საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰავანის სინდრომი" - საიდუმლო დაავადება, რომელიც ამერიკელ ოფიციალურ პირებს გამოუვლინდათ: როგორ უკავშირდება ეს რუსულ სპეცსამსახურებს და რა მოხდა თბილისში?
"ჰავანის სინდრომი" - საიდუმლო დაავადება, რომელიც ამერიკელ ოფიციალურ პირებს გამოუვლინდათ: როგორ უკავშირდება ეს რუსულ სპეცსამსახურებს და რა მოხდა თბილისში?

The Insider-ი, ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია CBS-ი და გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Spiegel-ი ერ­თობ­ლივ გა­მო­ძი­ე­ბას აქ­ვეყ­ნე­ბენ, რომ­ლი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს (გრუ) თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აკუს­ტი­კურ თავ­დას­ხმებს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ აშშ-ის სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე, რაც ე.წ. “ჰა­ვა­ნის სინ­დრომს” იწ­ვევ­და.

  • "ჰა­ვა­ნის სინ­დრო­მი“ და­უდ­გე­ნელ და­ა­ვა­დე­ბას იმის გამო ეწო­და, რომ პირ­ვე­ლად კუ­ბის დე­და­ქა­ლაქ­ში, აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში და­ფიქ­სირ­და - დიპ­ლო­მა­ტე­ბი და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი 2016-17 წლებ­ში, და­უდ­გე­ნე­ლი მი­ზე­ზე­ბით ავად ხდე­ბოდ­ნენ.

ამ და­ა­ვა­დე­ბის დროს ადა­მი­ა­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ავად ხდე­ბა. იმა­ტებს წნე­ვა, აქვს ყუ­რე­ბის ტკი­ვი­ლი, გუ­ლის­რე­ვა, პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა, ეს­მის უც­ნა­უ­რი ხმა­უ­რი. მსხვერ­პლის ნა­წი­ლი, წლე­ბის გას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად, დღე­საც უჩი­ვის პრობ­ლე­მებს: ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბინ­დვას, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის პრობ­ლე­მებს, წო­ნას­წო­რო­ბის და­კარ­გვას, უძი­ლო­ბას და ა.შ.

გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფრო ადრე, 2014 წელ­საც უნდა მომ­ხდა­რი­ყო...

ე.წ. ჰა­ვა­ნის სინ­დრო­მის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც ამე­რი­კელ დიპ­ლო­მა­ტებს, მათი ოჯა­ხის წევ­რებს, ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­სა და დაზ­ვერ­ვის ოფიც­რებს გა­მო­უვ­ლინ­დათ, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის მთა­ვა­რი დი­რექ­ტო­რა­ტის "ქვე­და­ნა­ყოფ 29155"-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გია.

"ჰა­ვა­ნის სინ­დრო­მის“ ფაქ­ტე­ბი სა­ეჭ­ვოდ ემ­თხვე­ო­და "GRU-ს 29155" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უცხო­ურ ვი­ზი­ტებს. კერ­ძოდ, ლა­პა­რა­კია, ალექ­სან­დრე მიშ­კინ­სა და დე­ნის სერ­გე­ევ­ზე, ​​დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის იმ ორ თა­ნამ­შრო­მელ­ზე, რომ­ლე­ბიც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი იყ­ვნენ რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის ყო­ფი­ლი ოფიც­რის სერ­გეი სკრი­პა­ლი­სა და მისი ქა­ლიშ­ვი­ლის მო­წამ­ვლა­ში.

კერ­ძოდ, 2014 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე GRU-ს ოფი­ცერ­თა ჯგუ­ფი იმ­ყო­ფე­ბო­და ჟე­ნე­ვა­ში, სა­დაც მათ შე­ეძ­ლოთ მან­ქა­ნის და­ქი­რა­ვე­ბა მე­ზო­ბელ ქა­ლა­ქებ­ში გა­და­სას­ვლე­ლად. ნო­ემ­ბერ­ში ფრან­კფურ­ტში ამე­რი­კის სა­კონ­სუ­ლოს ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს გა­ნუ­ვი­თარ­და უე­ცა­რი გუ­ლის­რე­ვა, თავ­ბრუს­ხვე­ვა და სმე­ნი­თი ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან ფო­ტო­დან ამო­იც­ნო GRU-ს ოფი­ცე­რი იგორ გორ­დი­ენ­კო, რო­მე­ლიც "და­დი­ო­და სა­კონ­სუ­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში“, - ნათ­ქვა­მია გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­ში.

2016 და 2017 წლებ­ში რუსი აგენ­ტე­ბის ჯგუ­ფი ჩი­ნეთ­ში აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც რუ­სუ­ლი მხა­რე აბ­რე­შუ­მის გზის აქ­ცი­ას აწყობ­და. ეს ვი­ზი­ტე­ბი და­ემ­თხვა "ჰა­ვა­ნის სინ­დრო­მის“ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ მოხ­სე­ნე­ბებს: შან­ხა­ი­ში სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის IT სპე­ცი­ა­ლისტს გა­მო­აჩ­ნდა სიმპტო­მე­ბი, ისე­ვე, რო­გორც ამე­რი­კელ­თა ჯგუფს, რო­მე­ლიც მუ­შა­ობ­და გუ­ან­ჯო­უ­ში.

გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, "ჰა­ვა­ნოს სინ­დრო­მის“ ერთ-ერთი ბოლო შემ­თხვე­ვა 2023 წელს, ვილ­ნი­უს­ში, ნა­ტოს სა­მიტ­ზე და­ფიქ­სირ­და - “ჰა­ვა­ნის სინ­დრო­მის” მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი აშშ-ს თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა იგ­რძნო და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას მი­მარ­თა.

  • რა მოხ­და თბი­ლის­ში

გა­მო­ძი­ე­ბა თბი­ლის­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვა­საც მო­ი­ცავს. 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში ჯოი (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია) სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად დიპ­ლო­მატ მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და.

ისი­ნი სა­ელ­ჩოს მიმ­დე­ბა­რედ ელი­ტურ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში და­სახ­ლდნენ. ჯოი გა­მოც­დი­ლი ექი­მი გახ­ლდათ და მუ­შა­ობ­და კერ­ძო ამე­რი­კულ კლი­ნი­კა­ში და­ი­წყო.

"2021 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს ჯოი შვი­ლის სკო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბას ელო­და და მე­ო­რე სარ­თულ­ზე სა­რე­ცხს რე­ცხავ­და. რო­დე­საც სა­რე­ცხის მან­ქა­ნი­დან ტან­საც­მელს იღებ­და, ფან­ჯრის­კენ მიბ­რუნ­და, უცებ მო­ეს­მა ძლი­ე­რი ხმა და გა­რე­მო ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ხმა­უ­რით აივ­სო. მო­მენ­ტა­ლუ­რად და­ე­წყო ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი. ჯოი სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ვი­და, სა­დაც თით­ქოს ხმა გაქ­რა და ღე­ბი­ნე­ბა და­ე­წყო. ქალ­მა მა­შინ­ვე ქმარს და­უ­რე­კა, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე მი­ვი­და უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თან­ხლე­ბით. ქმრის მო­ლო­დინ­ში ჯოიმ გა­რეთ გა­ი­ხე­და და შე­ნიშ­ნა უც­ნა­უ­რი მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც აქამ­დე არას­დროს უნა­ხავს ამ ქუ­ჩა­ზე და ფოტო გა­და­უ­ღო. მან­ქა­ნას­თან იდგა მა­ღა­ლი, გამ­ხდა­რი, ქე­რათ­მი­ა­ნი მა­მა­კა­ცი. მის გვერ­დით ბავ­შვი იყო, გო­გო­ნა. ისი­ნი ძა­ლი­ან კარ­გად იყ­ვნენ ჩაც­მუ­ლე­ბი, თით­ქოს წვე­უ­ლე­ბა­ზე ან სპექ­ტაკლზე მი­დი­ოდ­ნენ. რო­დე­საც მა­მა­კაც­მა და­ი­ნა­ხა, რომ ჯოი სუ­რა­თებს იღებ­და, სწრა­ფად ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში“, - წე­რია მა­სა­ლებ­ში.

იმ დღის შემ­დეგ ჯოი ყო­ველ­დღე გა­ნიც­დის მძი­მე შე­ტე­ვებს. ცნო­ბი­ე­რე­ბა და­ბინ­დუ­ლი აქვს, უჭირს კი­ბე­ებ­ზე ჩას­ვლა და აწუ­ხებს სმე­ნის პრობ­ლე­მე­ბი. ძლი­ე­რი თავ­ბრუს­ხვე­ვის გამო, ზოგ­ჯერ სა­წოლ­ში გა­დაბ­რუ­ნე­ბაც უჭირს. სმე­ნა ჰი­პერმგრძნო­ბი­ა­რე გა­უხ­და და კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ხმაც კი მის­თვის თვითმფრი­ნა­ვის ძრა­ვის ხმა­სა­ვით ჟღერს.

ჯოის ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­დას­ტურ­და ლოს-ან­ჯე­ლე­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში - ორ­მხრი­ვი ნა­ხე­ვარ­წრი­უ­ლი არ­ხის დე­ჰის­ცენ­ცია ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბაა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს თან­და­ყო­ლი­ლი, მაგ­რამ მა­შინ და­ა­ვა­დე­ბა დიდი ხნის წინ გა­მოვ­ლინ­დე­ბო­და. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს ტრავ­მის შემ­დეგ, მაგ­რამ ქალს ტრავ­მა არ მი­უ­ღია. და­ზა­რა­ლე­ბულს ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს და თა­ვის ქა­ლას ორი­ვე მხა­რეს ლი­თო­ნის ფირ­ფი­ტე­ბი ჩა­უს­ვეს. ამან შე­უმ­სუ­ბუ­ქა სიმპტო­მე­ბი, მაგ­რამ სრუ­ლად არ გამ­ქრა­ლა“, - ნათ­ქვა­მია გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­ში.

ამე­რი­კელ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ვერ და­ად­გი­ნეს, რამ გა­მო­იწ­ვია ინ­ცი­დენ­ტი. თუმ­ცა, რო­გორც The Insider-მა გა­არ­კვია, უც­ნა­უ­რი დამ­თხვე­ვით, იმ მო­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ GRU-ს 29155-ე გან­ყო­ფი­ლე­ბის ოფიც­რე­ბი:

"2021 წლის 30 სექ­ტემ­ბერს 29155 - ე სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის უფ­რო­სი გე­ნე­რა­ლი ან­დრეი ავე­რი­ა­ნო­ვი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით გა­ემ­გზავ­რა. ამავდრო­უ­ლად, მოს­კო­ვი­დან გაფ­რინ­და მისი ვაჟი ალ­ბერტ ავე­რი­ა­ნო­ვი, რო­მე­ლიც მა­მამ თა­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ წა­იყ­ვა­ნა სა­მუ­შა­ოდ".

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­მო­ი­ძი­ეს, რომ 2021 წლის 30 სექ­ტემ­ბერს გრუ-ს აგენ­ტე­ბი მოს­კო­ვი­დან ჯერ ტაშ­კენ­ტში გაფ­რინ­დნენ, იქი­დან კი - თბი­ლის­ში.

მომ­ხდა­რის დღეს, გე­ნე­რალ­მა ავე­რი­ა­ნოვ­მა ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შა, რის შემ­დე­გაც მისი შემ­დგო­მი მარ­შრუ­ტის დად­გე­ნა ძნე­ლია; ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ ის კვლავ ჩნდე­ბა მოს­კოვ­ში 10 ოქ­ტომ­ბერს, ზუს­ტად იმ დროს, რო­დე­საც მისი შვი­ლი.

რო­დე­საც ჯოის აჩ­ვე­ნეს ალ­ბერტ ავე­რი­ა­ნო­ვის ფოტო, მან ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამო­იც­ნო:

"ეს ფოტო რომ ვნა­ხე, მა­შინ­ვე სპონ­ტა­ნუ­რი რე­აქ­ცია მქონ­და, თავს ცუ­დად ვგრძნობ­დი. ვერ ვიქ­ნე­ბი 100%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს ზუს­ტად ის ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ მას ძა­ლი­ან ჰგავს".

თა­ვად ალ­ბერტ ავე­რი­ა­ნოვ­მა The Insider-თან კო­მენ­ტარ­ზე უარი თქვა.

  • რას ამ­ბო­ბენ კრემლში

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრეს­პი­კე­რის, დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის მი­მართ ბრალ­დე­ბე­ბი "ჰა­ვა­ნის სინ­დრო­მის“ შემ­თხვე­ვებ­თან კავ­ში­რის შე­სა­ხებ უსა­ფუძ­ვლო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეს სუ­ლაც არ არის ახა­ლი თემა, მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­სა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "ჰა­ვა­ნის სინ­დრო­მის“ თემა და ყვე­ლა­ზე ხში­რად ის თა­ვი­დან­ვე რა­ღაც­ნა­ი­რად უკავ­შირ­დე­ბო­და რუ­სუ­ლი მხა­რის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას. მაგ­რამ არა­სო­დეს არა­ვის არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია ან გა­მო­უთ­ქვამს რა­ი­მე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ამ უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ასე რომ, ეს ყვე­ლა­ფე­რი სხვა არა­ფე­რია თუ არა უსა­ფუძ­ვლო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -72
2

რაც შეეხება ბრალდებებს, თითქოსდა რუსეთის სპეცსამსახურების თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აკუს­ტი­კურ თავ­დას­ხმებს ახორ­ცი­ე­ლებ­ენ აშშ-ის სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე, მართლაც ერთ ქართულ ანდაზას გვაგონებს „გაღმა შეედავე - გამოღმა შეგრჩებაო“!

არც ერთი მყარი მტკიცებულებები და დასაბუთება მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყანას დღემდე არ წარმოუდგენია!!!

ტექნიკური თვალსაზრისით მტრული სახელმწიფოების მხრიდან სავსებით შესაძლებელია ზემაღალი სიხშირის ტალღებით ადამიანზე ზემოქმედება ჰავანაში, შანხაიში ან თუნდაც თბილისში, მაგრამ ჟენევაში და ბოლო შემთხვევა ვილ­ნი­უს­ში, სადაც ნა­ტოს სა­მიტ­ზე თითქოსდა და­ფიქ­სირ­და აკუსტიკური შემთხვევა - ზღაპარია, ზღაპარი.

გასული საუკუნის 80-იან წლებში აშშ-ის ლეგენდარულმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა, ხოლო დაპირისპირებას აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ე.წ. „ცივ ომის“ პერიოდში შეადარა კონფლიქტს ბოროტსა და კეთილს შორის.

დღევანდელი გადმოსახედიდან თამამად შეიძლება ითქვას, რომ აშშ არა ნაკლები ბოროტების იმპერიაა...

მსოფლიოს მბრძანებლისა და ჟანდარმის აშშ-ის დღევანდელი ფასეულობებისა და ღირებულებათა ნაწილი (მაგალითად გეების საკითხი, ერთსქესიანთა ქორწინება და ა.შ.), რომელთა პროპაგანდას შეერთებული შტატები ახვევს სამყაროს ვერ მოდის ჩვენს ცნობიერებაში და ასევე მიუღებელია სამყაროს უმრავლესი ქვეყნებისა და ხალხებისათვის....

 პ.ს. ბოლო პერიოდში აშშ-ი ასევე აქტუალური გახდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა (ამო) და უცხოპლანეტელების თემებიც...

რაშია საქმე?

ხომ არ გვამზადებენ არმაგედონის, ანუ სამყაროს დასასრულისათვის?

ნინა
3

მაკარტიზმის ახალი სახეობა ლიბერალური სიმპტომებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ჰავანის სინდრომი" - საიდუმლო დაავადება, რომელიც ამერიკელ ოფიციალურ პირებს გამოუვლინდათ: როგორ უკავშირდება ეს რუსულ სპეცსამსახურებს და რა მოხდა თბილისში?

"ჰავანის სინდრომი" - საიდუმლო დაავადება, რომელიც ამერიკელ ოფიციალურ პირებს გამოუვლინდათ: როგორ უკავშირდება ეს რუსულ სპეცსამსახურებს და რა მოხდა თბილისში?

The Insider-ი, ამერიკული ტელეკომპანია CBS-ი და გერმანული გამოცემა Spiegel-ი ერთობლივ გამოძიებას აქვეყნებენ, რომლიდანაც ირკვევა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) თანამშრომლები აკუსტიკურ თავდასხმებს ახორციელებდნენ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებზე, რაც ე.წ. “ჰავანის სინდრომს” იწვევდა.

  • "ჰავანის სინდრომი“ დაუდგენელ დაავადებას იმის გამო ეწოდა, რომ პირველად კუბის დედაქალაქში, აშშ-ის საელჩოში დაფიქსირდა - დიპლომატები და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები 2016-17 წლებში, დაუდგენელი მიზეზებით ავად ხდებოდნენ.

ამ დაავადების დროს ადამიანი მოულოდნელად ავად ხდება. იმატებს წნევა, აქვს ყურების ტკივილი, გულისრევა, პანიკური შეტევა, ესმის უცნაური ხმაური. მსხვერპლის ნაწილი, წლების გასვლის მიუხედავად, დღესაც უჩივის პრობლემებს: ცნობიერების დაბინდვას, კონცენტრაციის პრობლემებს, წონასწორობის დაკარგვას, უძილობას და ა.შ.

გამოძიების მასალების თანახმად, არსებობს ვარაუდი, რომ მსგავსი ინციდენტები გაცილებით უფრო ადრე, 2014 წელსაც უნდა მომხდარიყო...

ე.წ. ჰავანის სინდრომის შემთხვევები, რომელიც ამერიკელ დიპლომატებს, მათი ოჯახის წევრებს, ოფიციალურ პირებსა და დაზვერვის ოფიცრებს გამოუვლინდათ, სავარაუდოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის "ქვედანაყოფ 29155"-ის თანამშრომლების საიდუმლო ოპერაციის შედეგია.

"ჰავანის სინდრომის“ ფაქტები საეჭვოდ ემთხვეოდა "GRU-ს 29155" თანამშრომლების უცხოურ ვიზიტებს. კერძოდ, ლაპარაკია, ალექსანდრე მიშკინსა და დენის სერგეევზე, ​​დაზვერვის სამსახურის იმ ორ თანამშრომელზე, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში.

კერძოდ, 2014 წლის შემოდგომაზე GRU-ს ოფიცერთა ჯგუფი იმყოფებოდა ჟენევაში, სადაც მათ შეეძლოთ მანქანის დაქირავება მეზობელ ქალაქებში გადასასვლელად. ნოემბერში ფრანკფურტში ამერიკის საკონსულოს ერთ-ერთ თანამშრომელს განუვითარდა უეცარი გულისრევა, თავბრუსხვევა და სმენითი ჰალუცინაციები. მოგვიანებით მან ფოტოდან ამოიცნო GRU-ს ოფიცერი იგორ გორდიენკო, რომელიც "დადიოდა საკონსულოს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ კომპლექსში“, - ნათქვამია გამოძიების მასალებში.

2016 და 2017 წლებში რუსი აგენტების ჯგუფი ჩინეთში აღმოჩნდა, სადაც რუსული მხარე აბრეშუმის გზის აქციას აწყობდა. ეს ვიზიტები დაემთხვა "ჰავანის სინდრომის“ მსგავსი შემთხვევების შესახებ მოხსენებებს: შანხაიში სახელმწიფო დეპარტამენტის IT სპეციალისტს გამოაჩნდა სიმპტომები, ისევე, როგორც ამერიკელთა ჯგუფს, რომელიც მუშაობდა გუანჯოუში.

გამოძიების თანახმად, "ჰავანოს სინდრომის“ ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 2023 წელს, ვილნიუსში, ნატოს სამიტზე დაფიქსირდა - “ჰავანის სინდრომის” მსგავსი სიმპტომები აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა იგრძნო და სამედიცინო დახმარებას მიმართა.

  • რა მოხდა თბილისში

გამოძიება თბილისში მომხდარ შემთხვევასაც მოიცავს. 2020 წლის თებერვალში ჯოი (სახელი შეცვლილია) საქართველოში საცხოვრებლად დიპლომატ მეუღლესთან და შვილთან ერთად ჩამოვიდა.

ისინი საელჩოს მიმდებარედ ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში დასახლდნენ. ჯოი გამოცდილი ექიმი გახლდათ და მუშაობდა კერძო ამერიკულ კლინიკაში დაიწყო.

"2021 წლის 7 ოქტომბერს ჯოი შვილის სკოლიდან დაბრუნებას ელოდა და მეორე სართულზე სარეცხს რეცხავდა. როდესაც სარეცხის მანქანიდან ტანსაცმელს იღებდა, ფანჯრისკენ მიბრუნდა, უცებ მოესმა ძლიერი ხმა და გარემო ყოვლისმომცველი ხმაურით აივსო. მომენტალურად დაეწყო ძლიერი თავის ტკივილი. ჯოი სააბაზანოში შევიდა, სადაც თითქოს ხმა გაქრა და ღებინება დაეწყო. ქალმა მაშინვე ქმარს დაურეკა, რომელიც მალევე მივიდა უსაფრთხოების თანამშრომლების თანხლებით. ქმრის მოლოდინში ჯოიმ გარეთ გაიხედა და შენიშნა უცნაური მანქანა, რომელიც აქამდე არასდროს უნახავს ამ ქუჩაზე და ფოტო გადაუღო. მანქანასთან იდგა მაღალი, გამხდარი, ქერათმიანი მამაკაცი. მის გვერდით ბავშვი იყო, გოგონა. ისინი ძალიან კარგად იყვნენ ჩაცმულები, თითქოს წვეულებაზე ან სპექტაკლზე მიდიოდნენ. როდესაც მამაკაცმა დაინახა, რომ ჯოი სურათებს იღებდა, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში“, - წერია მასალებში.

იმ დღის შემდეგ ჯოი ყოველდღე განიცდის მძიმე შეტევებს. ცნობიერება დაბინდული აქვს, უჭირს კიბეებზე ჩასვლა და აწუხებს სმენის პრობლემები. ძლიერი თავბრუსხვევის გამო, ზოგჯერ საწოლში გადაბრუნებაც უჭირს. სმენა ჰიპერმგრძნობიარე გაუხდა და კონდიციონერის ხმაც კი მისთვის თვითმფრინავის ძრავის ხმასავით ჟღერს.

ჯოის ჰოპკინსის უნივერსიტეტში დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მოგვიანებით დადასტურდა ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში - ორმხრივი ნახევარწრიული არხის დეჰისცენცია ძალიან იშვიათი დაავადებაა. ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი, მაგრამ მაშინ დაავადება დიდი ხნის წინ გამოვლინდებოდა. ასევე შეიძლება იყოს ტრავმის შემდეგ, მაგრამ ქალს ტრავმა არ მიუღია. დაზარალებულს ოპერაცია გაუკეთეს და თავის ქალას ორივე მხარეს ლითონის ფირფიტები ჩაუსვეს. ამან შეუმსუბუქა სიმპტომები, მაგრამ სრულად არ გამქრალა“, - ნათქვამია გამოძიების მასალებში.

ამერიკელმა გამომძიებლებმა ვერ დაადგინეს, რამ გამოიწვია ინციდენტი. თუმცა, როგორც The Insider-მა გაარკვია, უცნაური დამთხვევით, იმ მომენტში საქართველოში იმყოფებოდნენ GRU-ს 29155-ე განყოფილების ოფიცრები:

"2021 წლის 30 სექტემბერს 29155 - ე სამხედრო ნაწილის უფროსი გენერალი ანდრეი ავერიანოვი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ამავდროულად, მოსკოვიდან გაფრინდა მისი ვაჟი ალბერტ ავერიანოვი, რომელიც მამამ თავის განყოფილებაში რამდენიმე წლის წინ წაიყვანა სამუშაოდ".

ჟურნალისტებმა გამოიძიეს, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს გრუ-ს აგენტები მოსკოვიდან ჯერ ტაშკენტში გაფრინდნენ, იქიდან კი - თბილისში.

მომხდარის დღეს, გენერალმა ავერიანოვმა ტელეფონი გათიშა, რის შემდეგაც მისი შემდგომი მარშრუტის დადგენა ძნელია; ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის კვლავ ჩნდება მოსკოვში 10 ოქტომბერს, ზუსტად იმ დროს, როდესაც მისი შვილი.

როდესაც ჯოის აჩვენეს ალბერტ ავერიანოვის ფოტო, მან ის, ფაქტობრივად, ამოიცნო:

"ეს ფოტო რომ ვნახე, მაშინვე სპონტანური რეაქცია მქონდა, თავს ცუდად ვგრძნობდი. ვერ ვიქნები 100%-ით დარწმუნებული, რომ ეს ზუსტად ის ადამიანია, მაგრამ მას ძალიან ჰგავს".

თავად ალბერტ ავერიანოვმა The Insider-თან კომენტარზე უარი თქვა.

  • რას ამბობენ კრემლში

რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის მიმართ ბრალდებები "ჰავანის სინდრომის“ შემთხვევებთან კავშირის შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

"მოგეხსენებათ, რომ ეს სულაც არ არის ახალი თემა, მრავალი წლის განმავლობაში პრესაში განიხილებოდა ეგრეთ წოდებული "ჰავანის სინდრომის“ თემა და ყველაზე ხშირად ის თავიდანვე რაღაცნაირად უკავშირდებოდა რუსული მხარის დადანაშაულებას. მაგრამ არასოდეს არავის არ გამოუქვეყნებია ან გამოუთქვამს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ამ უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ, ასე რომ, ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებები“, - განაცხადა პესკოვმა.