Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც "ლევანტეს" სიამაყეა, გერმანიაში მიდის..." - რას წერს ესპანური გამოცემა?
"გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც "ლევანტეს" სიამაყეა, გერმანიაში მიდის..." - რას წერს ესპანური გამოცემა?

ეს­პა­ნურ­მა კლუ­ბებ­მა "ვა­ლენ­სი­ამ" და "ლე­ვან­ტემ" გუნ­დებ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ქარ­თველ ლე­გი­ო­ნე­რებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დახ­ვედ­რა მო­უ­წყეს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­ლოც­ვას­თან ერ­თად, მათი ვი­დე­ო­ე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის კლუ­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლას ყველ­გან გან­სა­კუთ­რე­ბით გვი­ლო­ცა­ვენ...

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა ვი­დე­ო­ში თქვა, რომ ის ახლა მთლი­ა­ნად შა­ბა­თის მატჩზე გა­და­ერ­თვე­ბა, როცა ჩვე­ნი დრო­ით 21:30 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და "ვა­ლენ­სია" "მა­ლი­ორ­კას" უმას­პინ­ძლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილს, მის "ლე­ვან­ტეს" ჯერ კი­დევ აქვს შან­სი, ექ­ვსე­ულ­ში მოხ­ვდეს და "ლა ლიგა 1" -ში გა­და­სას­ვლე­ლად იბ­რძო­ლოს. ამის­თვის "ვა­ლი­ა­დო­ლი­დის" სტუმ­რად და­მარ­ცხე­ბა, რო­მე­ლიც მათ 4 ქუ­ლით უს­წრებს, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იქ­ნე­ბა - დღეს ეს და­პი­რის­პი­რე­ბა თბი­ლი­სის დრო­ით 17:00 სა­ათ­ზე იწყე­ბა.

ქარ­თვე­ლი ნა­ხე­ვარმცვე­ლის გუნდს, რო­მელ­მაც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა, უახ­ლო­ეს მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან ბოლო 7 მატ­ჩია, არ წა­უ­გია.

"გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად იქ­ნე­ბა დიდ კონ­ტი­ნენ­ტურ ტურ­ნირ­ზე მას შემ­დეგ, რაც სა­ბერ­ძნეთს პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში სძლია. ჩვენ­მა "ქო­ჩომ" თა­მა­შის 120 წუთი ითა­მა­შა და გა­დამ­წყვეტ რა­უნდში თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნიც და­არ­ტყა", - ვკი­თხუ­ლობთ "ლე­ვან­ტეს" ოფი­ცი­ა­ლურ "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე".

მის შე­სა­ხებ სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა გა­მო­ცე­მა superdeporte.es - მა, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

"გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "ლე­ვან­ტეს" სი­ა­მა­ყეა, გერ­მა­ნი­ა­ში მი­დის, ის კონ­ტი­ნენ­ტურ ტურ­ნირ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად ითა­მა­შებს. ეს ქვე­ყა­ნა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის დე­ბი­უ­ტან­ტია. მან სა­ბერ­ძნე­თის თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ა­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ამ დიდ ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ი­პო­ვა "ლე­ვან­ტეს" ახალ­გაზ­რდა მო­თა­მა­შემ არა მხო­ლოდ პირ­ვე­ლი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პე­ნალ­ტი გა­ი­ტა­ნა, არა­მედ მთე­ლი თა­მა­შის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ე­დან­ზე უდი­დე­სი სა­მუ­შაო შე­ას­რუ­ლა და უდა­ვოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ წარ­მა­ტე­ბა­ში.

"ლე­ვან­ტე" გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ინ­ტე­რე­სით აკ­ვირ­დე­ბო­და კლუ­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მაშს და გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ის ითა­მა­შებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და თა­ვი­სი გუნ­დის ერთ-ერთი ქვა­კუ­თხე­დი იქ­ნე­ბა".

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
4

რამდენი კარგი და უკარგესი ქართველი გოგონებია და ჩვენი ბიჭები სხვაგან არ უნდა ეძებდენ მეორე ნახევარს!!!

 

 

მისმინე
1

ეს მაგარი კახელი კაცი თავისი ენერგიით რიბერს მაგონებს, მან თუ ასე გააგრძელა მალე დიდ გრანდში ვიხილავთ

ავტორი:

"გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც "ლევანტეს" სიამაყეა, გერმანიაში მიდის..." - რას წერს ესპანური გამოცემა?

"გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც "ლევანტეს" სიამაყეა, გერმანიაში მიდის..." - რას წერს ესპანური გამოცემა?

ესპანურმა კლუბებმა "ვალენსიამ" და "ლევანტემ" გუნდებში დაბრუნებულ ქართველ ლეგიონერებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს და სოციალურ ქსელში მილოცვასთან ერთად, მათი ვიდეოებიც გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ფეხბურთელების კლუბები საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ყველგან განსაკუთრებით გვილოცავენ...

გიორგი მამარდაშვილმა ვიდეოში თქვა, რომ ის ახლა მთლიანად შაბათის მატჩზე გადაერთვება, როცა ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება და "ვალენსია" "მალიორკას" უმასპინძლებს.

რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, მის "ლევანტეს" ჯერ კიდევ აქვს შანსი, ექვსეულში მოხვდეს და "ლა ლიგა 1" -ში გადასასვლელად იბრძოლოს. ამისთვის "ვალიადოლიდის" სტუმრად დამარცხება, რომელიც მათ 4 ქულით უსწრებს, უმნიშვნელოვანესი იქნება - დღეს ეს დაპირისპირება თბილისის დროით 17:00 საათზე იწყება.

ქართველი ნახევარმცველის გუნდს, რომელმაც გულშემატკივრების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა, უახლოეს მოწინააღმდეგესთან ბოლო 7 მატჩია, არ წაუგია.

"გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველად იქნება დიდ კონტინენტურ ტურნირზე მას შემდეგ, რაც საბერძნეთს პენალტების სერიაში სძლია. ჩვენმა "ქოჩომ" თამაშის 120 წუთი ითამაშა და გადამწყვეტ რაუნდში თერთმეტმეტრიანიც დაარტყა", - ვკითხულობთ "ლევანტეს" ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე".

მის შესახებ სტატია გამოაქვეყნა გამოცემა superdeporte.es - მა, რომელშიც ვკითხულობთ:

"გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც "ლევანტეს" სიამაყეა, გერმანიაში მიდის, ის კონტინენტურ ტურნირზე საქართველოსთან ერთად ითამაშებს. ეს ქვეყანა ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. მან საბერძნეთის თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხების შემდეგ ამ დიდ ფორუმში მონაწილეობის უფლება დამსახურებულად მოიპოვა "ლევანტეს" ახალგაზრდა მოთამაშემ არა მხოლოდ პირველი და უმნიშვნელოვანესი პენალტი გაიტანა, არამედ მთელი თამაშის განმავლობაში მოედანზე უდიდესი სამუშაო შეასრულა და უდავოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ისტორიულ წარმატებაში.

"ლევანტე" გულშემატკივარი ინტერესით აკვირდებოდა კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის ეროვნულ ნაკრებში თამაშს და გულშემატკივრობდა. სასიხარულოა, რომ ის ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე და თავისი გუნდის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნება".

ნახეთ ასევე: