საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზები უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს აპროტესტებენ - მათ ამ პროცესმა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ 1866 წლის ლიხნის აჯანყება გაახსენა
აფხაზები უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს აპროტესტებენ - მათ ამ პროცესმა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ 1866 წლის ლიხნის აჯანყება გაახსენა

მთე­ლი კვი­რაა ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ სკან­და­ლუ­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა გრძელ­დე­ბა. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გარ­და, რომ­ლებ­საც ეს კა­ნო­ნი უშუ­ა­ლოდ შე­ე­ხე­ბა, კა­ნონპ­რო­ექ­ტში ასე­ვე იგუ­ლის­ხმე­ბი­ან: პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, სა­ზო­გა­დო მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­ვის­ტე­ბი და სხვა­დას­ხვა სფე­როს ექ­სპერ­ტე­ბი. ბევ­რი მათ­გა­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის მცდე­ლო­ბა, მხო­ლოდ ხერ­ხია, რომ მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის პრო­ტეს­ტი ჩა­ახ­შონ. ამის თა­ო­ბა­ზე სტა­ტი­ას ავ­რცე­ლებს ekhokavkaza.com.

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბით:

მოძ­რა­ო­ბა ҲараҲПицунда-ს შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი.

მათ სჭირ­დე­ბათ ეს კა­ნო­ნი, რომ სხვა კა­ნო­ნე­ბი სა­ზო­გა­დო შეშ­ფო­თე­ბის გა­რე­შე მი­ი­ღონ. თუ მი­ი­ღე­ბენ უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის კა­ნონს, ეს ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლას აეკ­რძა­ლე­ბა აზ­რის გა­მოთ­ქმა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვის და სხვა პრობ­ლე­მურ სა­კი­თხებ­ზე... საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა, ვინც სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზრს იტყვის, უბ­რა­ლოდ, აგენ­ტად შე­რა­ცხონ. და ეს კა­ნო­ნი არა მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შე­ე­ხე­ბა, არა­მედ ყვე­ლას, ვინც მთავ­რო­ბის­თვის არა­კომ­ფორ­ტუ­ლია. ჩვენ ამ კა­ნო­ნის აზრს მი­უ­ღებ­ლად მი­ვიჩ­ნევთ - ეს ნიშ­ნავს მტრე­ბის ძი­ე­ბას, დას­მე­ნებს, თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აკ­რძალ­ვას. ეს კა­ნო­ნი აკ­ნი­ნებს არა მხო­ლოდ იმათ ღირ­სე­ბას, ვი­საც ჩათ­ვლი­ან უსარ­გებ­ლოდ, არა­მედ ჩვენ­სა­საც. ეს კა­ნო­ნი თქვენს სტრუქ­ტუ­რებს "ენ­კა­ვე­დეშ­ნი­კურს" ხდის, ჩვენ მე­ზობ­ლებს - მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად, ჩვენს ერს კი "დამ­ნა­შა­ვე მო­სახ­ლე­ო­ბად“ აქ­ცევს. ეს არ არის აფხა­ზე­თის კა­ნო­ნი. ეს არის 1937 წლის კა­ნო­ნი. იმ ხალ­ხის კა­ნო­ნი, ვინც მზად არის ყვე­ლა­ფე­რი ით­მი­ნოს. ხალ­ხის, ვი­საც ეში­ნია სა­კუ­თარ მი­წა­ზე დგო­მა და სა­კუ­თა­რი ხმით ლა­პა­რა­კი. აზ­რიც კი ამის მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე, და­ნა­შა­უ­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ“.

ტერ­მი­ნი "დამ­ნა­შა­ვე მო­სახ­ლე­ო­ბა“, რო­მე­ლიც ҲараҲПицунда-ს მი­მარ­თვა­შია ნახ­სე­ნე­ბი, 1937 წლის სტა­ლინ-ბე­რი­ას რეპ­რე­სი­ე­ბის მოვ­ლე­ნებს არ შე­ე­ხე­ბა, ეს უფრო ად­რე­ულ და არა­ნაკ­ლებ ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში აფხა­ზე­ბი "დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი“ გა­მო­ცხად­დნენ იმ ამ­ბე­ბის შემ­დეგ, რაც 1866 წელს ლიხ­ნის აჯან­ყე­ბის პე­რი­ოდ­ში მოხ­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ის­ტო­რი­ულ ამ­ბებ­თან უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის მსგავ­სე­ბა­ზე აფხაზ­მა ეკო­ნო­მის­ტმა ახრა არის­ტა­ვამ Facebook-ზე და­წე­რა:

"რთუ­ლია იმა­თი გა­გე­ბა, ვი­საც ჩვე­ნი ერის­გან იმის მო­შო­რე­ბა უნდა, რაც არ არ­სე­ბობს. ეს ჰგავს შარ­ლა­ტა­ნო­ბას, რო­დე­საც ისე­თი და­ა­ვა­დე­ბის­გან გკურ­ნა­ვენ, რომ­ლი­თაც ავად არ ხართ. შე­საძ­ლოა თუ არა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­ა­შო­რო უცხო­ურ გავ­ლე­ნას, რო­დე­საც ის, უბ­რა­ლოდ, არ არ­სე­ბობს. რა­ტომ უნდა მი­ი­ღონ კა­ნო­ნი უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ, თუ აფხა­ზეთ­ში სა­ერ­თოდ არ­ცერ­თი უცხო­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ არ­სე­ბობს, გარ­და იმა­თი, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­თან მე­გობ­რო­ბის მომ­ხრე არი­ან... თვი­თონ რუ­სეთს ასე­თი კა­ნო­ნის არ­სე­ბო­ბა აფხა­ზეთ­ში არ სჭირ­დე­ბა. პო­ლი­ტი­კა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იცო­დეთ ის­ტო­რია და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­კუ­თა­რი ერი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს ის­ტო­რია. ამ­ჟა­მინ­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც ცდი­ლო­ბენ რა­ღაც არ არ­სე­ბუ­ლი მოგ­ვა­შო­რონ, ჰგავს ლიხ­ნის აჯან­ყე­ბას, რო­დე­საც აფხა­ზებს აშო­რებ­დნენ ბა­ტონყმო­ბას, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში სა­ერ­თოდ არ არე­ბობ­და“.

ის­ტო­რი­უ­ლი პა­რა­ლე­ლე­ბი ნამ­დვი­ლად ჩანს. ლიხ­ნის აჯან­ყე­ბამ­დე ორი წლით ადრე, 1864 წელს, მე­ფის ჯა­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და რუ­სეთ-კავ­კა­სი­ის ომე­ბი და და­ი­წყო შავი ზღვის ადი­ღე­ე­ბის მა­სობ­რი­ვი დე­პორ­ტა­ცია ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში. ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­უქ­მდა აფხა­ზე­თის სამ­თავ­რო, რო­მე­ლიც რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში ავ­ტო­ნო­მი­ას ფლობ­და, ხოლო მის ად­გი­ლას სო­ხუ­მის გან­ყო­ფი­ლე­ბა შე­იქ­მნა. რუ­სეთ­ში ბა­ტონყმო­ბა 1861 წელს გა­უქ­მდა, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ფორ­მე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ისი­ნი აფხა­ზე­თამ­დეც მი­ვი­და.

1866 წელს სო­ხუ­მის სამ­ხედ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა პოლ­კოვ­ნიკ­მა კო­ნი­არ­მა და მის­მა ხელ­ქვე­ი­თებ­მა ჩე­რე­პოვ­მა და იზ­მა­ი­ლოვ­მა ხალ­ხი ლიხ­ნის მო­ე­დან­ზე შეკ­რი­ბეს და გა­მო­უ­ცხა­დეს, რომ აფხა­ზეთ­ში ბა­ტონყმო­ბა გა­უქ­მდე­ბო­და, სა­ნაც­ვლოდ კი მათ აზ­ნა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­სას­ყი­დი უნდა გა­და­ე­ხა­დათ. ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა ისიც კი ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ აფხა­ზეთ­ში ბა­ტონყმო­ბა არც არას­დროს ყო­ფი­ლა. რო­დე­საც ხალ­ხს უთხრეს, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ თა­ვა­დე­ბის­თვის უნდა გა­და­ე­ხა­დათ, შოკ­ში ჩაც­ვივ­დნენ..

იმ ამ­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე 20 წლის გი­ორ­გი შერ­ვა­ში­ძე წერ­და:

"ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა და უახ­ლო­ეს­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, რომ­ლებ­საც რე­ფორ­მის გა­ტა­რე­ბა და­ე­ვა­ლათ, თავი არ შე­ი­წუ­ხეს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შეს­წავ­ლით. საქ­მე იმა­შია, რომ აფხა­ზეთ­ში დე ფაქ­ტო ბა­ტონყმუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და. ხალ­ხს ვერ გა­ე­გო, ვის­გან ან რის­გან "ათა­ვი­სუფ­ლებ­დნენ“. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ გა­ერ­კვა ჩვენს სო­ცი­ა­ლურ ყო­ფა­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ში და თა­ვი­სი უხე­ში საქ­ცი­ე­ლით ხალ­ხის შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია"

შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ, რო­გორც უბ­რა­ლო გლე­ხე­ბი (ისი­ნი არას­დროს ყო­ფი­ლან მო­ნე­ბი), ასე­ვე აზ­ნა­უ­რე­ბი და თა­ვა­დე­ბი. ამ გა­უ­აზ­რე­ბელ­მა გან­ცხა­დე­ბამ ლიხ­ნის აჯან­ყე­ბა გა­მო­იწ­ვია. და­ხო­ცეს პოლ­კოვ­ნი­კი კო­ნი­ა­რი, მისი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი ჩე­რე­პო­ვი და იზ­მა­ი­ლო­ვი, 4 ოფი­ცე­რი და 50 კა­ზა­კი. რუ­სეთ­მა აფხა­ზეთ­ში მა­შინ­ვე გაგ­ზავ­ნა სამ­ხედ­რო ძალა. და­ი­წყო რეპ­რე­სი­ე­ბი, და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი....

1966 წლის 29 ივ­ლისს, აჯან­ყე­ბის პიკ­ში, აფხა­ზებ­მა გი­ორ­გი შერ­ვა­ში­ძე აფხა­ზე­თის სამ­თავ­როს მმარ­თვე­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს. თუმ­ცა სამ­თავ­როს აღ­დგე­ნის ცდა წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და. ამ­ბო­ხის ჩახ­შო­ბის შემ­დეგ, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, მათ შო­რის შერ­ვა­ში­ძე, გა­და­ა­სახ­ლეს. აჯან­ყე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ცხა­დე­ბუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი კი სა­ჯა­როდ, ლიხ­ნის მო­ე­დან­ზე ჩა­ცხრი­ლეს. ხალ­ხს ია­რაღს არ­თმევ­დნენ და ციმ­ბირ­ში კა­ტორ­ღა­ზე აგ­ზავ­ნიდ­ნენ. რეპ­რე­სი­ე­ბის­თვის თავი რომ და­ეღ­წი­ათ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა თურ­ქეთ­ში გა­და­სახ­ლე­ბა და­ი­წყეს. მი­იჩ­ნე­ვა, რომ ამ დროს აფხა­ზე­თი 20 ათას­მა კაც­მა და­ტო­ვა.

აფხა­ზე­თის აჯან­ყე­ბის შემ­დეგ, კი­დევ დიდი ხანი სი­წყნა­რე არ იყო. აფხა­ზე­ბი "დამ­ნა­შა­ვე მო­სახ­ლე­ო­ბად“ გა­მო­ცხად­დნენ 1877-1878 რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომის დრო­საც.

1877 წელს რუ­სეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის მო­რი­გი ომი და­ი­წყო. თურ­ქულ­მა ჯარ­მა სო­ხუ­მის ციხე-სი­მაგ­რე აიღო. რუ­სეთ­მა კონ­ტრშე­ტე­ვით უპა­სუ­ხა, რის შემ­დე­გაც თურ­ქებ­მა აფხა­ზე­თი და­ტო­ვეს. უნდა ით­ქვას, რომ 1877-1878 წლე­ბის მუ­ჰა­ჯი­რო­ბა ყვე­ლა­ზე მა­სობ­რი­ვი და ტრა­გი­კუ­ლი იყო. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მე­ფის ბრძა­ნე­ბით, აფხა­ზებს აეკ­რძა­ლათ აფხა­ზე­თის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში, ასე­ვე ზღვის გა­ყო­ლე­ბა­ზე და­სახ­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ.

ხალ­ხს ძა­ლით მი­ე­რე­კე­ბოდ­ნენ სა­ნა­პი­რო­ზე, სა­დაც უკვე გე­მე­ბი იდგა. თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბა ჰქონ­დათ და­დე­ბუ­ლი. თურ­ქე­თი, რო­გორც იმ­პე­რია იშ­ლე­ბო­და და ახა­ლი სის­ხლი სჭირ­დე­ბო­და, კავ­კა­სი­ე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც მისი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო თავს გა­წი­რავ­დნენ. ხალ­ხი გე­მებ­ზე აჰ­ყავ­დათ და თურ­ქეთ­ში აგ­ზავ­ნიდ­ნენ. ამ გა­და­სახ­ლე­ბის შემ­დეგ აფხა­ზე­თის შუა ნა­წი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ცა­რი­ელ­და...

მო­ამ­ზა­და ანრი კურ­ტა­ნი­ძემ

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
21

თუ გინდა 1000 დისლაიქი დამისვით - რომ არა რუსეთი, აფზაზეთი უკვე მე-19 საუკუნეში აფხრეწილი გვექნებოდა, იმავე პერიოდის მეგრულ სეპარატიზმზე რომ არაფერი ვთქვა...

ვახტანგი -72
3

დიდი მადლობა სტატიის ავტორს ისტორიული ლიგბეზის გამო, მაგრამ აბსოლუტურად არავითარი, არანაირი კავშირი არ არსებობს აფხაზეთის ისტორიის მოყვანილ მონაკვეთებს (მათ შორის რუსეთის იმპერიაში ბატონყმობის გადაგდებისა და 1866 წლის ლიხნის აჯანყების შესახებ) და დღევანდელ აფხა­ზეთ­ში უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვას შორის...

სისულელეა იმის გაფიქრებაც კი, რომ აფხაზეთში ლიხნის აჯანყების მსგავსი რამე მოხდეს...

რაც შეეხება კანონპროექტს უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ - ამჟამად მსგავსი განიხილება უკრაინის რადაშიც (პარლამენტში) ოღონდ იმ სხვაობით, რომ კანონპროექტს უცხოეთის ინტერესების ლობირების კანონი დაარქვეს...

ფაქტი ისაა, რომ დღესდღეობით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები (ე.წ. ენჯოები) იქნება ეს აფხაზეთში, საქართველოში, უკრაინაში და ა.შ. დოლარების, ევროებისა თუ რუბლების მიღების სანაცვლოდ ატარებენ იმ ქვყნების პოლიტიკას, რომლებიც ფულს იხდიან...

ჩემი ღრმა რწმენით, ვინც ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტის მიღებას - არიან საკუთარი ქვეყნის მოღალატეები, რომლებსაც ვალუტის მიღების ნაცვლად გაყიდული აქვთ სამშობლო...

პ.ს. სხვათა შორის საქართველოში ბატონყმობის გაუქმების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ქართველი თავად-აზნაურები, პოეტი და სამხედრო მოღვაწე გრიგოლ ორბელიანის მეთაურობით, რომელთა კეთილდღეობა პირდაპირ იყო დამოკიდებული ყმების შრომაზე...

ავტორი:

აფხაზები უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს აპროტესტებენ - მათ ამ პროცესმა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ 1866 წლის ლიხნის აჯანყება გაახსენა

აფხაზები უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს აპროტესტებენ - მათ ამ პროცესმა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ 1866 წლის ლიხნის აჯანყება გაახსენა

მთელი კვირაა ოკუპირებულ აფხაზეთში უცხოური აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტის განხილვა გრძელდება. არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, რომლებსაც ეს კანონი უშუალოდ შეეხება, კანონპროექტში ასევე იგულისხმებიან: პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, საზოგადო მოძრაობის აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს ექსპერტები. ბევრი მათგანი დარწმუნებულია, რომ უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების მცდელობა, მხოლოდ ხერხია, რომ მთავრობის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის პროტესტი ჩაახშონ. ამის თაობაზე სტატიას ავრცელებს ekhokavkaza.com.

გთავაზობთ სტატიას მცირე ცვლილებებით:

მოძრაობა ҲараҲПицунда-ს შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ამჟამინდელი მთავრობის საჭიროებებით არის ნაკარნახევი.

მათ სჭირდებათ ეს კანონი, რომ სხვა კანონები საზოგადო შეშფოთების გარეშე მიიღონ. თუ მიიღებენ უცხოური გავლენის აგენტების კანონს, ეს ნიშნავს, რომ ყველას აეკრძალება აზრის გამოთქმა ელექტროენერგიის, უძრავი ქონების გაყიდვის და სხვა პრობლემურ საკითხებზე... საკმარისი იქნება, ვინც საწინააღმდეგო აზრს იტყვის, უბრალოდ, აგენტად შერაცხონ. და ეს კანონი არა მხოლოდ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეეხება, არამედ ყველას, ვინც მთავრობისთვის არაკომფორტულია. ჩვენ ამ კანონის აზრს მიუღებლად მივიჩნევთ - ეს ნიშნავს მტრების ძიებას, დასმენებს, თავისუფალი სიტყვისა და თავისუფლების აკრძალვას. ეს კანონი აკნინებს არა მხოლოდ იმათ ღირსებას, ვისაც ჩათვლიან უსარგებლოდ, არამედ ჩვენსასაც. ეს კანონი თქვენს სტრუქტურებს "ენკავედეშნიკურს" ხდის, ჩვენ მეზობლებს - მოღალატეებად, ჩვენს ერს კი "დამნაშავე მოსახლეობად“ აქცევს. ეს არ არის აფხაზეთის კანონი. ეს არის 1937 წლის კანონი. იმ ხალხის კანონი, ვინც მზად არის ყველაფერი ითმინოს. ხალხის, ვისაც ეშინია საკუთარ მიწაზე დგომა და საკუთარი ხმით ლაპარაკი. აზრიც კი ამის მიღების თაობაზე, დანაშაულია საკუთარი თავის წინააღმდეგ“.

ტერმინი "დამნაშავე მოსახლეობა“, რომელიც ҲараҲПицунда-ს მიმართვაშია ნახსენები, 1937 წლის სტალინ-ბერიას რეპრესიების მოვლენებს არ შეეხება, ეს უფრო ადრეულ და არანაკლებ ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება. რუსეთის იმპერიაში აფხაზები "დამნაშავეები“ გამოცხადდნენ იმ ამბების შემდეგ, რაც 1866 წელს ლიხნის აჯანყების პერიოდში მოხდა.

საინტერესოა, რომ ამ ისტორიულ ამბებთან უცხოური გავლენის აგენტების კანონის მსგავსებაზე აფხაზმა ეკონომისტმა ახრა არისტავამ Facebook-ზე დაწერა:

"რთულია იმათი გაგება, ვისაც ჩვენი ერისგან იმის მოშორება უნდა, რაც არ არსებობს. ეს ჰგავს შარლატანობას, როდესაც ისეთი დაავადებისგან გკურნავენ, რომლითაც ავად არ ხართ. შესაძლოა თუ არა ჩვენი მოქალაქეები მოაშორო უცხოურ გავლენას, როდესაც ის, უბრალოდ, არ არსებობს. რატომ უნდა მიიღონ კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, თუ აფხაზეთში საერთოდ არცერთი უცხოური ორგანიზაცია არ არსებობს, გარდა იმათი, რომლებიც რუსეთთან მეგობრობის მომხრე არიან... თვითონ რუსეთს ასეთი კანონის არსებობა აფხაზეთში არ სჭირდება. პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ ისტორია და განსაკუთრებით საკუთარი ერისა და სახელმწიფოს ისტორია. ამჟამინდელი სიტუაცია, როდესაც ცდილობენ რაღაც არ არსებული მოგვაშორონ, ჰგავს ლიხნის აჯანყებას, როდესაც აფხაზებს აშორებდნენ ბატონყმობას, რომელიც აფხაზეთში საერთოდ არ არებობდა“.

ისტორიული პარალელები ნამდვილად ჩანს. ლიხნის აჯანყებამდე ორი წლით ადრე, 1864 წელს, მეფის ჯარების გამარჯვებით დასრულდა რუსეთ-კავკასიის ომები და დაიწყო შავი ზღვის ადიღეების მასობრივი დეპორტაცია ოსმალეთის იმპერიაში. ომის დასრულების შემდეგ გაუქმდა აფხაზეთის სამთავრო, რომელიც რუსეთის იმპერიაში ავტონომიას ფლობდა, ხოლო მის ადგილას სოხუმის განყოფილება შეიქმნა. რუსეთში ბატონყმობა 1861 წელს გაუქმდა, რამდენიმე წლის განმავლობაში რეფორმები მიმდინარეობდა, ისინი აფხაზეთამდეც მივიდა.

1866 წელს სოხუმის სამხედრო განყოფილების ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა კონიარმა და მისმა ხელქვეითებმა ჩერეპოვმა და იზმაილოვმა ხალხი ლიხნის მოედანზე შეკრიბეს და გამოუცხადეს, რომ აფხაზეთში ბატონყმობა გაუქმდებოდა, სანაცვლოდ კი მათ აზნაურებისთვის გამოსასყიდი უნდა გადაეხადათ. ჩინოვნიკებმა ისიც კი ვერ გააცნობიერეს, რომ აფხაზეთში ბატონყმობა არც არასდროს ყოფილა. როდესაც ხალხს უთხრეს, რომ თავისუფლების სანაცვლოდ თავადებისთვის უნდა გადაეხადათ, შოკში ჩაცვივდნენ..

იმ ამბების მონაწილე 20 წლის გიორგი შერვაშიძე წერდა:

"ჩინოვნიკებმა და უახლოესმა ხელმძღვანელობამ, რომლებსაც რეფორმის გატარება დაევალათ, თავი არ შეიწუხეს ჩვენი საზოგადოების ურთიერთობების შესწავლით. საქმე იმაშია, რომ აფხაზეთში დე ფაქტო ბატონყმური დამოკიდებულება არ არსებობდა. ხალხს ვერ გაეგო, ვისგან ან რისგან "ათავისუფლებდნენ“. ხელისუფლება ვერ გაერკვა ჩვენს სოციალურ ყოფასა და საზოგადოებრივ თავისებურებებში და თავისი უხეში საქციელით ხალხის შეშფოთება გამოიწვია"

შეურაცხყოფილები იყვნენ, როგორც უბრალო გლეხები (ისინი არასდროს ყოფილან მონები), ასევე აზნაურები და თავადები. ამ გაუაზრებელმა განცხადებამ ლიხნის აჯანყება გამოიწვია. დახოცეს პოლკოვნიკი კონიარი, მისი ჩინოვნიკები ჩერეპოვი და იზმაილოვი, 4 ოფიცერი და 50 კაზაკი. რუსეთმა აფხაზეთში მაშინვე გაგზავნა სამხედრო ძალა. დაიწყო რეპრესიები, დაპატიმრებები....

1966 წლის 29 ივლისს, აჯანყების პიკში, აფხაზებმა გიორგი შერვაშიძე აფხაზეთის სამთავროს მმართველად გამოაცხადეს. თუმცა სამთავროს აღდგენის ცდა წარუმატებლად დასრულდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, მასში მონაწილეების უმრავლესობა, მათ შორის შერვაშიძე, გადაასახლეს. აჯანყების განსაკუთრებით გაცხადებული მხარდამჭერები კი საჯაროდ, ლიხნის მოედანზე ჩაცხრილეს. ხალხს იარაღს ართმევდნენ და ციმბირში კატორღაზე აგზავნიდნენ. რეპრესიებისთვის თავი რომ დაეღწიათ ადგილობრივებმა თურქეთში გადასახლება დაიწყეს. მიიჩნევა, რომ ამ დროს აფხაზეთი 20 ათასმა კაცმა დატოვა.

აფხაზეთის აჯანყების შემდეგ, კიდევ დიდი ხანი სიწყნარე არ იყო. აფხაზები "დამნაშავე მოსახლეობად“ გამოცხადდნენ 1877-1878 რუსეთ-თურქეთის ომის დროსაც.

1877 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის მორიგი ომი დაიწყო. თურქულმა ჯარმა სოხუმის ციხე-სიმაგრე აიღო. რუსეთმა კონტრშეტევით უპასუხა, რის შემდეგაც თურქებმა აფხაზეთი დატოვეს. უნდა ითქვას, რომ 1877-1878 წლების მუჰაჯირობა ყველაზე მასობრივი და ტრაგიკული იყო. რუსეთის იმპერიის მეფის ბრძანებით, აფხაზებს აეკრძალათ აფხაზეთის ცენტრალურ ნაწილში, ასევე ზღვის გაყოლებაზე დასახლებულიყვნენ.

ხალხს ძალით მიერეკებოდნენ სანაპიროზე, სადაც უკვე გემები იდგა. თურქეთის ხელისუფლებასთან შეთანხმება ჰქონდათ დადებული. თურქეთი, როგორც იმპერია იშლებოდა და ახალი სისხლი სჭირდებოდა, კავკასიელი ახალგაზრდები, რომლებიც მისი ინტერესების გამო თავს გაწირავდნენ. ხალხი გემებზე აჰყავდათ და თურქეთში აგზავნიდნენ. ამ გადასახლების შემდეგ აფხაზეთის შუა ნაწილი, ფაქტობრივად, დაცარიელდა...

მოამზადა ანრი კურტანიძემ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"