მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის და როგორ უნდა ამოიღოთ თაფლი სკიდან
როდის და როგორ უნდა ამოიღოთ თაფლი სკიდან

იმის­თვის, რომ თაფ­ლი იყოს სა­სი­ა­მოვ­ნო გე­მო­თი და არო­მა­ტუ­ლი თვი­სე­ბე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მრა­ვა­ლი ნი­უ­ან­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. მათ შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ რო­დის უნდა ამო­ი­ღოთ თაფ­ლი სკი­დან, რად­გან პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი დიდ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია ამო­ღე­ბის დრო­ის სწორ არ­ჩე­ვან­ზე.

რო­დის ამო­ვი­ღოთ თაფ­ლი სკი­დან?

თაფ­ლის შეგ­რო­ვე­ბის და­წყე­ბა დიდ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია ამინ­დის პი­რო­ბებ­ზე. რაც უფრო ადრე და­ი­წყე­ბა სა­გა­ზა­ფხუ­ლო ხე­ე­ბი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის ყვა­ვი­ლო­ბა, მით უფრო მალე შე­ავ­სე­ბენ ფუტკრე­ბი ფი­ჭას და შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა თაფ­ლის ამო­ღე­ბა. თუ ამინ­დი და რე­გი­ო­ნის კლი­მა­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, პირ­ვე­ლი ამო­ღე­ბა გა­ზა­ფხულ­ზე უნდა მოხ­დეს. ქვეყ­ნის სამ­ხრე­თით, მო­სავ­ლის მი­ღე­ბა შე­გიძ­ლი­ათ მა­ის­ში, ხოლო ჩრდი­ლო­ეთ რე­გი­ო­ნებ­ში მო­გი­წევთ ლო­დი­ნი ზა­ფხუ­ლის და­სა­წყი­სამ­დე. და­ი­წყეთ სკის ჩარ­ჩო­ე­ბის შე­მოწ­მე­ბა, რო­გორც კი აკა­ცია აყ­ვავ­დე­ბა.

რო­გორ ამო­ვი­ღოთ თაფ­ლი?

ამ კი­თხვა­ზე პა­სუხს თი­თო­ე­უ­ლი მე­ფუტკრე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად პო­უ­ლობს, მაგ­რამ ტექ­ნო­ლო­გია ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში იგი­ვეა. არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­უ­ან­სი, რო­მელ­თა ცოდ­ნი­თაც შე­გიძ­ლი­ათ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­მარ­ტი­ვოთ პრო­ცე­სი და გა­ხა­დოთ უფრო პრო­დუქ­ტი­უ­ლი. უმ­ჯო­ბე­სია თაფ­ლი ფუტკრე­ბის­გან მო­შო­რე­ბით ამო­ი­ღოთ, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ჭურ­ჭე­ლი ბა­დე­ე­ბით. კი­დევ ერთი ვა­რი­ან­ტია ამო­ღე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ოთახ­ში.

(წიგ­ნის პირ­ველ ტომ­ში გი­ამ­ბობთ მე­ფუტკრე­ო­ბის შე­სა­ხებ, გა­გაც­ნობთ დამ­წყე­ბი თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მე­ფუტკრის­თვის სა­სარ­გებ­ლო, სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას. რო­გორ მი­ვი­ღოთ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სამ­კურ­ნა­ლო თაფ­ლი? რო­გორ და­ვიც­ვათ ფუტ­კა­რი? რო­გორ გავ­ზარ­დოთ ოჯა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ზა­ფხულ­ში? რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ფუტკრის პრო­დუქ­ტე­ბი?)

მიჰ­ყე­ვით ინ­სტრუქ­ცი­ას:

  1. ფუტკრის­გან და­სა­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა;
  2. ამო­ი­ღეთ ჩარ­ჩო­ე­ბი სკე­ბი­დან;
  3. ამო­ი­ღეთ თაფ­ლი და­ნით;
  4. და­აბ­რუ­ნეთ ჩარ­ჩო­ე­ბი სკებ­ში.

სკა­ში შე­მო­ტა­ნი­ლი თაფ­ლის რა­ო­დე­ნო­ბის და­სად­გე­ნად თქვენ უნდა აწო­ნოთ გა­მო­წუ­რუ­ლი თაფ­ლის მასა და და­უ­მა­ტოთ და­ტო­ვე­ბუ­ლი თაფ­ლის მა­რა­გი (მი­ახ­ლო­ე­ბით). ცნო­ბი­სათ­ვის, თაფ­ლით სრუ­ლად გავ­სე­ბუ­ლი ბუ­დის ჩარ­ჩო 3-4 კგ თაფლს შე­ი­ცავს. ამა­ვე მიზ­ნით თქვენ შე­იძ­ლე­ბა აწო­ნოთ ჩარ­ჩო­ე­ბი ცი­ფერბლა­ტი­ა­ნი სას­წო­რის გა­მო­ყე­ნე­ბით. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ სა­კუთ­რივ ჩარ­ჩო­ი­ა­ნი ფი­ჭის მასა 250-300 გ-ს შე­ად­გენს (სიძ­ვე­ლის მი­ხედ­ვით).

(მე­ო­რე ტომი ძი­რი­თა­დად თაფ­ლით მკურ­ნა­ლო­ბას ეხე­ბა. ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში ოდით­გან­ვე ცნო­ბი­ლია, რომ თაფლს აქვს სა­სარ­გებ­ლო გავ­ლე­ნა ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე და მას ხში­რად იყე­ნებ­დნენ სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით).

თაფ­ლის გა­მო­წურ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფუტკრე­ო­ბის პრაქ­ტი­კა­ში ეს ერთ-ერთი შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია. ეს სამ­რეწ­ვე­ლო სა­წყი­სებ­ზე გა­დას­ვლის ერთ-ერთი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბაა. თაფ­ლის ფი­ჭე­ბი­დან გა­მო­წურ­ვი­სათ­ვის მე­ფუტკრემ პრო­ცე­სის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი წარ­მარ­თვი­სათ­ვის უპირ­ვე­ლე­სად სა­თავ­სო უნდა შე­არ­ჩი­ოს.

სა­თავ­სოს წა­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბია:

და­ვიც­ვათ, რომ შიგ­ნით ფუტ­კა­რი არ მოხ­ვდეს, ხოლო შემ­თხვე­ვით მოხ­ვედ­რი­ლი ფუტკრის გა­სა­რე­კად ფან­ჯრებს უნდა ჰქონ­დეთ სა­თა­ნა­დო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა (1800 C-ით ჩარ­ჩო­ე­ბის მობ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა), იყოს ვენ­ტი­ლა­ცი­ა­და შე­იძ­ლე­ბო­დეს ჰი­გი­ე­ნუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის დაც­ვა;

სა­თავ­სო­ში არ­სე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ისეთ­ნა­ი­რად დავ­დგათ, რომ გა­მო­ი­რი­ცხოს ზედ­მე­ტი მოძ­რა­ო­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს თაფ­ლი­ა­ნი და გა­მო­წუ­რუ­ლი ფი­ჭე­ბის (კორ­პუ­სე­ბით) გა­და­ად­გი­ლე­ბა მარ­ტი­ვი მე­ქა­ნი­კუ­რი (მაგ. ორ­ბორ­ბლი­ა­ნი ური­კით) მო­წყო­ბი­ლო­ბით.

თაფ­ლი­ა­ნი ფი­ჭე­ბის ასათ­ლე­ლად იყე­ნე­ბენ შემ­დეგ მო­წყო­ბი­ლო­ბას:

უჟან­გა­ვი ლი­თო­ნის ქვა­ბი შიგ ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი დახ­ვრე­ტილ ძი­რი­ა­ნი თა­სით, ზე­მო­დან ზო­ლო­ვა­ნი ფო­ლა­დის ფირ­ფი­ტე­ბი­სა­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბის დამ­ჭე­რი და ქვა­ბის ქვე­და მხა­რე­ზე მორ­გე­ბუ­ლი ონ­კა­ნი თაფ­ლის გა­მო­სა­დე­ნად;

ფი­ჭე­ბის ასათ­ლე­ლი კარ­გად გა­ლე­სი­ლი დანა თაფ­ლი­ა­ნი ფი­ჭე­ბი სკი­დან ამო­ი­ღეთ იმის შემ­დეგ, რაც ისი­ნი გა­და­ბეჭ­დი­ლი იქ­ნე­ბა2/3-ზე მა­ინც, რად­გან ფუტკრის გა­რე­შე მისი დამ­წი­ფე­ბა ძალ­ზე გა­გიძ­ნელ­დე­ბათ, არ უნდა ამო­ი­ღოთ ბარ­ტყი­ა­ნი (რო­გორც თავ­ღია, ისე გა­და­ბეჭ­დი­ლი) ფი­ჭე­ბი, ამო­ღე­ბუ­ლის ნაც­ვლად ჩა­უდ­გით ცა­რი­ე­ლი ფი­ჭე­ბი, რომ არ და­არ­ღვი­ოთ ფუტკრის მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი, გა­მო­ი­ყე­ნეთ ფი­ჭე­ბი­დან ფუტკრის მო­სა­ცი­ლებ­ლად ტი­ხა­რი ფუტკრის გამ­რე­კით ან შე­კუმ­შუ­ლი ჰა­ე­რი.

ავ­ტო­რი: თეა ინა­სა­რი­ძე

მარკ ტვენი
0

როგორ ვურედაქტორე სასოფლო სამეურნეო გაზეთს...

როდის და როგორ უნდა ამოიღოთ თაფლი სკიდან

როდის და როგორ უნდა ამოიღოთ თაფლი სკიდან

იმისთვის, რომ თაფლი იყოს სასიამოვნო გემოთი და არომატული თვისებებით, აუცილებელია მრავალი ნიუანსის გათვალისწინება. მათ შორის მნიშვნელოვანია, თუ როდის უნდა ამოიღოთ თაფლი სკიდან, რადგან პროდუქტის ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია ამოღების დროის სწორ არჩევანზე.

როდის ამოვიღოთ თაფლი სკიდან?

თაფლის შეგროვების დაწყება დიდწილად დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. რაც უფრო ადრე დაიწყება საგაზაფხულო ხეებისა და ყვავილების ყვავილობა, მით უფრო მალე შეავსებენ ფუტკრები ფიჭას და შესაძლებელი იქნება თაფლის ამოღება. თუ ამინდი და რეგიონის კლიმატი საშუალებას იძლევა, პირველი ამოღება გაზაფხულზე უნდა მოხდეს. ქვეყნის სამხრეთით, მოსავლის მიღება შეგიძლიათ მაისში, ხოლო ჩრდილოეთ რეგიონებში მოგიწევთ ლოდინი ზაფხულის დასაწყისამდე. დაიწყეთ სკის ჩარჩოების შემოწმება, როგორც კი აკაცია აყვავდება.

როგორ ამოვიღოთ თაფლი?

ამ კითხვაზე პასუხს თითოეული მეფუტკრე ინდივიდუალურად პოულობს, მაგრამ ტექნოლოგია ყველა შემთხვევაში იგივეა. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელთა ცოდნითაც შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაამარტივოთ პროცესი და გახადოთ უფრო პროდუქტიული. უმჯობესია თაფლი ფუტკრებისგან მოშორებით ამოიღოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ჭურჭელი ბადეებით. კიდევ ერთი ვარიანტია ამოღება სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.

(წიგნის პირველ ტომში გიამბობთ მეფუტკრეობის შესახებ, გაგაცნობთ დამწყები თუ პროფესიონალი მეფუტკრისთვის სასარგებლო, საჭირო ინფორმაციას. როგორ მივიღოთ მაღალი ხარისხის სამკურნალო თაფლი? როგორ დავიცვათ ფუტკარი? როგორ გავზარდოთ ოჯახების რაოდენობა ზაფხულში? როგორ გამოვიყენოთ ფუტკრის პროდუქტები?)

მიჰყევით ინსტრუქციას:

  1. ფუტკრისგან დასაცავი საშუალებების გამოყენება;
  2. ამოიღეთ ჩარჩოები სკებიდან;
  3. ამოიღეთ თაფლი დანით;
  4. დააბრუნეთ ჩარჩოები სკებში.

სკაში შემოტანილი თაფლის რაოდენობის დასადგენად თქვენ უნდა აწონოთ გამოწურული თაფლის მასა და დაუმატოთ დატოვებული თაფლის მარაგი (მიახლოებით). ცნობისათვის, თაფლით სრულად გავსებული ბუდის ჩარჩო 3-4 კგ თაფლს შეიცავს. ამავე მიზნით თქვენ შეიძლება აწონოთ ჩარჩოები ციფერბლატიანი სასწორის გამოყენებით. გაითვალისწინეთ, რომ საკუთრივ ჩარჩოიანი ფიჭის მასა 250-300 გ-ს შეადგენს (სიძველის მიხედვით).

(მეორე ტომი ძირითადად თაფლით მკურნალობას ეხება. ხალხურ მედიცინაში ოდითგანვე ცნობილია, რომ თაფლს აქვს სასარგებლო გავლენა ნერვულ სისტემაზე და მას ხშირად იყენებდნენ სამკურნალო დანიშნულებით).

თაფლის გამოწურვა საქართველოს მეფუტკრეობის პრაქტიკაში ეს ერთ-ერთი შრომატევადი პროცესია. ეს სამრეწველო საწყისებზე გადასვლის ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოებაა. თაფლის ფიჭებიდან გამოწურვისათვის მეფუტკრემ პროცესის შეუფერხებელი წარმართვისათვის უპირველესად სათავსო უნდა შეარჩიოს.

სათავსოს წაყენებული მოთხოვნებია:

დავიცვათ, რომ შიგნით ფუტკარი არ მოხვდეს, ხოლო შემთხვევით მოხვედრილი ფუტკრის გასარეკად ფანჯრებს უნდა ჰქონდეთ სათანადო აღჭურვილობა (1800 C-ით ჩარჩოების მობრუნების საშუალება), იყოს ვენტილაციადა შეიძლებოდეს ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა;

სათავსოში არსებული მოწყობილობა ისეთნაირად დავდგათ, რომ გამოირიცხოს ზედმეტი მოძრაობა, შესაძლებელი იყოს თაფლიანი და გამოწურული ფიჭების (კორპუსებით) გადაადგილება მარტივი მექანიკური (მაგ. ორბორბლიანი ურიკით) მოწყობილობით.

თაფლიანი ფიჭების ასათლელად იყენებენ შემდეგ მოწყობილობას:

უჟანგავი ლითონის ქვაბი შიგ ჩამონტაჟებული დახვრეტილ ძირიანი თასით, ზემოდან ზოლოვანი ფოლადის ფირფიტებისაგან დამზადებული ჩარჩოების დამჭერი და ქვაბის ქვედა მხარეზე მორგებული ონკანი თაფლის გამოსადენად;

ფიჭების ასათლელი კარგად გალესილი დანა თაფლიანი ფიჭები სკიდან ამოიღეთ იმის შემდეგ, რაც ისინი გადაბეჭდილი იქნება2/3-ზე მაინც, რადგან ფუტკრის გარეშე მისი დამწიფება ძალზე გაგიძნელდებათ, არ უნდა ამოიღოთ ბარტყიანი (როგორც თავღია, ისე გადაბეჭდილი) ფიჭები, ამოღებულის ნაცვლად ჩაუდგით ცარიელი ფიჭები, რომ არ დაარღვიოთ ფუტკრის მუშაობის პროცესი, გამოიყენეთ ფიჭებიდან ფუტკრის მოსაცილებლად ტიხარი ფუტკრის გამრეკით ან შეკუმშული ჰაერი.

ავტორი: თეა ინასარიძე