პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ემალებოდა საშიში დამნაშავე 30 წელი პოლიციას - 90-იანებიდან ძებნილი "წითელი არმიის ფრაქციის" წევრი გერმანიაში ახლახან დააკავეს: ვინ არის დანიელა კლეტე?
როგორ ემალებოდა საშიში დამნაშავე 30 წელი პოლიციას - 90-იანებიდან ძებნილი "წითელი არმიის ფრაქციის" წევრი გერმანიაში ახლახან დააკავეს: ვინ არის დანიელა კლეტე?

გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ცი­ამ ე.წ. "წი­თე­ლი არ­მი­ის ფრაქ­ცი­ის" წევ­რი და­ნი­ე­ლა კლე­ტი და­ა­კა­ვა, რო­მე­ლიც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას 30 წელი ემა­ლე­ბო­და. 65 წლის კლე­ტი ბერ­ლი­ნის რა­ი­ონ­ში, კრე­იც­ბერ­გში და­ა­კა­ვეს. ეს ად­გი­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლად მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბის ძი­რი­თა­დი და­საყ­რდე­ნია.

ქალს ბრა­ლად ედე­ბა გერ­მა­ნი­ის მე­მარ­ცხე­ნე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბა, რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ატე­რო­რებ­და გერ­მა­ნი­ა­სა და და­სავ­ლეთ ბერ­ლინს. ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­ნა­წი­ლე­ობ­და მკვლე­ლო­ბე­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ძარ­ცვის სე­რი­ა­ში.

კლე­ტი ვერ­ტმფრე­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს ბრე­მენ­ში, სა­დაც, რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, და­ნა­შა­ულს ჩა­დი­ო­და. ამ­ჟა­მად ქალი ვერ­დე­ნის ცი­ხე­ში სა­სა­მარ­თლოს ელო­დე­ბა.

პო­ლი­ცი­ამ ინ­ფორ­მა­ცია და­ნი­ე­ლას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ 2023 წლის ნო­ემ­ბერ­ში მი­ი­ღო და მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბით შეძ­ლო, მან პო­ლი­ცი­ას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია და­კა­ვე­ბი­სას.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჯერ კი­დევ ვერ ახ­სნა, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ქალ­მა 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მალ­ვა, იყო თუ არა მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გერ­მა­ნი­ა­ში და ვინ და­ეხ­მა­რა მას. ბი­ნის ჩხრე­კი­სას, სა­დაც კლე­ტი ცხოვ­რობ­და, იპო­ვეს ბოქ­ლო­მე­ბი და ია­რა­ღის ვაზ­ნე­ბი, მაგ­რამ ად­გილ­ზე არ აღ­მოჩ­ნდა ია­რა­ღი.

პო­ლი­ცი­ამ კლე­ტის და­კა­ვე­ბას უწო­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი „ტე­რო­რიზ­მთან“ ბრძო­ლა­ში, მათი თქმით, „ტე­რო­რის­ტე­ბი“ ვე­რა­სო­დეს იგ­რძნო­ბენ თავს უსაფრ­თხოდ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რო­დის ჩა­ი­დი­ნეს და­ნა­შა­უ­ლი.

"მე­სა­მე თა­ო­ბა"

გერ­მა­ნუ­ლი ტაბ­ლო­ი­დე­ბის სა­თა­უ­რე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა შე­გექ­მნათ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს არის ერ­თგვა­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მე­დია ძველ მძარ­ცვე­ლებ­ზე. თუმ­ცა, ფაქ­ტობ­რი­ვად, RAF-ს ეძახ­დნენ Baader-Meinhof ჯგუფს, რო­მე­ლიც სის­ტე­მა­ტუ­რად ჩა­დი­ო­და ძა­ლა­დო­ბას.

1971-1993 წლებ­ში ბო­ე­ვი­კებ­მა მოკ­ლეს 34 ადა­მი­ა­ნი. მათი მსხვერ­პლი იყ­ვნენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, მათ შო­რის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი და Deutsche Bank-ის გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე. და­შავ­და კი­დევ 200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ და­ნი­ე­ლა ეკუთ­ვნო­და RAF-ის მე­სა­მე თა­ო­ბას, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებ­და 1980-იან და 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში.

ეს თა­ო­ბა იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი Deutsche Bank-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მკვლე­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც აა­ფეთ­ქეს, და მე­მარ­ცხე­ნე ცენ­ტრის­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სის, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ის სა­წარ­მო­ე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ა­ზე. კაცი სა­კუ­თარ სახ­ლში დახ­ვრი­ტეს.

1991 წელს ჯგუ­ფი ბონ­ში აშშ-ს სა­ელ­ჩოს და­ეს­ხა თავს. მარ­თა­ლია, არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, მაგ­რამ კლე­ტის დნმ-ის ნი­მუ­შე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ორი წლის შემ­დეგ RAF-ის ბო­ე­ვი­კებ­მა აა­ფეთ­ქეს და ნა­წი­ლობ­რივ გა­ა­ნად­გუ­რეს ახა­ლი ციხე, რო­მე­ლიც ცოტა ხნის გახ­სნი­ლი იყო.

რო­გორ შე­იქ­მნა დაჯ­გუ­ფე­ბა

RAF წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რია 1960-იანი წლე­ბი­დან მო­დის, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა რა­დი­კა­ლურ­მა სტუ­დენ­ტურ­მა მოძ­რა­ო­ბამ. მოძ­რა­ო­ბას ჰქონ­და კავ­ში­რი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ ჯგუ­ფებ­თან და გდრ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან.

ზო­გი­ერთ რა­დი­კალ მე­მარ­ცხე­ნეს ახ­ლაც დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყრო­ბი­ან. ჯგუ­ფის სიმ­ბო­ლო­ე­ბი ხან­და­ხან ჩნდე­ბა მისი აპო­ლო­გე­ტე­ბის ტან­საც­მელ­ზე, რაც ხში­არდ ხდე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში დე­ბა­ტე­ბის სა­გა­ნი, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა იყოს აღ­ქმუ­ლი ეს სიმ­ბო­ლო­ე­ბი ულტრა­მე­მარ­ცხე­ნე ექ­სტრე­მიზ­მი­სა და ძა­ლა­დო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ად.

RAF 1998 წელს და­ი­შა­ლა და მისი წევ­რე­ბის ნა­წი­ლი, მათ შო­რის და­ნი­ე­ლა კლე­ტი დღემ­დე მი­მალ­ვა­ში იყო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ორ თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად მარ­კე­ტე­ბი­სა და მან­ქა­ნე­ბის ძარ­ცვით დი­დძა­ლი ფული გა­მო­ი­მუ­შა­ვა (სა­უ­ბა­რია მი­ლი­ონ ევ­რო­ზე).

თავ­და­პირ­ვე­ლად, პო­ლი­ცი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა 1980-იანი წლე­ბის სამი სტუ­დენ­ტის ფო­ტო­ე­ბი წარ­წე­რით „ეს ხალ­ხი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ შენი მე­ზობ­ლე­ბი“. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოჩ­ნდა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ტრიო რე­ა­ლუ­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ.

და­ნი­ე­ლამ მო­ა­ხერ­ხა სი­ცო­ცხლის ნა­ხე­ვა­რი პო­ლი­ცი­ას ისე და­მალ­ვო­და, ერთხელ არ აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა და დამ­ნა­შა­ვე 30 წლის შემ­დეგ და­ი­ჭი­რეს.

წყა­რო: BBC

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ss
5

ტყვიები და ბოქლომები ჩაუდეს უეჭველი :) აბა ჩვენ მაგარი პოლიცია გვყოლია ჩადენილი არა დანაშაული და უკვე დაჭერილიცა და მისჯილიც :) დნმ ს დაელოდონ არა ის :) 

ალექს
3

რაიო?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

როგორ ემალებოდა საშიში დამნაშავე 30 წელი პოლიციას - 90-იანებიდან ძებნილი "წითელი არმიის ფრაქციის" წევრი გერმანიაში ახლახან დააკავეს: ვინ არის დანიელა კლეტე?

როგორ ემალებოდა საშიში დამნაშავე 30 წელი პოლიციას - 90-იანებიდან ძებნილი "წითელი არმიის ფრაქციის" წევრი გერმანიაში ახლახან დააკავეს: ვინ არის დანიელა კლეტე?

გერმანიის პოლიციამ ე.წ. "წითელი არმიის ფრაქციის" წევრი დანიელა კლეტი დააკავა, რომელიც მართლმსაჯულებას 30 წელი ემალებოდა. 65 წლის კლეტი ბერლინის რაიონში, კრეიცბერგში დააკავეს. ეს ადგილი ტრადიციულად მემარცხენეების ძირითადი დასაყრდენია.

ქალს ბრალად ედება გერმანიის მემარცხენე შეიარაღებული ორგანიზაციის წევრობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ატერორებდა გერმანიასა და დასავლეთ ბერლინს. ორგანიზაცია მონაწილეობდა მკვლელობების მცდელობასა და ძარცვის სერიაში.

კლეტი ვერტმფრენით გადაიყვანეს ბრემენში, სადაც, როგორც ვარაუდობენ, დანაშაულს ჩადიოდა. ამჟამად ქალი ვერდენის ციხეში სასამართლოს ელოდება.

პოლიციამ ინფორმაცია დანიელას ადგილსამყოფელის შესახებ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში მიიღო და მისი იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდებით შეძლო, მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია დაკავებისას.

ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ვერ ახსნა, როგორ მოახერხა ქალმა 30 წლის განმავლობაში დამალვა, იყო თუ არა მთელი ამ ხნის განმავლობაში გერმანიაში და ვინ დაეხმარა მას. ბინის ჩხრეკისას, სადაც კლეტი ცხოვრობდა, იპოვეს ბოქლომები და იარაღის ვაზნები, მაგრამ ადგილზე არ აღმოჩნდა იარაღი.

პოლიციამ კლეტის დაკავებას უწოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი „ტერორიზმთან“ ბრძოლაში, მათი თქმით, „ტერორისტები“ ვერასოდეს იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ, მიუხედავად იმისა, თუ როდის ჩაიდინეს დანაშაული.

"მესამე თაობა"

გერმანული ტაბლოიდების სათაურებიდან შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ეს არის ერთგვარი სატელევიზიო კომედია ძველ მძარცველებზე. თუმცა, ფაქტობრივად, RAF-ს ეძახდნენ Baader-Meinhof ჯგუფს, რომელიც სისტემატურად ჩადიოდა ძალადობას.

1971-1993 წლებში ბოევიკებმა მოკლეს 34 ადამიანი. მათი მსხვერპლი იყვნენ პოლიტიკოსები და ცნობილი ბიზნესმენები, მათ შორის გენერალური პროკურორი და Deutsche Bank-ის გამგეობის თავმჯდომარე. დაშავდა კიდევ 200-ზე მეტი ადამიანი.

გერმანიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დანიელა ეკუთვნოდა RAF-ის მესამე თაობას, რომელიც მოქმედებდა 1980-იან და 90-იანი წლების დასაწყისში.

ეს თაობა იყო პასუხისმგებელი Deutsche Bank-ის ხელმძღვანელის მკვლელობაზე, რომელიც ააფეთქეს, და მემარცხენე ცენტრისტული პოლიტიკოსის, რომელიც პასუხისმგებელი იყო აღმოსავლეთ გერმანიის საწარმოების პრივატიზაციაზე. კაცი საკუთარ სახლში დახვრიტეს.

1991 წელს ჯგუფი ბონში აშშ-ს საელჩოს დაესხა თავს. მართალია, არავინ დაშავებულა, მაგრამ კლეტის დნმ-ის ნიმუშები დანაშაულის ადგილზე აღმოაჩინეს. ორი წლის შემდეგ RAF-ის ბოევიკებმა ააფეთქეს და ნაწილობრივ გაანადგურეს ახალი ციხე, რომელიც ცოტა ხნის გახსნილი იყო.

როგორ შეიქმნა დაჯგუფება

RAF წარმოშობის ისტორია 1960-იანი წლებიდან მოდის, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა რადიკალურმა სტუდენტურმა მოძრაობამ. მოძრაობას ჰქონდა კავშირი ახლო აღმოსავლეთის გასამხედროებულ ჯგუფებთან და გდრ-ის ხელისუფლებასთან.

ზოგიერთ რადიკალ მემარცხენეს ახლაც დიდი პატივისცემით ეპყრობიან. ჯგუფის სიმბოლოები ხანდახან ჩნდება მისი აპოლოგეტების ტანსაცმელზე, რაც ხშიარდ ხდება გერმანიაში დებატების საგანი, რამდენად სერიოზულად უნდა იყოს აღქმული ეს სიმბოლოები ულტრამემარცხენე ექსტრემიზმისა და ძალადობის პოპულარიზაციად.

RAF 1998 წელს დაიშალა და მისი წევრების ნაწილი, მათ შორის დანიელა კლეტი დღემდე მიმალვაში იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მან ორ თანამზრახველთან ერთად მარკეტებისა და მანქანების ძარცვით დიდძალი ფული გამოიმუშავა (საუბარია მილიონ ევროზე).

თავდაპირველად, პოლიციამ გამოაქვეყნა 1980-იანი წლების სამი სტუდენტის ფოტოები წარწერით „ეს ხალხი შეიძლება იყვნენ შენი მეზობლები“. თუმცა, მოგვიანებით გამოჩნდა ფოტოები, სადაც ტრიო რეალური ასაკის ადამიანებად გამოიყურებოდნენ.

დანიელამ მოახერხა სიცოცხლის ნახევარი პოლიციას ისე დამალვოდა, ერთხელ არ აღმოჩენილიყო ყურადღების ცენტრში, მაგრამ ყველაფერი მთავრდება და დამნაშავე 30 წლის შემდეგ დაიჭირეს.

წყარო: BBC