პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"როსტოვში დავაკავეთ მამაკაცი, რომელსაც ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სურდა" - ეფ-ეს-ბე

"როსტოვში დავაკავეთ მამაკაცი, რომელსაც ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სურდა" - ეფ-ეს-ბე

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის როსტოვის ოლქის დირექტორატის თანამშრომლებმა როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკის მცხოვრები დააკავეს, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდა და დაადასტურა მზადყოფნა ტერორისტული თავდასხმისთვის, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა როსტოვის ოლქში დაადგინეს და აღკვეთეს როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკის მკვიდრის უკანონო საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობასთან. ეჭვმიტანილი დაკავებულია,“ - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცი დაუკავშირდა ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელს და დაადასტურა ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ მზად იყო ჩაედინა დივერსიული და ტერორისტული აქტები ამ ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.5 მუხლის მე-2 ნაწილით - "ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა“.