პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალის დაკნინების მიზნით, ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა - გამოვლინდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები
ქალის დაკნინების მიზნით, ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა - გამოვლინდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

  • სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე, და­კა­ვე­ბუ­ლია 20 წლის მა­მა­კა­ცი. უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2003 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა, მისი მე­გობ­რის ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვა.

"მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ-თე­ბერ­ვლის პე­რი­ოდ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "Facebook”-ის ყალ­ბი გვერ­დის გა­მო­ყე­ნე­ბით და­უ­კავ­შირ­და და­ზა­რა­ლე­ბულს და ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი­სა და ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მუ­ქა­რით, უსი­ტყვო მორ­ჩი­ლე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, მათ შო­რის, ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის გა­დაგ­ზავ­ნა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსელ "Facebook”-ის პა­რო­ლის გა­და­ცე­მა მოს­თხო­ვა. გარ­და ამი­სა, იგი პი­რა­დად უკავ­შირ­დე­ბო­და და­ზა­რა­ლე­ბულს და სთხოვ­და ჰქო­ნო­დათ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა, ხოლო უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის დაკ­ნი­ნე­ბის მიზ­ნით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ "Facebook”-ის ყალბ გვერ­დზე ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი სა­ჯა­როდ გა­ნა­თავ­სა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მო­მარ­თვის შემ­დეგ, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მოკ­ლე დრო­ში წარ­მარ­თა. პი­რა­დი ჩხრე­კი­სას მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში, ნა­ნა­ხი და ამო­ღე­ბუ­ლი იქნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის მა­სა­ლა, რის შემ­დე­გაც და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა ბრალ­დე­ბუ­ლი.

  • სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე ასე­ვე, მხი­ლე­ბუ­ლია 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქალი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2023 წელს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ინ­სტაგ­რა­მის“ ყალ­ბი პრო­ფი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქალი, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლით მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის დას გა­ეც­ნო და ნდო­ბა მო­ი­პო­ვა. და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მი­თი­თე­ბულ ყალბ პრო­ფილ­ზე ყო­ფილ რძალს, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლით, ყალ­ბი პრო­ფი­ლით ესა­უბ­რე­ბო­და, თა­ვი­სი შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი გა­და­უგ­ზავ­ნა. ბრალ­დე­ბულ­მა, ამ გზით, მო­ტყუ­ე­ბით, უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვა და შე­ი­ნა­ხა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ამ­სახ­ვე­ლი ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლა, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ სა­ხე­ლის გა­ტე­ხის მიზ­ნით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ნა­თე­სა­ვებ­თან გა­ავ­რცე­ლა. სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნი­დან ამო­ღე­ბულ იქნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლა.

და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბულ ქალს ბრალ­დე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე წა­რედ­გი­ნა.

და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ორი­ვე ფაქ­ტზე აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კითხვა მაქვს
0

პატივცემული ყოფილი რძალი უცხო მამაკაცს (თურმე ქალი ყოფილა, მაგრამ თვითონ კაცად ხომ თვლიდა) თავისი შიშველი სხეულის სურათებს რატომ უგზავნიდა, ეს არავის აინტერესებს?

მთავარია ქალბმა კაცებს უძახონ არაკაცები და კაცებმა ქალებს?

არცერთი რომ არაა დასანდობი, ამას რა ვუყოთ. იტყვიან ახლა მსხვერპლს ადანაშაულებო ანუ თავიშემომაკლას პრინციპს იყენებო. 

არა პატივცემულებო ერთმა სისულელით თუ შეგნებით ცოტა დააშავა მეორემ შეგნებულად და მეტი და სასჯელიც შესაბამისი უნდა იყოს ორივე მხარისათვის. ოღონდ ორივესათვის აუცილებლად სინამდვილეში ორივე უზნეოა და სინამდვილეში არც განათლება აქვთ ზნეობის რაობას რომ ჩასწვდნენ და არც ღვთის შიში (ტაძრებში მოდისათვის დადიან.

ვიცი ბევრი ვერ გაიგებს, მაგრამ ამოვიდა ყელში ეს ვიღაცის სასარგებლოდ მსჯელობა. ბოლომდე, ღრმად ჩახედეთ საკითხს.

 

!!!
5

საქართველო!!!არაკაცების ქვეყანა!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ქალის დაკნინების მიზნით, ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა - გამოვლინდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები

ქალის დაკნინების მიზნით, ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა - გამოვლინდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 20 წლის მამაკაცი. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, მისი მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა.

"მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ბრალდებული სოციალურ ქსელ "Facebook”-ის ყალბი გვერდის გამოყენებით დაუკავშირდა დაზარალებულს და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების მუქარით, უსიტყვო მორჩილება და კონკრეტული ქმედებების შესრულება, მათ შორის, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების გადაგზავნა და დაზარალებულის სოციალურ ქსელ "Facebook”-ის პაროლის გადაცემა მოსთხოვა. გარდა ამისა, იგი პირადად უკავშირდებოდა დაზარალებულს და სთხოვდა ჰქონოდათ სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, დაზარალებული ქალის დაკნინების მიზნით, სოციალურ ქსელ "Facebook”-ის ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა.

დაზარალებულის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში წარმართა. პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული.

  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ასევე, მხილებულია 2000 წელს დაბადებული ქალი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს, სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის“ ყალბი პროფილის გამოყენებით, 2000 წელს დაბადებული ქალი, შურისძიების მოტივით მამაკაცის სახელით მისი ყოფილი მეუღლის დას გაეცნო და ნდობა მოიპოვა. დაზარალებულმა მითითებულ ყალბ პროფილზე ყოფილ რძალს, რომელიც მამაკაცის სახელით, ყალბი პროფილით ესაუბრებოდა, თავისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. ბრალდებულმა, ამ გზით, მოტყუებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რომლებიც შემდგომ სახელის გატეხის მიზნით დაზარალებულის ნათესავებთან გაავრცელა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონიდან ამოღებულ იქნა დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა.

დანაშაულში მხილებულ ქალს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე წარედგინა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ორივე ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.