პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით სხვი­სი ქო­ნე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე ორი პირი და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად, მო­ქა­ლა­ქე­თა ქო­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბის გან­ზრახ­ვით, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მა, სა­დაც ფუ­ლა­დი თან­ხე­ბის ინ­ვეს­ტი­რე­ბის მო­ტი­ვით, უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ ძი­რი­თა­დად უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს და ვაჭ­რო­ბა­ში ვი­თომ­და მო­გე­ბის მი­ღე­ბის და­პი­რე­ბე­ბით, თან­ხე­ბი ირი­ცხე­ბო­და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის კონ­ტრო­ლის ქვეშ არ­სე­ბულ ან­გა­რი­შებ­ზე, რო­მელ­საც შემ­დგომ ისი­ნი თაღ­ლი­თუ­რად ეუფ­ლე­ბოდ­ნენ.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ე­უფლნენ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის კუთ­ვნილ და­ახ­ლო­ე­ბით 340 000 ლარს.

გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ მყოფ, თბი­ლის­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ქოლ-ცენ­ტრის ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბულ იქნა უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე და 194-ე მუხ­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 9-დან 12 წლამ­დე ვა­დით.

ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნა-მხი­ლე­ბის მიზ­ნით“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვერ გაარკვიეთ
3

აბა, კეზერამ მეტი მოიპარა თუ ჭიკაიძემ? თამაზაშვილის აღზრდილმა და დაყენებულმა

.....
0

ამ სქემაში იმდენი იყო გახვეული ორი კიარა ბევრის დაჭერა მოგიწევთ მაშინ,

თან როგორ ბლატაობდნენ და უხაროდათ 10კ $ გამოვიმუშავებთო :) 

ავტორი:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოქალაქეთა ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჭრობაში ვითომდა მოგების მიღების დაპირებებით, თანხები ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე, რომელსაც შემდგომ ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებულები დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 340 000 ლარს.

გამოძიების პროცესში, ბრალდებულების მმართველობის ქვეშ მყოფ, თბილისში განთავსებული ქოლ-ცენტრის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა უცხოეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.