პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანს სასამართლო ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო
თეა წულუკიანს სასამართლო ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

წუ­ლუ­კი­ანს სა­სა­მარ­თლო დავა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა კი­დევ ერ­თმა მო­სარ­ჩე­ლემ მო­უ­გო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მეც­ნი­ე­რე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის პროფ­კავ­ში­რი ავ­რცე­ლებს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ უკა­ნო­ნოდ მი­იჩ­ნია და ბა­თი­ლად ცნო მაია პა­ტა­რი­ძის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს გა­ნაც­დუ­რი­სა და კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და და­ა­კის­რა.

"გვინ­და სი­ხა­რუ­ლით გაც­ნო­ბოთ, რომ ჩვენ­მა მეც­ნი­ე­რე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის პროფ­კავ­ში­რი - SEC Workers Union მო­რი­გი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მო­უ­გო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ახალ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო და პი­რა­დად თეა წუ­ლუ­კი­ანს.

გაც­ნო­ბებთ, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე სოსო ღურწკა­ი­ამ 2024 წლის 28 თე­ბერ­ვალს გა­მო­ა­ცხა­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საქ­მე­ზე მაია პა­ტა­რი­ძის სსიპ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლი­თაც ძი­რი­თა­დად დაკ­მა­ყო­ფილ­და მაია პა­ტა­რი­ძის სარ­ჩე­ლი. სა­სა­მარ­თლომ უკა­ნო­ნოდ მი­იჩ­ნია მაია პა­ტა­რი­ძის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ბა­თი­ლად ცნო ბრძა­ნე­ბა, რომ­ლი­თაც მაია პა­ტა­რი­ძე სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ასე­ვე ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს და­ე­კის­რა გა­ნაც­დუ­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღი­დან სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბამ­დე, ამას­თან ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს მაია პა­ტა­რი­ძის სა­სარ­გებ­ლოდ და­ე­კის­რა კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 2000 ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან სა­სა­მარ­თლო, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მავ­ნებ­ლუ­რი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს ვერ და­ა­ვალ­დე­ბუ­ლებს და­საქ­მე­ბუ­ლი აღად­გი­ნოს და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რაც მუ­ზე­უ­მის­თვის დიდი და­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბა." წერს მეც­ნი­ე­რე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის პროფ­კავ­ში­რი." - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

პროფ­კავ­ში­რე­ბის ინ­ფო­რა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე მე-15 სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მი­დან უკა­ნო­ნოდ და რეპ­რე­სი­უ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მო­ი­გეს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს წი­ნა­აღ­მდეგ. სა­სა­მარ­თლო­ში კი­დევ 70 სარ­ჩე­ლია შე­სუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი
3

კი მარა, ამ თეა წულუკიანს ყველა უგებს სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროში მისი მუშაობისას 87(!)-მა ადამიანმა მოუგო სასამართლო! მათგან უმეტესობა აღადგინეს სამსახურში და სახელმწიფომ მათი კომპენსაციენიც გადაიხადა! იქნებ ვინმემ თქვას, რა არის ამ ქალბატონში ასეთი შეუცვლელი?

ხათო
23

ჯერ ერთი წულუკიანს კი არა, სამინისტროს წარმომადგენელთან დავა მოიგეს. მეორე, რატომ გგონიათ, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო? თუ მოსამართლეები არაკომპეტენტურები და ხელისუფლების დავალების შემსრულებლები არიან, გამოდის, თავად წულუკიანს ეგრე სურდა. აბა, სხვა რა ლოგიკაა? თუ მოსამართლის გადაწყვეტილება სწორია, ე.ი. ხელისუფლების დავლებებს არ ასრულებენ და დამოუკიდებლები ყოფილან. ან ასეა, ან ისე. სხვაგვარად ვერ იქნება:).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

თეა წულუკიანს სასამართლო ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

თეა წულუკიანს სასამართლო ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

წულუკიანს სასამართლო დავა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა მოსარჩელემ მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და ბათილად ცნო მაია პატარიძის სამსახურიდან გათავისუფლება და ეროვნულ მუზეუმს განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

"გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენმა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი - SEC Workers Union მორიგი სასამართლო პროცესი მოუგო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალ ხელმძღვანელობას და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და პირადად თეა წულუკიანს.

გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე სოსო ღურწკაიამ 2024 წლის 28 თებერვალს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე მაია პატარიძის სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა მაია პატარიძის სარჩელი. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მაია პატარიძის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც მაია პატარიძე სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს მაია პატარიძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 2000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან სასამართლო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც მუზეუმისთვის დიდი დანაკლისი იქნება." წერს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი." - ნათქვამია განცხადებაში.

პროფკავშირების ინფორაციით, აღნიშნული საქმე მე-15 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ. სასამართლოში კიდევ 70 სარჩელია შესული.