პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავით ხიდაშელს არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია" - კობახიძე
"დავით ხიდაშელს არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია" - კობახიძე

და­ვით ხი­და­შელ­თან და­კავ­ში­რე­ბით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ტექ­სტში ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ ეწე­რა, რომ არა­ვი­თარ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, მით უმე­ტეს, სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მა და­ვით ხი­და­შელს არ ჰქო­ნია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

პრე­მი­ე­რის თქმით, ხი­და­შელ­თან იყო გარ­კვე­უ­ლი შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც თე­ბერ­ვლი­დან შე­წყდა.

"რო­გორც ვიცი, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ტექ­სტში ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ ეწე­რა, რომ არა­ვი­თარ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, მით უმე­ტეს სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და­ვით ხი­და­შელს წვდო­მა არ ჰქო­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ჩვენ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვართ სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე. სა­ბო­ლო­ოდ, ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსჯე­ლო­ბა გვქონ­და. იყო გარ­კვე­უ­ლი შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც თე­ბერ­ვლი­დან შე­წყდა. ეს არის ის, რაც მოხ­და. აქ სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ ეს ადა­მი­ა­ნი და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო ევ­ტუ­შენ­კოვ­თან, რო­მე­ლიც ბა­ი­დე­ნის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია. არ მგო­ნია, აქ სპე­კუ­ლი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იყოს. ევ­ტუ­შენ­კო­ვი პირ­და­პირ არის და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბა­ი­დე­ნის ოჯახ­თან“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა პრობ­ლე­მა ევ­ტუ­შენ­კოვ­თან კავ­ში­რე­ბი, კო­ბა­ხი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ ამ თე­მა­ზე სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი ზედ­მე­ტია.

"ამე­რი­კამ არ და­ა­სან­ქცი­რა იმის გამო, რომ მჭიდ­რო კავ­შირ­შია ამე­რი­კულ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას­თან, მათ შო­რის ბა­ი­დე­ნის ოჯახ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, მგო­ნი აქ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი ზედ­მე­ტია“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ცნო­ბის­თვის, "მთა­ვარ­მა არ­ხმა" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ნის­ტრის მრჩევ­ლად და­ვით ხი­და­შე­ლი მუ­შა­ობ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამა­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ და­ა­დას­ტუ­რა.

"ნუ, იცით თქვენ, რომ ვმუ­შა­ობ­დით და­ვით გა­რე­ჯის საქ­მე­ზე და ჩარ­თუ­ლი იყო და­ვი­თიც ამ სა­კი­თხზე და ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა­ღა­ცა­ში დაგ­ვჭირ­დე­ბო­და, ვკი­თხავ­დით… არა მგო­ნია, დღეს, ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი”, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ 2020 წლი­დან 2024 წლის 9 თე­ბერ­ვლამ­დე და­ვით ხი­და­შე­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მრჩევ­ლად მუ­შა­ობ­და.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის შემ­დეგ, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, და­ვით ხი­და­შელს სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 81-ე მუხ­ლის, მე-2 პუნ­ქტის მი­ხედ­ვით, შე­უ­წყდა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და მას შემ­დეგ თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში აღარ მუ­შა­ობს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედშ
0

სხვაგვარი პასუხო უბრალოდ არ შეიძლება. გამორიცხულია.

ლევანი
1

და რა იცი ბატონო პრემიერო,თვითონ გითხრა??რა უნდა რუსეთს გარჭობილ კაცს თავდაცვის სამინისტროში თქვენ თუ კარგი ხალხი ხართ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"დავით ხიდაშელს არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია" - კობახიძე

"დავით ხიდაშელს არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია" - კობახიძე

დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა დავით ხიდაშელს არ ჰქონია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ხიდაშელთან იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც თებერვლიდან შეწყდა.

"როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს საიდუმლო ინფორმაციაზე დავით ხიდაშელს წვდომა არ ჰქონია. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარ გადაწყვეტილებებზე. საბოლოოდ, ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა გვქონდა. იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც თებერვლიდან შეწყდა. ეს არის ის, რაც მოხდა. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ადამიანი დაახლოებული იყო ევტუშენკოვთან, რომელიც ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირია. არ მგონია, აქ სპეკულირების საფუძველი იყოს. ევტუშენკოვი პირდაპირ არის დაახლოებული ბაიდენის ოჯახთან“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა პრობლემა ევტუშენკოვთან კავშირები, კობახიძემ უპასუხა, რომ ამ თემაზე სპეკულაციები ზედმეტია.

"ამერიკამ არ დაასანქცირა იმის გამო, რომ მჭიდრო კავშირშია ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან, მათ შორის ბაიდენის ოჯახთან. შესაბამისად, მგონი აქ სპეკულაციები ზედმეტია“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში მინისტრის მრჩევლად დავით ხიდაშელი მუშაობდა.

აღნიშნული ინფორმაცია ამავე ტელევიზიასთან ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა.

"ნუ, იცით თქვენ, რომ ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე და ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა, ვკითხავდით… არა მგონია, დღეს, ალბათ, არ იქნება გაფორმებული”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა.

უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.