პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იოლი არც თამაში იქნება და არც გულშემატკივრობა" - რას ამბობენ ბერძნები და რას წერს იქაური პრესა: ვისი ეშინიათ ყველაზე მეტად და რატომ ადარებენ "დინამო არენას" გავარვარებულ ღუმელს?
"იოლი არც თამაში იქნება და არც გულშემატკივრობა" - რას ამბობენ ბერძნები და რას წერს იქაური პრესა: ვისი ეშინიათ ყველაზე მეტად და რატომ ადარებენ "დინამო არენას" გავარვარებულ ღუმელს?

26 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი სა­ბერ­ძნეთს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­სას­ვლე­ლი პლეი-ოფის ფი­ნალ­ში უმას­პინ­ძლებს. სტუ­მა­რი გუნ­დი უკვე თბი­ლის­შია, სა­ქარ­თვე­ლო­შია ბერ­ძე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ნა­წი­ლიც.

"სა­ქარ­თვე­ლოს კარ­გი ნაკ­რე­ბი ჰყავს, მაგ­რამ ჩვენ გა­მარ­ჯვე­ბის დიდი იმე­დი გვაქვს. ჩვენ­თვის იოლი არც თა­მა­ში იქ­ნე­ბა და არც გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა, ვი­ცით, რა ძა­ლი­ან გიყ­ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეხ­ბურ­თი და რო­გორ გი­ჟუ­რად გულ­შე­მატ­კივ­რობთ ნაკ­რებს. ვფიქ­რობთ, რომ სამ­შა­ბათს თბი­ლის­ში, სტა­დი­ონ­ზე ბევ­რად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა, ვიდ­რე გა­რეთ. ჩვენ ამის­თვის მზად ვართ..." - გვე­უბ­ნე­ბა სი­ცი­ლით ნი­კო­ლაი, რო­მე­ლიც მე­გობ­რებ­თან ერ­თად ათე­ნი-ქუ­თა­ი­სის რე­ი­სით ორი დღით ადრე ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და მატ­ჩამ­დე გეგ­მავს ქარ­თუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის ნახ­ვაც მო­ას­წროს.

მო­მა­ვალ და­პი­რის­პი­რე­ბას ბერ­ძნუ­ლი მე­დია ფარ­თოდ აშუ­ქებს. ისი­ნიც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მძი­მე პი­რო­ბებ­ში მო­უ­წევთ თა­მა­ში.

ყვე­ლა გა­მო­ცე­მამ გა­ავ­რცე­ლა nakrebi.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ 54 ათა­სი ბი­ლე­თი 5 სა­ათ­სა და 35 წუთ­ში "გაქ­რა" და სამ­შა­ბათს თა­მა­ში სტა­დი­ონ­ზე მო­უ­წევთ, რო­მე­ლიც "გა­ვარ­ვა­რე­ბუ­ლი ღუ­მე­ლის" მსგავ­სი იქ­ნე­ბა.

"დი­ნა­მო არე­ნა­ზე" ანშლაგს გა­მო­ცე­მა sdna.gr ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი წლის მატ­ჩის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რო­მელ­მაც უნდა გა­და­წყვი­ტოს, რო­მე­ლი გუნ­დი გა­ემ­გზავ­რე­ბა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გერ­მა­ნი­ა­ში. შეხ­ვედ­რა­ზე ყვე­ლა ბი­ლე­თის რე­ა­ლი­ზა­ცია უმალ მოხ­და, ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვერ შეძ­ლებს სტა­დი­ონ­ზე შეს­ვლას, "შავ ბა­ზარ­ზე" კი "ჯა­დოს­ნუ­რი ქა­ღალ­დის" ფასი 450 ევ­როს აღ­წევს! სა­ბერ­ძნე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ თბი­ლის­ში 2 300 ქო­მა­გის გამ­გზავ­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო, მაგ­რამ მსურ­ვე­ლი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია".

Sport24 მო­მა­ვა­ლი ფი­ნა­ლის შე­სა­ხებ წერს:

"სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რე­ბის ამო­ცა­ნა ერ­თია: ევრო 2024-ზე გერ­მა­ნი­ა­ში ყოფ­ნა. ის ამას იმ­სა­ხუ­რებს და თბი­ლის­ში შე­უძ­ლია მი­ზანს მი­აღ­წი­ოს. ყა­ზა­ხე­თის ბა­რი­ე­რი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად დავძლი­ეთ, იმა­ზე ად­ვი­ლად, ვიდ­რე ვე­ლო­დით და ახლა თბი­ლის­ში, ევრო 2024-ის საგ­ზუ­რის­თვის მივ­დი­ვართ.

ჩვენ ვიმ­სა­ხუ­რებთ ზა­ფხულ­ში ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე ყოფ­ნას, იმ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რო­მე­ლიც 20 წლის წინ მო­ვი­გეთ და ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ შეგ­ვიძ­ლია ეს საგ­ზუ­რი მო­ვი­პო­ვოთ."

ცხა­დია, ყვე­ლა­ზე დიდი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­აა.

"ნა­პო­ლის" ქარ­თვე­ლი სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი სა­უ­კე­თე­სოა, მაგ­რამ "კვა­რა­დო­ნა" მარ­ტო არ არის. ქარ­თვე­ლებს კარ­გი გუნ­დი ჰყავთ და "კვა­რა", უბ­რა­ლოდ, ტორტზე ალუ­ბა­ლია. ეს არის გუნ­დი, რო­მელ­საც მსოფ­ლიო დო­ნის მო­თა­მა­შე ჰყავს და მას და­ეყ­რდნო­ბა, რათა უახ­ლო­ეს წლებ­ში დიდ ტურ­ნირ­ზე გა­ვი­დეს. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის თა­ო­ბა ჰყავს, ლუქ­სემ­ბურგთა­ნაც და­ამ­ტკი­ცეს, რომ კვა­რა­ცხე­ლი­ას გა­რე­შეც შე­უძ­ლი­ათ გა­მარ­ჯვე­ბა. გუს­ტა­ვო პო­ი­ე­ტის არ­ჩე­ვან­მა ყა­ზა­ხეთ­თან 100%-ით გა­ა­მარ­თლა. ურუგ­ვა­ელ­მა კარ­გად იცის, რა უნდა გა­ა­კე­თოს თბი­ლის­ში, სა­დაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა", - წერს გა­მო­ცე­მა.

sdna.gr აღ­ნიშ­ნავს, რომ ელა­დელ­თა ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და ღი­მი­ლი­ა­ნი გა­ემ­გზავ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ურუგ­ვა­ე­ლი მწვრთნე­ლის, გუს­ტა­ვო პო­ი­ე­ტის მიერ გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი ყვე­ლა მო­თა­მა­შე ჯან­მრთე­ლი დაა და ბრძო­ლი­სათ­ვის მზა­დაა.

"სა­ქარ­თვე­ლო ყა­ზა­ხე­თი არაა, თა­ნაც სა­კუ­თარ სტა­დი­ონ­ზე ითა­მა­შებს, რომ­ლის ტრი­ბუ­ნებ­ზე ნემ­სიც ვერ ჩა­ვარ­დე­ბა. ჩვენ მათ­ზე უკე­თე­სი ნაკ­რე­ბი გვყავს, ეს უდა­ვოა, მაგ­რამ ყა­ზა­ხე­თის ად­ვი­ლად ძლე­ვით ეი­ფო­რი­ა­ში არ უნდა ჩავ­ვარ­დეთ...მოგ­ვე­ნატ­რა დიდ ტურ­ნირ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის დროც დად­გა! მთელ ჩვენს პო­ზი­ტი­ურ ენერ­გი­ას და გან­წყო­ბას პო­ი­ე­ტის ბი­ჭებს გა­დავ­ცემთ, რათა სამ­შა­ბათს თბი­ლი­სი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ. ისი­ნი ამას იმ­სა­ხუ­რე­ბენ, ისი­ნი ვალ­ში არი­ან პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე. ჩვენ ეს ყვე­ლას გვსურს. წინ, სა­ბერ­ძნე­თო..." - ვკი­თხუ­ლობთ Fosonline-ს წე­რილ­ში.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ კი თა­მა­შის წინ შემ­დე­გი გა­ნა­ცხა­და:

"რა თქმა უნდა, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ით ვხვდე­ბით ამ თა­მაშს, იმი­ტომ რომ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მატ­ჩის თა­მა­ში გვი­წევს, რაც ასე­ვე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ვემ­ზა­დე­ბით, მო­ლო­დინ­ში ვართ, როცა მოვა მო­ე­დან­ზე გას­ვლის წამი და მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებთ. ვფიქ­რობ, კარგ კონ­დი­ცი­ა­ში ვარ, ნაკ­რებს ჩემს მაქ­სი­მუმს და­ვახ­მარ და იმე­დი მაქვს, რომ გა­მარ­ჯვე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა გოლს ვინ გა­ი­ტანს, მთა­ვა­რია, რომ ვიბ­რძო­ლოთ და გა­ვი­მარ­ჯვოთ. ძლი­ე­რი მო­ი­გებს და იმე­დი მაქვს, რომ თა­მა­შის დღეს ჩვენ ვიქ­ნე­ბით ძლი­ე­რი ნაკ­რე­ბი. მათ პა­ტივს ვცემთ, ვი­ცით მათი სიძ­ლი­ე­რე, მაგ­რამ არ ვფიქ­რობ, რომ ვინ­მეს (მე­ტო­ქეს - რედ) უხა­რია ამ­დე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რის წი­ნა­შე ფი­ნა­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­მა­ში".

  • ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი F ჯგუფ­ში ითა­მა­შებს, სა­დაც მისი მე­ტო­ქე­ე­ბი თურ­ქე­თის, პორ­ტუ­გა­ლი­ის და ჩე­ხე­თის ნაკ­რე­ბე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ევრო 2024 14 ივ­ნი­სი­დან 14 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

სტა­ტი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია SPORTALL.GE - ს სტა­ტი­ე­ბი

იხი­ლეთ ასე­ვე:

:

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოსო
0

მკაცრ პრესინგს შემოგვთავაზებენ, ამიტომ დროულად უნდა მოვახდინოთ ბურთის ამოტანა, ბურთი არ უნდა" ვათრიოთ", დროული გადაცემები ვაწარმოოთ თავისუფალ ფეხბურთელებზე, მოვამარაგოთ თავდამსხმელები დროულად და აუცილებლად მოვიგებთ.

ჭორლეონე
3

დაცვას მიხედე ხვედელიძე, დაცვას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"იოლი არც თამაში იქნება და არც გულშემატკივრობა" - რას ამბობენ ბერძნები და რას წერს იქაური პრესა: ვისი ეშინიათ ყველაზე მეტად და რატომ ადარებენ "დინამო არენას" გავარვარებულ ღუმელს?

"იოლი არც თამაში იქნება და არც გულშემატკივრობა" - რას ამბობენ ბერძნები და რას წერს იქაური პრესა: ვისი ეშინიათ ყველაზე მეტად და რატომ ადარებენ "დინამო არენას" გავარვარებულ ღუმელს?

26 მარტს საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში უმასპინძლებს. სტუმარი გუნდი უკვე თბილისშია, საქართველოშია ბერძენი გულშემატკივრების ნაწილიც.

"საქართველოს კარგი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ჩვენ გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს. ჩვენთვის იოლი არც თამაში იქნება და არც გულშემატკივრობა, ვიცით, რა ძალიან გიყვართ საქართველოში ფეხბურთი და როგორ გიჟურად გულშემატკივრობთ ნაკრებს. ვფიქრობთ, რომ სამშაბათს თბილისში, სტადიონზე ბევრად მაღალი ტემპერატურა იქნება, ვიდრე გარეთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ..." - გვეუბნება სიცილით ნიკოლაი, რომელიც მეგობრებთან ერთად ათენი-ქუთაისის რეისით ორი დღით ადრე ჩამოვიდა საქართველოში და მატჩამდე გეგმავს ქართული ღირსშესანიშნაობების ნახვაც მოასწროს.

მომავალ დაპირისპირებას ბერძნული მედია ფართოდ აშუქებს. ისინიც აღნიშნავენ, რომ მძიმე პირობებში მოუწევთ თამაში.

ყველა გამოცემამ გაავრცელა nakrebi.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ 54 ათასი ბილეთი 5 საათსა და 35 წუთში "გაქრა" და სამშაბათს თამაში სტადიონზე მოუწევთ, რომელიც "გავარვარებული ღუმელის" მსგავსი იქნება.

"დინამო არენაზე" ანშლაგს გამოცემა sdna.gr ასე გამოეხმაურა:

"ჩვენი ეროვნული გუნდი წლის მატჩისთვის ემზადება, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რომელი გუნდი გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში. შეხვედრაზე ყველა ბილეთის რეალიზაცია უმალ მოხდა, ბევრი გულშემატკივარი ვერ შეძლებს სტადიონზე შესვლას, "შავ ბაზარზე" კი "ჯადოსნური ქაღალდის" ფასი 450 ევროს აღწევს! საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ თბილისში 2 300 ქომაგის გამგზავრება უზრუნველყო, მაგრამ მსურველი გაცილებით მეტია".

Sport24 მომავალი ფინალის შესახებ წერს:

"საბერძნეთის ნაკრების ამოცანა ერთია: ევრო 2024-ზე გერმანიაში ყოფნა. ის ამას იმსახურებს და თბილისში შეუძლია მიზანს მიაღწიოს. ყაზახეთის ბარიერი ძალიან მარტივად დავძლიეთ, იმაზე ადვილად, ვიდრე ველოდით და ახლა თბილისში, ევრო 2024-ის საგზურისთვის მივდივართ.

ჩვენ ვიმსახურებთ ზაფხულში ფინალურ ეტაპზე ყოფნას, იმ ჩემპიონატზე, რომელიც 20 წლის წინ მოვიგეთ და ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ შეგვიძლია ეს საგზური მოვიპოვოთ."

ცხადია, ყველაზე დიდი ყურადღების ქვეშ ხვიჩა კვარაცხელიაა.

"ნაპოლის" ქართველი სუპერვარსკვლავი საუკეთესოა, მაგრამ "კვარადონა" მარტო არ არის. ქართველებს კარგი გუნდი ჰყავთ და "კვარა", უბრალოდ, ტორტზე ალუბალია. ეს არის გუნდი, რომელსაც მსოფლიო დონის მოთამაშე ჰყავს და მას დაეყრდნობა, რათა უახლოეს წლებში დიდ ტურნირზე გავიდეს. საქართველოს ნაკრებს კარგი ფეხბურთელების თაობა ჰყავს, ლუქსემბურგთანაც დაამტკიცეს, რომ კვარაცხელიას გარეშეც შეუძლიათ გამარჯვება. გუსტავო პოიეტის არჩევანმა ყაზახეთთან 100%-ით გაამართლა. ურუგვაელმა კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს თბილისში, სადაც განსხვავებული სიტუაცია იქნება", - წერს გამოცემა.

sdna.gr აღნიშნავს, რომ ელადელთა ეროვნული გუნდი თავდაჯერებული და ღიმილიანი გაემგზავრა საქართველოში, ურუგვაელი მწვრთნელის, გუსტავო პოიეტის მიერ გამოძახებული ყველა მოთამაშე ჯანმრთელი დაა და ბრძოლისათვის მზადაა.

"საქართველო ყაზახეთი არაა, თანაც საკუთარ სტადიონზე ითამაშებს, რომლის ტრიბუნებზე ნემსიც ვერ ჩავარდება. ჩვენ მათზე უკეთესი ნაკრები გვყავს, ეს უდავოა, მაგრამ ყაზახეთის ადვილად ძლევით ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ...მოგვენატრა დიდ ტურნირზე ასპარეზობა და მონაწილეობის მიღების დროც დადგა! მთელ ჩვენს პოზიტიურ ენერგიას და განწყობას პოიეტის ბიჭებს გადავცემთ, რათა სამშაბათს თბილისიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ. ისინი ამას იმსახურებენ, ისინი ვალში არიან პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე. ჩვენ ეს ყველას გვსურს. წინ, საბერძნეთო..." - ვკითხულობთ Fosonline-ს წერილში.

ხვიჩა კვარაცხელიამ კი თამაშის წინ შემდეგი განაცხადა:

"რა თქმა უნდა, დადებითი ემოციით ვხვდებით ამ თამაშს, იმიტომ რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის თამაში გვიწევს, რაც ასევე პასუხისმგებლობაა. ვემზადებით, მოლოდინში ვართ, როცა მოვა მოედანზე გასვლის წამი და მაქსიმუმს გავაკეთებთ. ვფიქრობ, კარგ კონდიციაში ვარ, ნაკრებს ჩემს მაქსიმუმს დავახმარ და იმედი მაქვს, რომ გამარჯვებაში დავეხმარები. არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, მთავარია, რომ ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. ძლიერი მოიგებს და იმედი მაქვს, რომ თამაშის დღეს ჩვენ ვიქნებით ძლიერი ნაკრები. მათ პატივს ვცემთ, ვიცით მათი სიძლიერე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს (მეტოქეს - რედ) უხარია ამდენი გულშემატკივრის წინაშე ფინალის საქართველოში თამაში".

  • ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.

სტატიაში გამოყენებულია SPORTALL.GE - ს სტატიები

იხილეთ ასევე:

: