Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"სამი წლის ვიყავი, როცა მოხუც კაცზე გავთხოვდი" - ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა: ახალგაზრდა ქალის გაქცევა სექტიდან და გზა ძალადობიდან ამერიკულ თავისუფლებამდე
"სამი წლის ვიყავი, როცა მოხუც კაცზე გავთხოვდი" - ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა: ახალგაზრდა ქალის გაქცევა სექტიდან და გზა ძალადობიდან ამერიკულ თავისუფლებამდე

ამ ის­ტო­რი­ამ ერთი წლის წინ მსოფ­ლიო შეძ­რა. ახალ­გაზ­რდა ქალ­მა ყვე­ლას მო­უყ­ვა, რო­გორ გა­ა­თხო­ვა სექ­ტან­ტმა დე­დამ 3 წლის ასაკ­ში მო­ხუც მა­მა­კაც­ზე. ახლა სე­რე­ნა ზრდას­რუ­ლი ქა­ლია, პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გი და თა­ვად ეხ­მა­რე­ბა სხვა ადა­მი­ა­ნებს ბავ­შვო­ბის ტრავ­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში.

"სამი წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მო­ხუც კაც­ზე გავ­თხოვ­დი".

სე­რე­ნა და­ი­ბა­და ცნო­ბილ სექ­ტა­ში, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და დე­ვიდ ბერ­გი. თა­ვად ბერ­გი იყო ევან­გე­ლის­ტუ­რი მქა­და­გე­ბე­ლი, რო­მელ­მაც და­ა­არ­სა ღვთის შვი­ლე­ბის სექ­ტა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში 1968 წელს. მას შე­უ­ერ­თდნენ სახ­ლი­დან გაქ­ცე­უ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი­სა და ჰი­პე­ბის ჯგუ­ფი.

70-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ო­დის­თვის კაცი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ჰყავ­და 10 000 მიმ­დე­ვა­რი 130 კო­მუ­ნა­ში, მათ შო­რის ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბის, როუზ მა­კგო­ვა­ნი­სა და ხო­ა­კინ ფე­ნიქ­სის ოჯა­ხე­ბი. ბერ­გი მხარს უჭერ­და უხამს სექსს და ამ­ტკი­ცებ­და, რომ არ უნდა არ­სე­ბობ­დეს შე­ზღუდ­ვე­ბი, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბი­სა.

სექ­ტან­ტე­ბი მა­შინ ცხოვ­რობ­დნენ მდიდ­რულ სა­სახ­ლე­ში, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი ჰქონ­დათ: დიდი სა­ცუ­რაო აუზი, ჩოგ­ბურ­თის კორ­ტი და დიდი ეზო. გო­გო­ნას დედა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი იყო, ამი­ტომ ბერ­გმა გა­და­წყვი­ტა, რომ ცო­ლად მისი ქა­ლიშ­ვი­ლი მო­ეყ­ვა­ნა. მშო­ბელს ეს ძა­ლი­ან უხა­რო­და, რად­გან ლი­დე­რის სურ­ვილს უდი­დეს წყა­ლო­ბად თვლი­და.

სე­რე­ნას დედა და კულ­ტის უფ­რო­სი

"ჩემი პირ­ვე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბა იმას, თუ რო­გორ მოვ­ხვდი "ბა­ბუ­ას" კალ­თა­ში. მას ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო სუნი ას­დი­ო­და და ავ­ტირ­დი. ბე­ჭე­დი მო­მა­წო­და და მი­თხრა, რომ ჩვენ გვაქვს კავ­ში­რი და ახლა ყო­ველ­თვის ერ­თად ვიქ­ნე­ბით“ - ჰყვე­ბა სე­რე­ნა.

გო­გო­ნას ქორ­წი­ლი "ბა­ბუ­ას­თან" 1986 წელს შედ­გა. ბავ­შვს სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი დიდი ჰქონ­და და სპე­ცი­ა­ლუ­რი ლენ­ტით და­უ­მაგ­რეს.

სექ­ტა­ში ბევ­რი ბავ­შვი არ იყო, მაგ­რამ სე­რე­ნას ერთი ბიჭი ახ­სოვ­და, რიკი. ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ისი­ნი ით­ვლე­ბოდ­ნენ „კულ­ტის ლი­დე­რის რჩე­უ­ლე­ბად“, რაც მეტ პრი­ვი­ლე­გი­ას ანი­ჭებ­დათ, მაგ­რამ ბავ­შვებს ეს სა­ერ­თოდ არ უხა­რო­დათ.

"ჩვენ გა­ვი­ზარ­დეთ სა­ში­ნელ გა­რე­მო­ში, მაგ­რამ იქ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მად ით­ვლე­ბო­და. თა­მა­შის დროს დავ­რბო­დით სა­სახ­ლის სა­ერ­თო ოთა­ხებ­ში - და ხში­რად ვა­წყდე­ბო­დით ორ­გი­ებს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, მსგავ­სი რა­მის ხილ­ვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გახ­და, მაგ­რამ იყო ისე­თი რამ, რაც ბავ­შვებს აში­ნებ­დათ - ხუმ­რო­ბი­სა და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­თვის მათ აი­ძუ­ლებ­დნენ შიშ­ვლებს ეცეკ­ვათ და ამ დროს კა­მე­რით უღებ­დნენ".

მე­ურ­ვე­ე­ბი ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დობ­დნენ და აი­ძუ­ლებ­დნენ, კბი­ლის ჯაგ­რი­სით გა­ე­სუფ­თა­ვე­ბი­ნათ აბა­ზა­ნა.

ერთ დღეს, რო­დე­საც სე­რე­ნა ხუთი წლის იყო, დე­დამ შუ­ა­ღა­მეს გა­აღ­ვი­ძა. უთხრა, "ადე­ქი, ჩვენ უნდა წა­ვი­დეთ". გო­გო­ნას არ ეს­მო­და, რა­ტომ უწევ­დათ მუდ­მი­ვად გა­და­ად­გი­ლე­ბა. აც­რემ­ლე­ბუ­ლი და გა­მო­უ­ძი­ნე­ბე­ლი ბავ­შვი აე­რო­პორ­ტში წა­იყ­ვა­ნეს, სა­დაც თვითმფრი­ნავ­ში ჩას­ვეს და ია­პო­ნი­ა­ში გაგ­ზავ­ნეს. მხო­ლოდ ზრდას­რულ­მა სე­რე­ნამ შე­ი­ტყო, რომ მათ სექ­ტას პო­ლი­ცია მუდ­მი­ვად დევ­ნი­და...

ია­პო­ნი­ა­ში გო­გო­ნა დო­რამ და მუ­სი­კოს­მა ჯე­რე­მი სპენ­სერ­მა იშ­ვი­ლეს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე სექ­ტის წევ­რე­ბი იყ­ვნენ. სე­რე­ნას დედა კი კულ­ტის წევ­რებ­თან ერ­თად აგ­რძე­ლებ­და მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რო­ბას. ერთი წლის შემ­დეგ, დორა და ჯე­რე­მი გო­გო­ნას­თან ერ­თად გა­და­ვიდ­ნენ ბრა­ზი­ლი­ა­ში.

"დორა ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და, რომ არა­ვინ უნდა იცო­დეს სად ვი­ყა­ვით. და­ბა­დე­ბი­სას და­მარ­ქვეს მერი დარ­ლინ­გი, მაგ­რამ ჩემს მშვი­ლე­ბელ ოჯახ­ში სე­რე­ნად გა­და­მი­კე­თეს".

მძი­მე დღე­ე­ბი

ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო გო­გო­ნა­სა და სექ­ტის სხვა ბავ­შვე­ბის ცხოვ­რე­ბა, რომ­ლებ­საც სე­რე­ნას მსგავ­სად ახლა მე­ურ­ვე­ე­ბი აკონ­ტრო­ლებ­დნენ. მო­ზარ­დე­ბი აი­ძუ­ლებ­დნენ მათ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ყვე­ლა მძი­მე სა­მუ­შაო სახ­ლის პი­რო­ბებ­ში.

"დე­დამ მი­თხრა, რომ მომ­კლავ­და თუ მე გაქ­ცე­ვას გა­დავ­წყვეტ­დი."

1994 წელს, რო­დე­საც სე­რე­ნა 12 წლის იყო, დე­ვიდ ბერ­გი გარ­და­იც­ვა­ლა. ხელ­მძღვა­ნე­ლი მისი ქვრი­ვი კა­რე­ნი გახ­და. ქალ­მა შე­ა­სუს­ტა კონ­ტრო­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლებ­ზე, სექ­ტის უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მოვ­ლე­ნის ში­შით, წევ­რე­ბის­თვის უცხო პი­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის წე­სე­ბი შემ­სუ­ბუქ­და. ამ დროს სე­რე­ნა და მისი დედა სა­ცხოვ­რებ­ლად მექ­სი­კა­ში გა­და­ვიდ­ნენ.

თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნა უკვე ხვდე­ბო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ადრე მოხ­და მის ცხოვ­რე­ბა­ში, არ იყო ნორ­მა­ლუ­რი. ერთ დღეს, მე­ზობ­ლის ბავ­შვებ­მა ფეხ­ბურ­თის სა­თა­მა­შოდ და­უ­ძა­ხეს. მა­ნამ­დე გო­გო­ნას ეგო­ნა, რომ ვინც მათ სექ­ტა­ში არ იყო, ეშ­მაკს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. გა­ოც­და, რო­დე­საც ნახა, რომ მისი ახა­ლი ნაც­ნო­ბე­ბი კე­თი­ლე­ბი იყ­ვნენ. ერთხელ გო­გო­ნამ დე­დას ჰკი­თხა: "შე­გიძ­ლია მომ­კლა, თუ ღმერ­თი გიბ­რძა­ნებს?" - დე­დის პა­სუხ­მა შოკ­ში ჩა­აგ­დო.

„მა­შინ მივ­ხვდი, რომ საფრ­თხე­ში ვი­ყა­ვი და მას­თან ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. და­ვი­ფი­ცე, რომ მი­ვა­ტო­ვებ­დი, რო­გორც კი 18 წლის გავ­ხდე­ბო­დი. ამ დროს ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი რიკი უკვე გაქ­ცე­უ­ლი იყო სექ­ტი­დან. ჩვენ­მა ლი­დე­რებ­მა გან­მარ­ტეს, რომ ის დე­მო­ნის მსხვერ­პლი იყო და უნდა გვე­ლო­ცა მის­თვის, რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო".

გაქ­ცე­ვა და ახა­ლი ცხოვ­რე­ბა

სე­რე­ნამ პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა - სრულ­წლო­ვა­ნე­ბის დღეს­ვე ჩა­ა­ლა­გა თა­ვი­სი ნივ­თე­ბი და წა­ვი­და. გაქ­ცე­უ­ლის დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დით, გო­გო­ნას დე­დამ უთხრა: "თუ წახ­ვალ, უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი აღარ იქ­ნე­ბა!" მაგ­რამ გო­გო­ნას არ აინ­ტე­რე­სებ­და, უნ­დო­და ცხოვ­რე­ბა ნუ­ლი­დან და­ე­წყო...

სე­რე­ნა შტა­ტებ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც გა­იც­ნო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მა­სა­ვით სექ­ტის მსხვერ­პლი იყო. მის­მა მა­გა­ლით­მა შთა­ა­გო­ნა, რომ თა­ვა­დაც შე­ეძ­ლო სა­კუ­თა­რი ბე­დის მთლი­ა­ნად შეც­ვლა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სა­ბუ­თე­ბიც არ ჰქონ­და.

"გავ­ხდი ფსი­ქო­ლო­გი, რათა და­ვეხ­მა­რო ჩემს თავს და სხვებს“

კულ­ტის გა­რეთ ცხოვ­რე­ბა გო­გო­ნას­თვის თა­ვი­დან უჩ­ვე­უ­ლო და გა­უ­გე­ბა­რი იყო. მაგ­რამ ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, რად­გან სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო. გარ­კვე­უ­ლი თან­ხის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ, ჩა­ა­ბა­რა სას­კო­ლო გა­მოც­დე­ბი, რად­გან სექ­ტა­ში ცხოვ­რე­ბი­სას სწავ­ლის დრო არ ჰქონ­და, შემ­დეგ კი ის­წავ­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

„სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მი­ვი­ღე რამ­დე­ნი­მე მიწ­ვე­ვა მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სა­მუ­შა­ო­ებ­ზე. ჩემ­მა წარ­მა­ტე­ბებ­მა ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა - და მა­ინც დის­კომ­ფორ­ტი ვიგ­რძე­ნი. წარ­სუ­ლი არ მიშ­ვებ­და. შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე გავმხდა­რი­ყა­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფსი­ქო­ლო­გი, რათა და­ვეხ­მა­რო ჩემს თავს და ყვე­ლას, ვინც ოდეს­მე ყო­ფი­ლა სექ­ტან­ტე­ბის მსხვერ­პლი“ - ამ­ბობს სე­რე­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად სა­ში­ნე­ლი ბავ­შვო­ბი­სა, სე­რე­ნა დე­და­ზე არ გაბ­რა­ზე­ბუ­ლა. უფრო მე­ტიც, მას ძა­ლი­ან ეცო­დე­ბა თუმ­ცა, მას არ სურს რა­ი­მე სა­ერ­თო ჰქონ­დეს მას­თან.

„დე­და­ჩე­მი სექ­ტის წევ­რი აღარ არის. რო­დე­საც ის სექ­ტა­ში შე­ვი­და, მხო­ლოდ 19 წლის იყო. ასე რომ, გარ­კვე­უ­ლი გა­გე­ბით, ის თა­ვად გახ­და გა­რე­მო­ე­ბე­ბის მსხვერ­პლი. და მა­ინც, ყვე­ლა ადა­მი­ან­მა უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე და მან ეს არ გა­ა­კე­თა,“ - ამ­ბობს ქალი.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, დე­ვიდ ბერ­გი ბავ­შვო­ბა­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო. დარ­ღვე­უ­ლი ფსი­ქი­კის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი, ღმერ­თის სა­ხე­ლით არ­წმუ­ნებ­და ხალ­ხს, რომ სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლი მო­ახ­ლოვ­და. ერ­თა­დერ­თი გზა "გა­დარ­ჩე­ნის­თვის" კი ის ცხოვ­რე­ბის წესი იყო, რაც სექ­ტა­ში და­ამ­კვიდ­რა - აღ­ვი­რახ­სნი­ლი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

"მე ჯერ კი­დევ მაქვს ის ბე­ჭე­დი, რო­მე­ლიც "ბა­ბუ­ამ" გა­მი­კე­თა თით­ზე, რო­დე­საც მხო­ლოდ სამი წლის ვი­ყა­ვი. მა­შინ ეს იყო ჩემი კონ­ტრო­ლის გზა. ბე­ჭედს ბო­ლომ­დე არ ვი­შო­რებ და ხან­და­ხან ვუ­ყუ­რებ, რომ კი­დევ ერთხელ მივ­ხვდე: რას გა­და­ვურ­ჩი და წარ­სუ­ლი აღარ მე­მუქ­რე­ბა...“

ახლა სე­რე­ნა ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ფსი­ქო­ლო­გია, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ბავ­შვო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­თან. 1968 წელს და­არ­სე­ბუ­ლი ღვთის­შვი­ლე­ბის სექ­ტა 2010 წელს და­ი­შა­ლა. იგი შედ­გე­ბო­და 13 000 ადა­მი­ა­ნის­გან და ჰყავ­და 130 თემი მთელს მსოფ­ლი­ო­ში.

წყა­რო: mirror.co.uk

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
///////////;
6

ეს იმ ტყუილს გავს როგორც ეხლა დემოკრატია გვაქვს. როგორც ''გაცია ადამიანი"" -ში ვისწავლეთ გლეხები ადვილად ტყუვდებიანოო. ე ასეა.

საღი აზრი
18

რას ეწევით,ასეთი ისტორიების გამოგონებისას ?! :D

ავტორი:

"სამი წლის ვიყავი, როცა მოხუც კაცზე გავთხოვდი" - ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა: ახალგაზრდა ქალის გაქცევა სექტიდან და გზა ძალადობიდან ამერიკულ თავისუფლებამდე

"სამი წლის ვიყავი, როცა მოხუც კაცზე გავთხოვდი" - ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა: ახალგაზრდა ქალის გაქცევა სექტიდან და გზა ძალადობიდან ამერიკულ თავისუფლებამდე

ამ ისტორიამ ერთი წლის წინ მსოფლიო შეძრა. ახალგაზრდა ქალმა ყველას მოუყვა, როგორ გაათხოვა სექტანტმა დედამ 3 წლის ასაკში მოხუც მამაკაცზე. ახლა სერენა ზრდასრული ქალია, პროფესიით ფსიქოლოგი და თავად ეხმარება სხვა ადამიანებს ბავშვობის ტრავმებთან გამკლავებაში.

"სამი წლის ვიყავი, როდესაც მოხუც კაცზე გავთხოვდი".

სერენა დაიბადა ცნობილ სექტაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა დევიდ ბერგი. თავად ბერგი იყო ევანგელისტური მქადაგებელი, რომელმაც დააარსა ღვთის შვილების სექტა კალიფორნიაში 1968 წელს. მას შეუერთდნენ სახლიდან გაქცეული თინეიჯერებისა და ჰიპების ჯგუფი.

70-იანი წლების შუა პერიოდისთვის კაცი ამტკიცებდა, რომ ჰყავდა 10 000 მიმდევარი 130 კომუნაში, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავების, როუზ მაკგოვანისა და ხოაკინ ფენიქსის ოჯახები. ბერგი მხარს უჭერდა უხამს სექსს და ამტკიცებდა, რომ არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები, განურჩევლად ასაკისა და ურთიერთობისა.

სექტანტები მაშინ ცხოვრობდნენ მდიდრულ სასახლეში, სადაც ყველანაირი პირობები ჰქონდათ: დიდი საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტი და დიდი ეზო. გოგონას დედა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ერთ-ერთი ფავორიტი იყო, ამიტომ ბერგმა გადაწყვიტა, რომ ცოლად მისი ქალიშვილი მოეყვანა. მშობელს ეს ძალიან უხაროდა, რადგან ლიდერის სურვილს უდიდეს წყალობად თვლიდა.

სერენას დედა და კულტის უფროსი

"ჩემი პირველი მოგონებები უკავშირდება იმას, თუ როგორ მოვხვდი "ბაბუას" კალთაში. მას ძალიან უსიამოვნო სუნი ასდიოდა და ავტირდი. ბეჭედი მომაწოდა და მითხრა, რომ ჩვენ გვაქვს კავშირი და ახლა ყოველთვის ერთად ვიქნებით“ - ჰყვება სერენა.

გოგონას ქორწილი "ბაბუასთან" 1986 წელს შედგა. ბავშვს საქორწინო ბეჭედი დიდი ჰქონდა და სპეციალური ლენტით დაუმაგრეს.

სექტაში ბევრი ბავშვი არ იყო, მაგრამ სერენას ერთი ბიჭი ახსოვდა, რიკი. ამ საზოგადოებაში ისინი ითვლებოდნენ „კულტის ლიდერის რჩეულებად“, რაც მეტ პრივილეგიას ანიჭებდათ, მაგრამ ბავშვებს ეს საერთოდ არ უხაროდათ.

"ჩვენ გავიზარდეთ საშინელ გარემოში, მაგრამ იქ ეს ყველაფერი ნორმად ითვლებოდა. თამაშის დროს დავრბოდით სასახლის საერთო ოთახებში - და ხშირად ვაწყდებოდით ორგიებს. დროთა განმავლობაში, მსგავსი რამის ხილვა ჩვეულებრივი გახდა, მაგრამ იყო ისეთი რამ, რაც ბავშვებს აშინებდათ - ხუმრობისა და დაუმორჩილებლობისთვის მათ აიძულებდნენ შიშვლებს ეცეკვათ და ამ დროს კამერით უღებდნენ".

მეურვეები ბავშვებზე ძალადობდნენ და აიძულებდნენ, კბილის ჯაგრისით გაესუფთავებინათ აბაზანა.

ერთ დღეს, როდესაც სერენა ხუთი წლის იყო, დედამ შუაღამეს გააღვიძა. უთხრა, "ადექი, ჩვენ უნდა წავიდეთ". გოგონას არ ესმოდა, რატომ უწევდათ მუდმივად გადაადგილება. აცრემლებული და გამოუძინებელი ბავშვი აეროპორტში წაიყვანეს, სადაც თვითმფრინავში ჩასვეს და იაპონიაში გაგზავნეს. მხოლოდ ზრდასრულმა სერენამ შეიტყო, რომ მათ სექტას პოლიცია მუდმივად დევნიდა...

იაპონიაში გოგონა დორამ და მუსიკოსმა ჯერემი სპენსერმა იშვილეს, რომლებიც ასევე სექტის წევრები იყვნენ. სერენას დედა კი კულტის წევრებთან ერთად აგრძელებდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას. ერთი წლის შემდეგ, დორა და ჯერემი გოგონასთან ერთად გადავიდნენ ბრაზილიაში.

"დორა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ არავინ უნდა იცოდეს სად ვიყავით. დაბადებისას დამარქვეს მერი დარლინგი, მაგრამ ჩემს მშვილებელ ოჯახში სერენად გადამიკეთეს".

მძიმე დღეები

ძალიან რთული იყო გოგონასა და სექტის სხვა ბავშვების ცხოვრება, რომლებსაც სერენას მსგავსად ახლა მეურვეები აკონტროლებდნენ. მოზარდები აიძულებდნენ მათ გაეკეთებინათ ყველა მძიმე სამუშაო სახლის პირობებში.

"დედამ მითხრა, რომ მომკლავდა თუ მე გაქცევას გადავწყვეტდი."

1994 წელს, როდესაც სერენა 12 წლის იყო, დევიდ ბერგი გარდაიცვალა. ხელმძღვანელი მისი ქვრივი კარენი გახდა. ქალმა შეასუსტა კონტროლი თანამებრძოლებზე, სექტის უკანონო საქმიანობის გამოვლენის შიშით, წევრებისთვის უცხო პირებთან კომუნიკაციის წესები შემსუბუქდა. ამ დროს სერენა და მისი დედა საცხოვრებლად მექსიკაში გადავიდნენ.

თინეიჯერი გოგონა უკვე ხვდებოდა, რომ ყველაფერი, რაც ადრე მოხდა მის ცხოვრებაში, არ იყო ნორმალური. ერთ დღეს, მეზობლის ბავშვებმა ფეხბურთის სათამაშოდ დაუძახეს. მანამდე გოგონას ეგონა, რომ ვინც მათ სექტაში არ იყო, ეშმაკს ემსახურებოდა. გაოცდა, როდესაც ნახა, რომ მისი ახალი ნაცნობები კეთილები იყვნენ. ერთხელ გოგონამ დედას ჰკითხა: "შეგიძლია მომკლა, თუ ღმერთი გიბრძანებს?" - დედის პასუხმა შოკში ჩააგდო.

„მაშინ მივხვდი, რომ საფრთხეში ვიყავი და მასთან ცხოვრება არ შეიძლებოდა. დავიფიცე, რომ მივატოვებდი, როგორც კი 18 წლის გავხდებოდი. ამ დროს ჩემი ბავშვობის მეგობარი რიკი უკვე გაქცეული იყო სექტიდან. ჩვენმა ლიდერებმა განმარტეს, რომ ის დემონის მსხვერპლი იყო და უნდა გველოცა მისთვის, რომ გადარჩენილიყო".

გაქცევა და ახალი ცხოვრება

სერენამ პირობა შეასრულა - სრულწლოვანების დღესვე ჩაალაგა თავისი ნივთები და წავიდა. გაქცეულის დაბრუნების იმედით, გოგონას დედამ უთხრა: "თუ წახვალ, უკან დასაბრუნებელი აღარ იქნება!" მაგრამ გოგონას არ აინტერესებდა, უნდოდა ცხოვრება ნულიდან დაეწყო...

სერენა შტატებში გაემგზავრა, სადაც გაიცნო ადამიანი, რომელიც მასავით სექტის მსხვერპლი იყო. მისმა მაგალითმა შთააგონა, რომ თავადაც შეეძლო საკუთარი ბედის მთლიანად შეცვლა. გარკვეული პერიოდი საბუთებიც არ ჰქონდა.

"გავხდი ფსიქოლოგი, რათა დავეხმარო ჩემს თავს და სხვებს“

კულტის გარეთ ცხოვრება გოგონასთვის თავიდან უჩვეულო და გაუგებარი იყო. მაგრამ ძალიან მოეწონა, რადგან სრულიად თავისუფალი იყო. გარკვეული თანხის გამომუშავების შემდეგ, ჩააბარა სასკოლო გამოცდები, რადგან სექტაში ცხოვრებისას სწავლის დრო არ ჰქონდა, შემდეგ კი ისწავლა უნივერსიტეტში.

„სწავლის დამთავრების შემდეგ, მივიღე რამდენიმე მიწვევა მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე. ჩემმა წარმატებებმა ძალიან გამახარა - და მაინც დისკომფორტი ვიგრძენი. წარსული არ მიშვებდა. შემდეგ გადავწყვიტე გავმხდარიყავი პროფესიონალი ფსიქოლოგი, რათა დავეხმარო ჩემს თავს და ყველას, ვინც ოდესმე ყოფილა სექტანტების მსხვერპლი“ - ამბობს სერენა.

მიუხედავად საშინელი ბავშვობისა, სერენა დედაზე არ გაბრაზებულა. უფრო მეტიც, მას ძალიან ეცოდება თუმცა, მას არ სურს რაიმე საერთო ჰქონდეს მასთან.

„დედაჩემი სექტის წევრი აღარ არის. როდესაც ის სექტაში შევიდა, მხოლოდ 19 წლის იყო. ასე რომ, გარკვეული გაგებით, ის თავად გახდა გარემოებების მსხვერპლი. და მაინც, ყველა ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და მან ეს არ გააკეთა,“ - ამბობს ქალი.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, დევიდ ბერგი ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. დარღვეული ფსიქიკის მქონე ადამიანი, ღმერთის სახელით არწმუნებდა ხალხს, რომ სამყაროს აღსასრული მოახლოვდა. ერთადერთი გზა "გადარჩენისთვის" კი ის ცხოვრების წესი იყო, რაც სექტაში დაამკვიდრა - აღვირახსნილი, სექსუალური ცხოვრება მცირეწლოვანი ბავშვების მონაწილეობით.

"მე ჯერ კიდევ მაქვს ის ბეჭედი, რომელიც "ბაბუამ" გამიკეთა თითზე, როდესაც მხოლოდ სამი წლის ვიყავი. მაშინ ეს იყო ჩემი კონტროლის გზა. ბეჭედს ბოლომდე არ ვიშორებ და ხანდახან ვუყურებ, რომ კიდევ ერთხელ მივხვდე: რას გადავურჩი და წარსული აღარ მემუქრება...“

ახლა სერენა ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოლოგია, რომელიც მუშაობს ბავშვობის ფსიქოლოგიური ტრავმის მქონე პაციენტებთან. 1968 წელს დაარსებული ღვთისშვილების სექტა 2010 წელს დაიშალა. იგი შედგებოდა 13 000 ადამიანისგან და ჰყავდა 130 თემი მთელს მსოფლიოში.

წყარო: mirror.co.uk