Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
GM PHARMA-ს უწყვეტი ტექნოლოგიური განვითარება
GM PHARMA-ს უწყვეტი ტექნოლოგიური განვითარება

GM PHARMA-მ თბი­ლი­სის სა­წარ­მო­ში შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია GERTEIS-ის­გან შე­ძე­ნი­ლი მშრა­ლი გრა­ნუ­ლა­ცი­ის მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რის – MINI-PACTOR® – ინ­სტა­ლა­ცია და­ას­რუ­ლა. და­ნად­გა­რი GERTEIS-იდან სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­სულ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის პრო­ცე­სის ინ­ჟინ­რებ­თან, ტექ­ნი­კო­სებ­თან და წარ­მო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად და­ა­მონ­ტა­ჟა. წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნად­გა­რის ე.წ. SAT (Site Acceptance Test) პრო­ცე­სიც.

ფარ­მა­ცევ­ტულ ინ­დუსტრი­ა­ში MINI-PACTOR® ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ახა­ლი წამ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ისე წარ­მო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბის გა­საზ­რდე­ლად. და­ნად­გარს სა­წარ­მოო სიმ­ძლავ­რის ფარ­თო ამ­პლი­ტუ­და გა­აჩ­ნია, კერ­ძოდ – 10 გრა­მი­დან 100 კგ-მდე სა­ათ­ში, რაც მას იდე­ა­ლურ მშრალ გრა­ნუ­ლა­ტო­რად აქ­ცევს და მისი, რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბის ეტაპ­ზე, ისე წარ­მო­ე­ბა­ში თა­ნაბ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

GM PHARMA-ს კვლე­ვა-გან­ვი­თა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ში ისე­თი პრე­პა­რა­ტე­ბის შექ­მნა-გან­ვი­თა­რე­ბა აქვს, რომ­ლებ­საც სწო­რედ MINI-PACTOR® დას­ჭირ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნად­გა­რი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის GM PHARMA-ში წარ­მო­ე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს. მა­გა­ლი­თად, ესე­ნია პრო­ლონ­გი­რე­ბუ­ლი ანუ გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრე­პა­რა­ტე­ბი, რად­გან სწო­რედ MINI-PACTOR® უზ­რუნ­ველ­ყოფს წამ­ლის ნა­წი­ლა­კე­ბის ისეთ გა­და­ნა­წი­ლე­ბას და ზო­მას, ასე­ვე შუ­ა­ლე­დურ ფარ­მა­ცევ­ტულ პრო­დუქ­ტში დამ­ხმა­რე ნივ­თი­ე­რე­ბის ისეთ ჩარ­თვას, რომ წამ­ლის მზა ფორ­მა­ში აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ, რაც მე­დი­კა­მენ­ტის დღე-ღა­მე­ში ერთჯე­რა­დი დო­ზი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქმნის. MINI-PACTOR® სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, კომ­პა­ნი­ამ შექ­მნას და აწარ­მო­ოს ტე­ნი­სად­მი და სით­ბო­სად­მი მგრძნო­ბი­ა­რე მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მელ­თა წარ­მო­ე­ბა სვე­ლი გრა­ნუ­ლა­ცი­ით თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია; ასე­ვე არ­სე­ბობს ისე­თი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი სუბსტან­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც და­ბა­ლი ლღო­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვთ და მშრა­ლი გრა­ნუ­ლა­ცი­ის აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნად­გა­რი ასე­თი სუბსტან­ცი­ე­ბის შემ­ცვე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­შიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

MINI-PACTOR® აუმ­ჯო­ბე­სებს ისე­თი აქ­ტი­უ­რი სუბსტან­ცი­ე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი შუ­ა­ლე­დუ­რი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის დე­ნა­დო­ბას, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნუ­ლად ხა­სი­ათ­დე­ბი­ან ცუდი დე­ნა­დო­ბით ან ნა­წი­ლა­კე­ბის და­ბა­ლი ზო­მით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და მშრა­ლი გრა­ნუ­ლა­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე, ასე­თი სუბსტან­ცი­ე­ბი­სა და შუ­ა­ლე­დუ­რი ბალ­კის და­ტაბ­ლე­ტე­ბა ან კაფ­სუ­ლი­რე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. ასე­ვე აქ­ტი­უ­რად მოხ­დე­ბა MINI-PACTOR®-ის გა­მო­ყე­ნე­ბა ისე­თი პრე­პა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში, სა­დაც აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა ტაბ­ლე­ტის სრუ­ლი მა­სის 20%-ზე ნაკ­ლე­ბია; ასეთ პრე­პა­რა­ტებ­ში მშრა­ლი გრა­ნუ­ლა­ცი­ის აპა­რა­ტი დო­ზი­რე­ბი­სა და მა­სის ერ­თგვა­როვ­ნე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

GERTEIS არის პრე­მი­უმ ხა­რის­ხის მშრა­ლი გრა­ნუ­ლა­ცი­ის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ბაზ­რის ლი­დე­რი კომ­პა­ნია. იგი თა­ნამ­შრომ­ლობს ისეთ წამ­ყვან ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებ­თან, რო­გო­რი­ცაა Pfizer, Bayer, GSK, Roche და სხვ.

GM PHARMA ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია ფარ­მა­ცევ­ტულ წარ­მო­ე­ბა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, წარ­მო­ე­ბის უახ­ლე­სი მე­თო­დო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვა­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნი­სათ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მნა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

GM PHARMA-ს პრე­პა­რა­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია თა­ნა­მედ­რო­ვე, ინო­ვა­ცი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის თე­რა­პი­უ­ლი სქე­მე­ბით და გა­იდ­ლა­ი­ნე­ბით არის მო­წო­დე­ბუ­ლი.

GM PHARMA-ს მე­დი­კა­მენ­ტებს და საკ­ვებ და­ნა­მა­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და კომ­პა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე (სა­ექ­სპორ­ტო ქვეყ­ნებ­ში) და­ახ­ლო­ე­ბით 12 მი­ლი­ო­ნი პა­ცი­ენ­ტი იღებს ყო­ველ­წლი­უ­რად, რაც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრი­დან კომ­პა­ნი­ის აღი­ა­რე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

R

ავტორი:

GM PHARMA-ს უწყვეტი ტექნოლოგიური განვითარება

GM PHARMA-ს უწყვეტი ტექნოლოგიური განვითარება

GM PHARMA-მ თბილისის საწარმოში შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანია GERTEIS-ისგან შეძენილი მშრალი გრანულაციის მანქანა-დანადგარის – MINI-PACTOR® – ინსტალაცია დაასრულა. დანადგარი GERTEIS-იდან სპეციალურად ჩამოსულმა წარმომადგენელმა ჩვენი კომპანიის პროცესის ინჟინრებთან, ტექნიკოსებთან და წარმოების სპეციალისტებთან ერთად დაამონტაჟა. წარმატებით დასრულდა აღნიშნული დანადგარის ე.წ. SAT (Site Acceptance Test) პროცესიც.

ფარმაცევტულ ინდუსტრიაში MINI-PACTOR® ფართოდ გამოიყენება როგორც ახალი წამლების განვითარებისთვის, ისე წარმოების მოცულობის გასაზრდელად. დანადგარს საწარმოო სიმძლავრის ფართო ამპლიტუდა გააჩნია, კერძოდ – 10 გრამიდან 100 კგ-მდე საათში, რაც მას იდეალურ მშრალ გრანულატორად აქცევს და მისი, როგორც განვითარების ეტაპზე, ისე წარმოებაში თანაბრად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

GM PHARMA-ს კვლევა-განვითარების განყოფილებას სამომავლო გეგმებში ისეთი პრეპარატების შექმნა-განვითარება აქვს, რომლებსაც სწორედ MINI-PACTOR® დასჭირდება. აღნიშნული დანადგარი მნიშვნელოვნად გაზრდის GM PHARMA-ში წარმოებული მედიკამენტების ჩამონათვალს. მაგალითად, ესენია პროლონგირებული ანუ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების პრეპარატები, რადგან სწორედ MINI-PACTOR® უზრუნველყოფს წამლის ნაწილაკების ისეთ გადანაწილებას და ზომას, ასევე შუალედურ ფარმაცევტულ პროდუქტში დამხმარე ნივთიერების ისეთ ჩართვას, რომ წამლის მზა ფორმაში აქტიური ნივთიერების გახანგრძლივებული გამოთავისუფლება მივიღოთ, რაც მედიკამენტის დღე-ღამეში ერთჯერადი დოზირების შესაძლებლობას ქმნის. MINI-PACTOR® საშუალებას იძლევა, კომპანიამ შექმნას და აწარმოოს ტენისადმი და სითბოსადმი მგრძნობიარე მედიკამენტები, რომელთა წარმოება სველი გრანულაციით თითქმის შეუძლებელია; ასევე არსებობს ისეთი ფარმაცევტული სუბსტანციები, რომლებსაც დაბალი ლღობის ტემპერატურა აქვთ და მშრალი გრანულაციის აღნიშნული დანადგარი ასეთი სუბსტანციების შემცველი პრეპარატების წარმოებაშიც გამოიყენება.

MINI-PACTOR® აუმჯობესებს ისეთი აქტიური სუბსტანციებისგან მიღებული შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის დენადობას, რომლებიც ორგანულად ხასიათდებიან ცუდი დენადობით ან ნაწილაკების დაბალი ზომით გამოირჩევიან და მშრალი გრანულატორის გამოყენების გარეშე, ასეთი სუბსტანციებისა და შუალედური ბალკის დატაბლეტება ან კაფსულირება თითქმის შეუძლებელია. ასევე აქტიურად მოხდება MINI-PACTOR®-ის გამოყენება ისეთი პრეპარატების წარმოებაში, სადაც აქტიური ნივთიერების შემცველობა ტაბლეტის სრული მასის 20%-ზე ნაკლებია; ასეთ პრეპარატებში მშრალი გრანულაციის აპარატი დოზირებისა და მასის ერთგვაროვნებას უზრუნველყოფს.

GERTEIS არის პრემიუმ ხარისხის მშრალი გრანულაციის მოწყობილობების მწარმოებელი ბაზრის ლიდერი კომპანია. იგი თანამშრომლობს ისეთ წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან, როგორიცაა Pfizer, Bayer, GSK, Roche და სხვ.

GM PHARMA ფოკუსირებულია ფარმაცევტულ წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, წარმოების უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვასა და თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალური პროდუქტების შექმნა-განვითარებაზე.

GM PHARMA-ს პრეპარატების ჩამონათვალშია თანამედროვე, ინოვაციური მედიკამენტები, რომლებიც უკანასკნელი წლების თერაპიული სქემებით და გაიდლაინებით არის მოწოდებული.

GM PHARMA-ს მედიკამენტებს და საკვებ დანამატებს საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე (საექსპორტო ქვეყნებში) დაახლოებით 12 მილიონი პაციენტი იღებს ყოველწლიურად, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

R