სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის არის კაცი, რომელმაც თავი გაწირა თავისი ქვეყნისათვის და ფულით არ შანტაჟდება" - მამუკა მდინარაძე ივანიშვილზე
"ის არის კაცი, რომელმაც თავი გაწირა თავისი ქვეყნისათვის და ფულით არ შანტაჟდება" - მამუკა მდინარაძე ივანიშვილზე

კრი­ტი­კა გინ­დათ? გა­აკ­რი­ტი­კეთ [ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი]! იმ კაცს არ უკ­ვირს კრი­ტი­კა, ისეთ სი­ბინ­ძუ­რე­ებს ჰკად­რებთ, რომ შე­ვეჩ­ვი­ეთ ჩვენ ყვე­ლა ერ­თად და იმუ­ნი­ტე­ტი გვაქვს თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის კაცი, რო­მე­ლიც ვერ მო­ი­ნე­ლეთ ვე­რას­დროს. ახლა გა­დახ­ვე­დით შვილ­ზე და შეკ­ვე­თილ სტა­ტი­ებ­ზე, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, ბრი­ტა­ნულ გა­მო­ცე­მა Daily Mail-ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და მისი შვი­ლის, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ და­წე­რილ სტა­ტი­ას, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბრა­ზი­ლი­ა­ში ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ზა­დებს პი­რო­ბებს იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დე­ბა.

მდი­ნა­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ უკვე მოქ­მე­დებს სან­ქცი­ე­ბი, რისი მა­გა­ლი­თიც შვე­ი­ცა­რი­ის ბან­კში გა­ჩე­რე­ბუ­ლი ორი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია. მი­სი­ვე თქმით, ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თვის თავი გას­წი­რა, ფუ­ლით არ შან­ტაჟ­დე­ბა.

„სან­ქცი­რე­ბუ­ლია, მეტი რა უნდა და­ა­სან­ქცი­რონ, ორი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი რომ გა­უ­ჩე­რეს შვე­ი­ცა­რი­ის ბან­კში, მეტი სან­ქცია რა უნდა იყოს? - სან­ქცია, მგო­ნი, თქვენ გგო­ნი­ათ, რომ უნდა ეს­რო­ლონ ადა­მი­ანს თოფი. ად­ვო­კა­ტებ­მა ილა­პა­რა­კეს, თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ილა­პა­რა­კა. აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლე და კლა­სი­კუ­რი შეკ­ვე­თი­ლი სტა­ტი­აა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არამ­ხო­ლოდ რო­გორ შე­უ­ტი­ონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, არა­მედ მისი ოჯა­ხის წევ­რებს - სად წავა ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი, რა „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ რო­მე­ლი­მე ჟურ­ნა­ლის­ტის საქ­მეა, ან რა თქვე­ნი საქ­მეა ან რა შემ­კვე­თის საქ­მეა, ასი­ა­თა­სო­ბით დო­ლარს რომ იხ­დი­ან თითო სტა­ტი­ა­ში და თან, მერე ქვეყ­ნდე­ბა FARA-ზე ეს ყვე­ლა­ფე­რი. მი­დის „ნაც­მოძ­რა­ო­ბი­დან“ და მათი პატ­რო­ნე­ბის­გან ეს შეკ­ვე­თე­ბი და გა­ჩერ­დნენ! და­ა­ნე­ბეთ შვი­ლებ­ზე ბუ­ლინგს, ხალ­ხო, თავი! რა კი­თხვაა, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი რა­ტომ ცხოვ­რობს ბრა­ზი­ლი­ა­ში? - ვინ გე­კი­თხე­ბათ, რა­ტომ ცხოვ­რობს და რა დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნის სა­ფუძ­ველს გაძ­ლევთ ეს. [ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი] სან­ქცი­რე­ბუ­ლია უკვე, უფრო ვე­ღარ და­ა­სან­ქცი­რე­ბენ. ვინ­მემ მის­წე­რა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი­დან, რომ ბრა­ზი­ლი­ა­ში გა­და­რი­ცხეთ ეგ თან­ხა თუ უკან და­მიბ­რუ­ნებ­თო, შვე­ი­ცა­რი­ის ბანკს, რო­მე­ლიც ჩა­მო­ამ­ხვეს მხო­ლოდ იმის გამო, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ე­შან­ტა­ჟე­ბი­ნათ? არ შან­ტაჟ­დე­ბა ეს კაცი! არის კაცი, რო­მელ­მაც თავი გა­წი­რა თა­ვი­სი ქვეყ­ნი­სათ­ვის პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, არ შან­ტაჟ­დე­ბა ამ ფუ­ლით და და­ა­ნე­ბეთ თავი“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
2

ერთი შენ ხარ სამშობლოსთვის თავგანწირული და მეორე ეგა.

სერგია
18

ბატონმა ბიძინამ შექმნა ახალი ნამდვილი საქათველო, დემოკრატიული, განვითარებული, მდიდარი, ძლიერი, მშვიდობიანი, ერთიანი, შემოგვიმტკიცა გარეჯი და სომხეთის 4 სოფელი. ძლიერი ფაბრიკაქარხნებითა და უძლიერესი სოფლის მეურნეობით. არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი მსოფლიოში 3 მილიარდი დოლარი დაახარჯა ქვეყანას, აგვიშენა სამება. შექმნა ყველაზე კარგი პარტია საქართვლოს ისტორიაში. სწორედ ამას ვერ პატიობენ ქვეყნის მტრები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ის არის კაცი, რომელმაც თავი გაწირა თავისი ქვეყნისათვის და ფულით არ შანტაჟდება" - მამუკა მდინარაძე ივანიშვილზე

"ის არის კაცი, რომელმაც თავი გაწირა თავისი ქვეყნისათვის და ფულით არ შანტაჟდება" - მამუკა მდინარაძე ივანიშვილზე

კრიტიკა გინდათ? გააკრიტიკეთ [ბიძინა ივანიშვილი]! იმ კაცს არ უკვირს კრიტიკა, ისეთ სიბინძურეებს ჰკადრებთ, რომ შევეჩვიეთ ჩვენ ყველა ერთად და იმუნიტეტი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით - ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი არის კაცი, რომელიც ვერ მოინელეთ ვერასდროს. ახლა გადახვედით შვილზე და შეკვეთილ სტატიებზე, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-ში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და მისი შვილის, ბერა ივანიშვილის შესახებ დაწერილ სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ ბრაზილიაში ბერა ივანიშვილი ამზადებს პირობებს იმ შემთხვევისთვის, თუ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს სანქციები დაუწესდება.

მდინარაძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე მოქმედებს სანქციები, რისი მაგალითიც შვეიცარიის ბანკში გაჩერებული ორი მილიარდი დოლარია. მისივე თქმით, ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი ქვეყნისთვის თავი გასწირა, ფულით არ შანტაჟდება.

„სანქცირებულია, მეტი რა უნდა დაასანქცირონ, ორი მილიარდი დოლარი რომ გაუჩერეს შვეიცარიის ბანკში, მეტი სანქცია რა უნდა იყოს? - სანქცია, მგონი, თქვენ გგონიათ, რომ უნდა ესროლონ ადამიანს თოფი. ადვოკატებმა ილაპარაკეს, თავად ბიძინა ივანიშვილმა ილაპარაკა. აბსოლუტური სისულელე და კლასიკური შეკვეთილი სტატიაა იმასთან დაკავშირებით, არამხოლოდ როგორ შეუტიონ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მისი ოჯახის წევრებს - სად წავა ბერა ივანიშვილი, რა „დეილი მეილის“ რომელიმე ჟურნალისტის საქმეა, ან რა თქვენი საქმეა ან რა შემკვეთის საქმეა, ასიათასობით დოლარს რომ იხდიან თითო სტატიაში და თან, მერე ქვეყნდება FARA-ზე ეს ყველაფერი. მიდის „ნაცმოძრაობიდან“ და მათი პატრონებისგან ეს შეკვეთები და გაჩერდნენ! დაანებეთ შვილებზე ბულინგს, ხალხო, თავი! რა კითხვაა, ბერა ივანიშვილი რატომ ცხოვრობს ბრაზილიაში? - ვინ გეკითხებათ, რატომ ცხოვრობს და რა დასკვნების გამოტანის საფუძველს გაძლევთ ეს. [ბიძინა ივანიშვილი] სანქცირებულია უკვე, უფრო ვეღარ დაასანქცირებენ. ვინმემ მისწერა ივანიშვილების ოჯახიდან, რომ ბრაზილიაში გადარიცხეთ ეგ თანხა თუ უკან დამიბრუნებთო, შვეიცარიის ბანკს, რომელიც ჩამოამხვეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი დაეშანტაჟებინათ? არ შანტაჟდება ეს კაცი! არის კაცი, რომელმაც თავი გაწირა თავისი ქვეყნისათვის პირდაპირი გაგებით, არ შანტაჟდება ამ ფულით და დაანებეთ თავი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.