პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელისაშვილი რომ არის ქართულ პოლიტიკაში, მსგავსი არაფერი მინახავს - პირდაპირ ვეუბნები, რომ ჩემს ყოფილ პარტიას ნაყიდი ჰყავს!" - ეკა ბესელია
"ელისაშვილი რომ არის ქართულ პოლიტიკაში, მსგავსი არაფერი მინახავს - პირდაპირ ვეუბნები, რომ ჩემს ყოფილ პარტიას ნაყიდი ჰყავს!" - ეკა ბესელია

ელი­საშ­ვი­ლი რომ არის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, მსგავ­სი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს - პირ­და­პირ ვე­უბ­ნე­ბი, რომ ჩემს ყო­ფილ პარ­ტი­ას ნა­ყი­დი ჰყავს! - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“ ლი­დერ­მა, ეკა ბე­სე­ლი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

კერ­ძოდ, მან აღ­ნიშ­ნუ­ლით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პა­ტი­მარ­თა შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ამოქ­მე­დე­ბას და მის ხელ­მძღვა­ნე­ლად ეკა ბე­სე­ლი­ას და­ნიშ­ნავს გეგ­მავს.

რო­გორც ბე­სე­ლი­ამ გან­მარ­ტა, პრე­ზი­დენ­ტთან შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ა­ზე სა­უ­ბა­რი არას­დროს ყო­ფი­ლა, ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი კი ჯერ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ი­წყო, შემ­დეგ კი "უცებ ელი­საშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა“.

"ეს არამ­ზა­და ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლობს, რაც შე­იძ­ლე­ბა ვერ წარ­მო­იდ­გი­ნო კა­ცის­გან, პო­ლი­ტი­კო­სის­გან. ელი­საშ­ვი­ლი რომ არის პო­ლი­ტი­კა­ში, მსგავ­სი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს. ახლა რომ ამ­ბობ­და, ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს და­მაბ­რა­ლებ­სო, პირ­და­პირ ვე­უბ­ნე­ბი, რომ ჩემს ყო­ფილ პარ­ტი­ას ნა­ყი­დი ჰყავს. ჯერ პა­პუ­აშ­ვილს გა­ა­კე­თე­ბი­ნეს კო­მენ­ტა­რი, ვერ გა­ვი­გეთ {ეკა ბე­სე­ლია}პო­ლი­ტი­კო­სი არის, თუ "ენ­ჯეო“ აქ­ვსო, უცხო­ე­თი­დან ფი­ნანსდე­ბა ეს პო­ლი­ტი­კო­სიო, შემ­დეგ უცებ ელი­საშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა, რაო, შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­აო... მე არას­დროს და­ვაბ­რა­ლებ ადა­მი­ანს რა­ი­მეს. შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ა­ზე სა­უ­ბა­რი არას­დროს ყო­ფი­ლა პრე­ზი­დენ­ტთან, კო­მი­სია სა­ერ­თოდ არ აქვს, მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა.

მე უცხო­ე­თი­დან არას­დროს ვფი­ნანსდე­ბო­დი. პრო­ექტ "მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სახ­ლის“ პარტნი­ო­რი და პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რია USAID-ის სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის პროგ­რა­მა, მე თვი­თონ ვა­ფი­ნან­სებ ამ პროგ­რა­მას. ერთი თეთ­რი არ ამი­ღია არ­ცერ­თი ამ პრო­ექ­ტის­გან“,- აღ­ნიშ­ნა ბე­სე­ლი­ამ.

ამას­თან, ბე­სე­ლია აცხა­დებს, რომ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სის გამო პა­ტიმ­რებს შე­წყა­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ თან­ხას სთხოვ­და.

"ხომ ამ­ბობს რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე ჩა­ფარ­ცხა? თქვენ­თან და­დოს ერთი ფაქ­ტი, რომ მე რო­მე­ლი­მე საქ­მე­ზე რა­ი­მე ვთხო­ვე. არას­დროს მქონ­და მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. თვი­თონ და­დი­ო­და პა­ტიმ­რებ­თან ან­გა­რე­ბის მო­ტი­ვით, მე მაქვს ეს ფაქ­ტი. მას ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და. კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე მაქვს, პრო­კუ­რა­ტუ­რას მა­შინ ეს გა­ვუგ­ზავ­ნე, ერთ-ერ­თმა პა­ტი­მარ­მა მომ­წე­რა, მე­ო­რე მო­ვი­და და მე­სა­უბ­რა. რა­საც გაბ­რა­ლებს, თა­ვად იქ­ცე­ვა უწე­სოდ და უზ­ნე­ოდ“,- აღ­ნიშ­ნა ბე­სე­ლი­ამ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალეკოს
1

ალეკოს ზედმეტი მოუვიდა ეკა ბესელიასთან მიმართებაში. მე მგონი ბრიყვია და მართლა დაიჯერა რომ ბესელია ისე გააკეთბდა ფულს ალეკოსნაირს შეძლებოდა მისი "გამოჭერა" ეს სრული სისულელეა. ბესელია რაც ზევით არის ასი იმდენი იმის ქვევით არის მახსოვს კარგად რაც იყო და საქებარია რა დადგა! ასე რომ ამ ბრძოლაში ალეკომ წააგო! ფაქტია.

სენაკელი
1

შენს ადგილას გავჩუმდებოდი,არაა საჭირო თავის მართლება მშვენივრად მოირგე პოლიტიკა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ელისაშვილი რომ არის ქართულ პოლიტიკაში, მსგავსი არაფერი მინახავს - პირდაპირ ვეუბნები, რომ ჩემს ყოფილ პარტიას ნაყიდი ჰყავს!" - ეკა ბესელია

"ელისაშვილი რომ არის ქართულ პოლიტიკაში, მსგავსი არაფერი მინახავს - პირდაპირ ვეუბნები, რომ ჩემს ყოფილ პარტიას ნაყიდი ჰყავს!" - ეკა ბესელია

ელისაშვილი რომ არის ქართულ პოლიტიკაში, მსგავსი არაფერი მინახავს - პირდაპირ ვეუბნები, რომ ჩემს ყოფილ პარტიას ნაყიდი ჰყავს! - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

კერძოდ, მან აღნიშნულით გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილი პატიმართა შეწყალების კომისიის ამოქმედებას და მის ხელმძღვანელად ეკა ბესელიას დანიშნავს გეგმავს.

როგორც ბესელიამ განმარტა, პრეზიდენტთან შეწყალების კომისიაზე საუბარი არასდროს ყოფილა, ამ თემაზე საუბარი კი ჯერ პარლამენტის თავმჯდომარემ დაიწყო, შემდეგ კი "უცებ ელისაშვილი გამოჩნდა“.

"ეს არამზადა ადამიანი ყველაფერს კადრულობს, რაც შეიძლება ვერ წარმოიდგინო კაცისგან, პოლიტიკოსისგან. ელისაშვილი რომ არის პოლიტიკაში, მსგავსი არაფერი მინახავს. ახლა რომ ამბობდა, ვერავინ ვერაფერს დამაბრალებსო, პირდაპირ ვეუბნები, რომ ჩემს ყოფილ პარტიას ნაყიდი ჰყავს. ჯერ პაპუაშვილს გააკეთებინეს კომენტარი, ვერ გავიგეთ {ეკა ბესელია}პოლიტიკოსი არის, თუ "ენჯეო“ აქვსო, უცხოეთიდან ფინანსდება ეს პოლიტიკოსიო, შემდეგ უცებ ელისაშვილი გამოჩნდა, რაო, შეწყალების კომისიაო... მე არასდროს დავაბრალებ ადამიანს რაიმეს. შეწყალების კომისიაზე საუბარი არასდროს ყოფილა პრეზიდენტთან, კომისია საერთოდ არ აქვს, მსგავსი არაფერი ყოფილა.

მე უცხოეთიდან არასდროს ვფინანსდებოდი. პროექტ "მართლმსაჯულების სახლის“ პარტნიორი და პროექტის მხარდამჭერია USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა, მე თვითონ ვაფინანსებ ამ პროგრამას. ერთი თეთრი არ ამიღია არცერთი ამ პროექტისგან“,- აღნიშნა ბესელიამ.

ამასთან, ბესელია აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი ფინანსური ინტერესის გამო პატიმრებს შეწყალების სანაცვლოდ თანხას სთხოვდა.

"ხომ ამბობს რომ პროკურატურამ საქმე ჩაფარცხა? თქვენთან დადოს ერთი ფაქტი, რომ მე რომელიმე საქმეზე რაიმე ვთხოვე. არასდროს მქონდა მასთან კომუნიკაცია. თვითონ დადიოდა პატიმრებთან ანგარების მოტივით, მე მაქვს ეს ფაქტი. მას ფინანსური ინტერესი ჰქონდა. კონკრეტული საქმე მაქვს, პროკურატურას მაშინ ეს გავუგზავნე, ერთ-ერთმა პატიმარმა მომწერა, მეორე მოვიდა და მესაუბრა. რასაც გაბრალებს, თავად იქცევა უწესოდ და უზნეოდ“,- აღნიშნა ბესელიამ.

იხილეთ ასევე: