დეს, ვი­ღაც მე­გო­ბა­რია ჩვე­ნი. ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რია ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­გე­ბით და არ კად­რუ­ლობს და არ ეუბ­ნე­ბა არც ერთ მათ­განს მხარ­და­ჭე­რა­ზე. გა­უ­ჭირ­დე­ბო­და? ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი­დან მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვა­რი რომ გა­მო­სუ­ლი­ყო და მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტე­ბი და­ე­დო, გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და? არ ვკად­რუ­ლობთ და და­ა­ნე­ბეთ ამ ფეხ­ბურ­თე­ლებს თავი. იმ ბი­ჭებ­მა უნდა ითა­მა­შონ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით. ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლით უნდა იყ­ვნენ გაჟ­ღენ­თი­ლე­ბი და გა­ეშ­ვით. და­ა­ნე­ბეთ ცოტა ხანი თავი. რა­ტომ დას­დევთ. აბუ­ლინ­გე­ბენ. სა­ი­დან არ უვ­ლი­ან. ნუ გახ­ვევთ შავი ფუ­ლის­თვის ბრძო­ლის ბინ­ძურ კამ­პა­ნი­ა­ში. სულ რომ მარ­თლე­ბი იყოთ, მა­ინც გა­ეშ­ვით, მტყუ­ა­ნე­ბი ხართ და გა­ეშ­ვით”, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაპა
0

როგორი დამრიგებლური პიროვნებაა. სულ ასე იცის ამან. თვით ბიძინასაც კი არიგებს ხოლმე და ბჭობენ ერთად. უბრალოდ ნაკლიც აქვს, როგორც ყველა მოკვდავს. ჯი-პი-ეს ნავიგაციაში ვერ ერკვევა სამწუხაროდ, ტრუსკავეცი ვერ დასვა ზუსტად. მაგრამ არაუშავს, სწავლა სიბერემდეო ხომ გაგიგია ჩემო პარტიის ბრძენთა-ბრძენო... ,,ბიძოს შემდეგ'' 

. . . . .
0

თქვე კაი ხალხო, როცა ვინმე რამეს იტყვის მაშინვე მის პროფესისას უსვამთ ხაზს და ,,შენი საქმე და პოლიტიკა ერთად ვის გაუგიაო'' გვმოძღვრავთ და არჩევნებზე რომ მივდივართ და ხმას გაძლევთ მაშინ არავის ახსოვს პროფესია დაპირებები, რომ გავიწყდებათ და ამაზე რამეს ვიტყვით ,,არიქა ამ ხელობის კაცს პოლიტიკასთან რა გინდაო'' მაშინ მე გეტყვით, თქვე კაი ხალხო პოლიტიკოსები, როგორც გინდათ ისე ჭრით და კერავთ ჩვენს ბედ იღბალს ანუ ყველას ისე მოექცევით როგორც მოგეპრიანებათ და იმას ეტყვით რაც გინდათ და ჩვენ უფლებაც არ გვაქვს ამაზე ჩენი აზრი გამოვხატოთ თურმე, რადგან პროფესია გვაქვს :( ეს სადაური ლოგიკაა ან ნორმალურია რასაც იძახით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"დაანებეთ ფეხბურთელებს თავი - ფეხბურთელებსაც ვთხოვ: ბიჭებო, მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ" - მამუკა მდინარაძე

"დაანებეთ ფეხბურთელებს თავი - ფეხბურთელებსაც ვთხოვ: ბიჭებო, მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ" - მამუკა მდინარაძე

ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ და დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი - ფეხბურთელებსაც ვთხოვ: ბიჭებო, მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, როგორც ხელოვანი ადამიანები, ისე ფეხბურთელები “შავი ფულისათვის ბრძოლის ბინძურ კამპანიაში” არ უნდა გარიონ.

“საზოგადოებაში ცნობილი სახეები, რამდენიმე ადამიანი, ვინც გამოვიდა და მხარი დაუჭირა მათ ცრუ ნარატივს, ისედაც ვიცოდით, რომ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები იყვნენ. ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს არ ვეუბნებით, რომ ასეთი განცხადებები გააკეთონ, არ ვრევთ. მომღერალი, მოცეკვავე, ხელოვანი, მხატვარი, სპორტსმენი ყველას უყვარს და ხომ შეიძლება, ყველასი იყოს, ყველას უყვარდეს - ამ “ენჯეოების” მომხრეებსაც, “ნაცმოძრაობის” და “ქართული ოცნების” მომხრეებსაც. ხომ შეიძლება მომღერლები არ ჩავაყენოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოვიყვანოთ და ტყუილები ვალაპარაკოთ. ჩემი დიდი პატივისცემა ნინო ქათამაძის ნიჭს, მაგრამ ტყუილი მოყვა. წარმოიდგინეთ, ემიგრანტი ჩამოვიდა, ფული ჩამოიტანა, მიტინგზე გავიდა და ეს ამ კანონით არ შეიძლებაო. უფრო მეტ ტყუილს ვერ მოიფიქრებ. ან დაარწმუნეს და მსხვერპლია ეს ადამიანი ბინძური, შავი ფულისთვის ბრძოლის კამპანიას, ან შეგნებულად იტყუება. წარმოუდგენელი ტყუილი თქვა. უნიჭიერესი ადამიანი, ხალხი რომ პატივს სცემს, გამოვიდა და ტყუილი თქვა. ან რატომ კადრულობს ან რატომ უჯერებს ასე უაპელაციოდ?

ფეხბურთელებსაც ვთხოვ: ბიჭებო მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ, არანორმალურად მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. არც ჩვენ გვინდა. გავჩერდეთ. დასდევენ, აბულინგებენ. ამ ხალხმა ძალიან მოკლე პერიოდის შემდეგ უნდა ითამაშონ ევროპის ჩემპიონატზე და უნდა იყვნენ შემართებით მთელი საქართველოს მხარდაჭერით. არ შეიძლება მათი გაყოფა. ვიღაც შეიძლება მხარს არ გვიჭერდეს, ან ვიღაც გვიჭერდეს, ვიღაც მეგობარია ჩვენი. ლევან კობიაშვილი ჩვენი ოჯახის წევრია ყველანაირი გაგებით და არ კადრულობს და არ ეუბნება არც ერთ მათგანს მხარდაჭერაზე. გაუჭირდებოდა? ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ და დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი. იმ ბიჭებმა უნდა ითამაშონ მთელი საქართველოს სიყვარულით. ყველას სიყვარულით უნდა იყვნენ გაჟღენთილები და გაეშვით. დაანებეთ ცოტა ხანი თავი. რატომ დასდევთ. აბულინგებენ. საიდან არ უვლიან. ნუ გახვევთ შავი ფულისთვის ბრძოლის ბინძურ კამპანიაში. სულ რომ მართლები იყოთ, მაინც გაეშვით, მტყუანები ხართ და გაეშვით”, - განაცხადა მდინარაძემ.