უკრაინაში დაფუძნებული ჯგუფები, რომლებიც, კრემლის მოწინააღმდეგე რუსებისგან შედგება, აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში შეიჭრნენ.
პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ არ დაუშვებენ, პუტინმა რუსეთი სიცოცხლის ბოლომდე მართოს.
"ყველა ზომას მივმართავთ დიქტატურისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად, იმისთვის, რომ რუსებმა მშვიდად დაძინება შეძლონ და არ ეშინოდეთ", - ნათქვამია ლეგიონის განცხადებაში.
რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის ფაქტი დაადასტურა "ციმბირის ბატალიონმაც“. მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელი დივერსანტები რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას სამი მიმართულებით, ტანკებითა და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით შეეცადნენ.
"რუსეთმა ჩაშალა კიევის რეჟიმის მცდელობა, შეჭრილიყო რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ტერიტორიაზე ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, "რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.
შესვლა, არჩევნების დაწყების მილოცვა და გამოსვლა იმ ღამეს უნდა დასრულებულიყო. მსხვერპლი დიდი იქნება.
დაბომბილ მოსკოვზეც იტყვის ზოგი. ეგ პუტინი უკეთებს რემონტსო.