პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკმა უკვე გადაიარა, ეს მაჩვენებელი კლებისკენ მიდის" - პაატა იმნაძე
"ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკმა უკვე გადაიარა, ეს მაჩვენებელი კლებისკენ მიდის" - პაატა იმნაძე

თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვებ­ში ვირუ­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის პე­რი­ო­დი იყო - ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პიკ­მა უკვე გა­და­ი­ა­რა, გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კლე­ბის­კენ მი­დის, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც იმ­ნა­ძე გან­მარ­ტავს, გრი­პის ვირუ­სის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 50%-მდე იყო გაზ­რდი­ლი.

"რო­გორც პროგ­ნო­ზი­რებ­დნენ, თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვებ­ში იყო რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის პე­რი­ო­დი. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ პიკ­მა უკვე გა­და­ი­ა­რა. ამ პიკ­ზეც არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბო­და. გრი­პის ვირუ­სის გა­ნა­წი­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 50%-მდე იყო გაზ­რდი­ლი. დღეს, გრი­პის ვირუ­სი 1/3-ს შე­ად­გენს. წამ­ყვა­ნი არის H1 ვა­რი­ან­ტი, ცოტა არის H3, გრი­პის ვირუ­სე­ბი­დან ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა B ვა­რი­ან­ტი. საკ­მა­ოდ ბევ­რია რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი, რო­მელ­საც პა­ტა­რა ბავ­შვებ­ში, შე­საძ­ლოა, მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ჰქონ­დეს. ასე­ვე გვაქვს გა­ცი­ე­ბის გა­მომ­წვე­ვი ვირუ­სე­ბი, რაც ყო­ველ წელს გვქონ­და ხოლ­მე. ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის აქ­ტი­ვო­ბა კლე­ბის­კენ მი­დის. სამ­წუ­ხა­როდ, გრი­პის ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვაც გვქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა კო­რო­ნა­ვირუსს, ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, რაც შემ­ცი­რე­ბის­კენ მი­დის კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბიც",- აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
2

კუმ ფეხი გამოყო.

ქიმვერტალიოტებიც აღარ დაფრინავენ.

ეგრეა
1

ნაჩუქარ ბინას კბილი არ გაესინჯებაო ნათქვამია

ავტორი:

"ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკმა უკვე გადაიარა, ეს მაჩვენებელი კლებისკენ მიდის" - პაატა იმნაძე

"ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკმა უკვე გადაიარა, ეს მაჩვენებელი კლებისკენ მიდის" - პაატა იმნაძე

თებერვლის შუა რიცხვებში ვირუსების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი იყო - ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკმა უკვე გადაიარა, გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ "ინტერპრესნიუსთან“ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც იმნაძე განმარტავს, გრიპის ვირუსის მაჩვენებელი 50%-მდე იყო გაზრდილი.

"როგორც პროგნოზირებდნენ, თებერვლის შუა რიცხვებში იყო რესპირატორული ვირუსების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკმა უკვე გადაიარა. ამ პიკზეც არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. გრიპის ვირუსის განაწილების მაჩვენებელი 50%-მდე იყო გაზრდილი. დღეს, გრიპის ვირუსი 1/3-ს შეადგენს. წამყვანი არის H1 ვარიანტი, ცოტა არის H3, გრიპის ვირუსებიდან ძალიან იშვიათად ჩნდება B ვარიანტი. საკმაოდ ბევრია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რომელსაც პატარა ბავშვებში, შესაძლოა, მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს. ასევე გვაქვს გაციების გამომწვევი ვირუსები, რაც ყოველ წელს გვქონდა ხოლმე. ვირუსული ინფექციების აქტივობა კლებისკენ მიდის. სამწუხაროდ, გრიპის ვირუსით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაც გვქონდა. რაც შეეხება კორონავირუსს, ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც შემცირებისკენ მიდის კორონავირუსის შემთხვევებიც",- აღნიშნა პაატა იმნაძემ.