მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული კულტურის დღეები ვარშავაში"
"ქართული კულტურის დღეები ვარშავაში"

22 თე­ბერ­ვლი­დან 25 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით პო­ლო­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ­მა ვარ­შა­ვამ უმას­პინ­ძლა „ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დღე­ებს“.

პრო­ექ­ტი შე­ი­მუ­შა­ვა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ნი­დერ­ლან­დებ­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა და ქველ­მოქ­მედ­მა, ევრო კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს საბ­ჭოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ბე­ნე­ლუქ­სის ქვეყ­ნებ­ში რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია მუ­შა­ობს უცხო­ეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­საც­ნო­ბად. ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო ნი­დერ­ლან­დე­ბის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრი ამ­სტერ­და­მი­სა და ვარ­შა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დღე­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ პო­ლო­ნეთ­ში, სა­პა­ტიო სტუ­მარ­თა შო­რის იყ­ვნენ კონ­სუ­ლი, თე­ი­მუ­რაზ ფურ­ცე­ლა­ძე და ბოლ­ნი­სის მერი და­ვით შე­რე­ზა­დაშ­ვი­ლი.

ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დღე­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა შე­მეც­ნე­ბი­თი და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი: ჰო­ლან­დი­ე­ლი და პო­ლო­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის კა­ლიგ­რაფ­მა და­ვით მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა გა­მარ­თა კა­ლიგ­რა­ფი­ის მას­ტერკლა­სი, სტუ­დენ­ტე­ბი ასე­ვე გა­ეც­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებს.

მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ღვი­ნის ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლი­ე­ბის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა ქარ­თუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს დე­გუს­ტა­ცი­ამ.

კულ­ტუ­რულ დღე­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს საბ­ჭომ, "IDS ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თვე­ლო" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ ვარ­შა­ვა­ში და ქარ­თულ­მა რეს­ტო­რან­მა "რუ­სი­კო"-მ.

დამ­სწრე­თა დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა ქარ­თულ­მა ტრა­დი­ცი­ულ­მა სა­მოს­მა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი ქარ­თუ­ლი ყა­ბა­ლა­ხის ელე­გან­ტურ­მა მო­დე­ლებ­მა გა­მო­იწ­ვია.

პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა თიკა სვა­ნი­ძე-ვენ­კოს წიგ­ნის - „ქალი სხვა სამ­ყა­რო­დან“ ინ­გლი­სუ­რი თარ­გმა­ნის პრე­ზენ­ტა­ცია. „ბესტსე­ლერ­მა“ ვარ­შა­ვე­ლი მკი­თხვე­ლე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი და მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

თიკა სვა­ნი­ძე -ვენ­კო შეხ­ვდა ვარ­შა­ვა­ში ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს და ასე­ვე ვარ­შა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს რო­მელ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იგეგ­მე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დღე­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა პო­ლო­ნეთ­ში. ღო­ნის­ძი­ე­ბას ასე­ვე ეს­წრე­ბოდ­ნენ ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

„ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დღე­ე­ბი ვარ­შა­ვა­ში“ იყო სა­ქარ­თვე­ლოს, ნი­დერ­ლან­დე­ბის და პო­ლო­ნეთს შო­რის არ­სე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბი­სა და თამ­შო­რომ­ლო­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თი. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რის მი­ზა­ნი - ქარ­თულ ბიზ­ნეს­სა და კულ­ტუ­რა­ში არ­სე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი გამ­ხდა­რი­ყო პო­ლო­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­თა შო­რის - წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

R

ავტორი:

"ქართული კულტურის დღეები ვარშავაში"

"ქართული კულტურის დღეები ვარშავაში"

22 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით პოლონეთის დედაქალაქმა ვარშავამ უმასპინძლა „ქართული კულტურის დღეებს“.

პროექტი შეიმუშავა და განახორციელა ნიდერლანდებში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა, ევრო კავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელმა ბენელუქსის ქვეყნებში რომელიც დიდი ხანია მუშაობს უცხოეთში საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და ღირებულებების გასაცნობად. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრი ამსტერდამისა და ვარშავის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.

ქართული კულტურის დღეების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩომ პოლონეთში, საპატიო სტუმართა შორის იყვნენ კონსული, თეიმურაზ ფურცელაძე და ბოლნისის მერი დავით შერეზადაშვილი.

ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართა შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები: ჰოლანდიელი და პოლონელი სტუდენტებისათვის კალიგრაფმა დავით მოისწრაფიშვილმა გამართა კალიგრაფიის მასტერკლასი, სტუდენტები ასევე გაეცნენ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს.

მოწვეულ სტუმრებს შორის, განსაკუთრებით კი ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლიების დიდი მოწონება დაიმსახურა ქართული ღვინოებისა და ქართული სამზარეულოს დეგუსტაციამ.

კულტურულ დღეების ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ, "IDS ბორჯომი საქართველო" წარმომადგენლობამ ვარშავაში და ქართულმა რესტორანმა "რუსიკო"-მ.

დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა ქართულმა ტრადიციულმა სამოსმა, განსაკუთრებული ინტერესი ქართული ყაბალახის ელეგანტურმა მოდელებმა გამოიწვია.

პროგრამის ფარგლებში გაიმართა თიკა სვანიძე-ვენკოს წიგნის - „ქალი სხვა სამყაროდან“ ინგლისური თარგმანის პრეზენტაცია. „ბესტსელერმა“ ვარშაველი მკითხველების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

თიკა სვანიძე -ვენკო შეხვდა ვარშავაში ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტებს და ასევე ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტებს რომელთა მონაწილეობით იგეგმება ქართული კულტურის დღეების ორგანიზება პოლონეთში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

„ქართული კულტურის დღეები ვარშავაში“ იყო საქართველოს, ნიდერლანდების და პოლონეთს შორის არსებული მეგობრობისა და თამშორომლობის წარმატებული მაგალითი. პროექტის ავტორის მიზანი - ქართულ ბიზნესსა და კულტურაში არსებული თანამედროვე ტენდენციები პოპულარული გამხდარიყო პოლონეთის მოქალაქეთა შორის - წარმატებით განხორციელდა.

R