1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
ნათელი დაღუპულების სულებს. ფარავდეს უფალი სამარადისოდ!!! 1988 წლის იპოდრომის მიტინგიდან დაწყებული, თითქმის ყველა შეკრების მონაწილე ვარ. ვერც ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ დამოუკიდებელ საქართველოს მსგავსი "მეგრანტეები" მოაჯდებოდნენ.
ტრაგედია არ მიესადაგება მაგ მოვლენას.ეს იყო რუსეთის მიზანმიმართული სადამსჯელო ოპერაცია ქართველი ერის წინააღმდეგ.წესით ჰააგაში უნდა იყოს საქმე აღძრული.ფორმალურად მაინც .