ავტორი:

წაგრძელებული თავები და ხელებზე სამი თითი - პერუს გამოქვაბულში აღმოჩენილი გასაოცარი არტეფაქტები, რომლებიც შავ ბაზარზე ძვირად ფასობს: "ფიქრობენ, რომ ნეშტები უცხოპლანეტელებს ეკუთვნის"

წაგრძელებული თავები და ხელებზე სამი თითი - პერუს გამოქვაბულში აღმოჩენილი გასაოცარი არტეფაქტები, რომლებიც შავ ბაზარზე ძვირად ფასობს: "ფიქრობენ, რომ ნეშტები უცხოპლანეტელებს ეკუთვნის"

პერუს გამოქვაბულში აღმოაჩინეს ასობით პრე-ესპანური არტეფაქტი, რომლებიც ბევრი უცნაური თეორიის დასაბამი გახდა. ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ აღმოჩენილი ნეშტები უცხოპლანეტელებს ეკუთვნის, რაც მძარცველებს უბიძგებს, რომ მუმიები და სხვა ისტორიული ნივთები მოიპარონ და შავ ბაზარზე გაყიდონ.

გამოქვაბული ლეანდრო რივერამ იმავე ტერიტორიაზე აღმოაჩინა, სადაც ნასკას უზარმაზარი გეომეტრიული და ფიგურული გეოგლიფების ჯგუფია გამოსახული. გამოსახულებებს შორის ფრინველები და სხვადასხვა ცხოველები გვხვდება.

უძველესი გეოგლიფები უკვე დიდი ხანია მნახველებს აოცებს და ზოგიერთს იმისაც კი სჯერა, რომ ეს უცხოპლანეტელების ნახელავია. ასე რომ, როცა რივერამ გამოქვაბული იპოვა, რომელშიც ადამიანის ძვლებს წაგრძელებული თავები და თითოეულ ხელზე სამი თითი ჰქონდათ, მათი ამოთხრა დაიწყო. ის აღმოჩენილ ნივთებსა და ძვლებს კონტრაბანდულად საზღვარგარეთ ყიდდა.

რივერა "საჯარო ძეგლებზე თავდასხმის დანაშაულისთვის" უკვე ციხეშია და სასჯელს იხდის.

მექსიკელმა ჟურნალისტმა და უცხოპლანეტელებით დაინტერესებულმა ხაიმე მაუსანმა განაცხადა, რომ გამოქვაბულში აღმოჩენილი მუმიები დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობაზე მიუთითებდნენ, თუმცა ეს თეორია მეცნიერებმა უარყვეს.

რივერას თქმით, მან გამოქვაბულიდან 200-მდე ნაშთის ამოთხრა მოასწრო, სანამ დააკავებდნენ. მათი ნაწილი ლეონარდო რივერამ საფრანგეთში, ესპანეთსა და რუსეთში კონტრაბანდულად გადაიტანა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მუმიებსა და სხვა წინა-ესპანურ არტეფაქტებს შავ ბაზარზე მაღალი ფასები აქვთ და ასეთი ძვირფასი ნივთების გაყიდვის ფართო მასშტაბების გამო ძალიან ღელავენ.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა